„The Great Gatsby“


ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცნობილი ნაწარმოები „დიდი გეთსბი“ (1925)  „ამერიკული ოცნების“ ტრაგიკული შედეგების ნათელი მაგალითია, თუმცა გეთსბის ბედნიერებისა და კეთილდღეობის  ილუზიურ წარმატებად თუ წარმატებულ ილუზიად აღქმა ჩვენი შეფასების საგანია.

და მაინც, როგორ მიაღწია რომანის მთავარმა გმირმა დიდ წარმატებას?

 

•    რწმენა

მას სჯეროდა, რომ მწვანე შუქი აუცილებლად მიიყვანდა ოცნებამდე. ის წლების განმავლობაში ელოდა საყვარელ ქალთან შეხვედრას და არც მის ქმარს შეუშინდა, რადგან დარწმუნებული იყო თავის და დეიზის მისდამი გრძნობებში. გეთსბის სჯეროდა ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობის და მოთმინებით მიდიოდა ამ საშიშსა და მანკიერ გზაზე. 

 

•    ოცნება

ჯ.გეთსბიმ ცხოვრების იდეად აქცია დეიზის დაბრუნება, რისთვისაც საკუთარი ცხოვრება  საშუალებად გამოიყენა. ეს სურვილი აძლევდა მთავარ გმირს შინაგან ძალასა და  მოტივაციას, თუმცა საბოლოოდ დააბრმავა ის და სიცოცხლეც კი დაათმობინა. 


•    სიმბოლო

გეთსბი საკუთარი ოცნების სიმბოლოდ მწვანე შუქს აღიქვამს. ეს არის „სიცოცხლით სავსე მომავალი ბედნიერება“ და განმეორებული წარსულის წარმოსახვა.

 

•    გამბედაობა

გეთსბისთვის შიში არ იყო უცხო, ის ბავშვივით ეჭვობდა და ნერვიულობდა, მაგრამ გადამწყვეტ შემთხვევებში ის უკან არ იხევდა და ყოველთვის ერთგული იყო თავისი არჩევანის.

 

•    ურთიერთობები

გეთსბი უფრთხილდებოდა თავის წრეს, გავლენიან და წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც უნდა უზრუნველყოთ გეთსბის თავისუფლება და კეთილდღეობა.

 

•    დისციპლინა

რომანის ბოლოს, მისტერ გეთბსი, ჯეის მამა, ნიკ ქარავეის შვილის დღიურს აჩვენებს, რომელშიც ჩამოწერილი იყო გეთსბის დღის ამოცანები საათების მიხედვით, რაც ბავშვობიდან  მის მოწესრიგებულობასა და მიზანდასახულობაზე მეტყველებს. 

 

ჯეი გეთსბის ოცნებამ არ მოუტანა სიმშვიდე და სიხარული, რადგან მან აირჩია ლამაზი, ამასთანავე ბუნდოვანი და შორეული იდეა, წარსულის გადმონაშთი, სიცარიელე, რომელიც თავისი ფანტაზიებით შეავსო. სინამდვილეში კი გეთსბის ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფარისევლობასა და ღალატს, სიცრუესა და მატერიალური ღირებულებების აღიარებას.

| გააზიარე
მოგწონთ?