21 რამ, რაც უნდა მცოდნოდა როცა 21 წლის ვიყავი!


1.    შეიყვარე შეცდომები!
ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეცდომებიდან სწავლობ. ნუ ფიქრობ ამდენს, ერთ დღეს გაიხსენებ შენს შეცდომებს და გაგეცინება. ისინი აუცილებელი და გარდაუვალია ადრეულ ასაკში.

2.    ხშირად თქვი -  ,,დიახ“!
კომფორტის ზონიდან გამოსვლა და რაღაც ახლის ცდა ზოგჯერ საშიში გვეჩვენება, მაგარამ უფრო ხშირად თქვი ,,დიახ“. ეს დაგეხმარება, რომ მეტად გაიხსნა და  მოგიტანს ახალ შესაძლებლობებს.

3.    ნაკლები მეტის  მომტანია!
ნუ ეცდები იყო ყველაფერში საუკეთესო. ფოკუსირება მოახდინე  ნაკლებ რამეზე, ეს დაგეხმარება გახდე ნამდვილი პროფესიონალი. ზოგჯერ შენი შრომისმოყვარეობა იკარგება, როდესაც მას სხვადასხვა საქმეზე ანაწილებ.

4.    გულახდილად უთხარი ადამიანებს რას გრძნობ!
თუ ვინმე გულს გატკენს უთხარი მას ამის შესახებ. თუ შენ არაჩვეულებრივ დროს ატარებ საყვარელ ადამიანებთან უთხარი მათ რას ფიქრობ; როდესაც დედას ან მამას მობილურით ესაუბრები სანამ ყურმილს დაკიდებ  უთხარი, რომ ძალიან გიყვარს ისინი. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, რომ არ გამოვხატოთ ყველაფერი რასაც ვგრძნობთ, ჩვენ ხომ ისიც არ ვიცით კიდევ როდის მოგვეცემა ჩვენი ფიქრის გამოხატვის საშუალება.

5.    შეიყვარე ცვლილებები!
უნდა გახსოვდეს, რომ ცვლილებები რაღაც მიზეზით ხდება და მათი შეჩერება ზოგჯერ შეუძლებელია.

6.    არც ისე ბევრი დასაკარგი გაქვს როგორც შენ გგონია!
ხშირად დაკარგვის შიში ხელს გვიშლის ოცნების ასრულებაში. თუმცა, როდესაც სულ ახლახანს დაამთავრე სწავლა არც ისე ბევრი რამ გაქვს დასაკარგი. რატომ არ უნდა სცადო იმ ბიზნესის დაწყება რაც ასე ძალიან გინდა? გარწმუნებ, ამ დროს,  ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს არც ისე საშიშია.

7.    ნუ სწუხხარ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე!
არ მისცე სხვებს უფლება შენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა იქონიონ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის თუ რას გრძნობ შენ.

8.    იყავი გულწრფელი სხვებთან და საკუთარ თავთან!
გონებას სიმშვიდეს  გულწრფელობა აძლევს. ეს კი შეუფასებელია. ტყუილზე აგებული ურთიერთობები მხოლოდ დროებითია.

9.    გაიცანი რაც შეიძლება ბევრი ადამიანი!
შეიძლება ახლა ამის გაგება გაგიჭირდეს, მაგარამ ხალხს შეუძლია დაგეხმაროს. მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურს რომ შენ მოგექცნენ.

10.    გამონახეთ დრო მარტო დასარჩენად!
წადი მარტო ლანჩზე, კინოში ან სულაც სამოგზაუროდ. ამ დროს შენ თავს უკეთ გაიცნობ.

11.    არ მოგერიდოს შეკითხვების დასმა!
ხშირად შეხვდები ადამიანებს, რომლებმაც შენზე ბევრად მეტი იციან, არ შეგეშინდეს და დაუსვი მას კარგი შეკითხვები. უსმინეთ მეტი  და ისაუბეთ ნაკლები. ზოგიერთი ადამიანი არაჩვეულებრივ გაკვეთილს მოგცემს.

12.    გამოიყენე ის, რაც გაქვს!
იმის მაგივრედ რომ იწუწუნო, გამოიყენეთ ის, რაც გაქვს.

13.    დაეხმარე ადამიანებს თავი უკეთ იგრძნონ!
ყოველთვის დააფასე კომპლიმენტის ძალა.  დაეხმარე სხვებს თავი უკეთესად იგრძნონ ასე უამრავი შესაძლებლობების არე გაგეშლება. ადამიანები კარგად იმახსოვრებენ მას, ვინც თავი განსაკუთრებულად აგრძნობინა.

14.    დააბანდე საკუთარ თავში!
არასოდეს შეწყვიტო  სწავლა. დიახ, შენ დაამთავრე სკოლა, მაგრამ ცხოვრება მოგზაურობაა თუ არ იზრდები - კვდები.

15.    იპოვეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებს!
იპოვეთ გამოწვევა, რაც გასაკუთრებულ ვნებას აღძრავს შენში და თავს არაჩვეულებრივად იგძნობ, როდესაც  დაძლევ მას.

16.    შეიყვარე საკუთარი თავი!
ვერ იცხოვრებთ სრულყოფილად, თუ სრულად არ შეიყვარებთ საკუთარ თავს. დაიწყე მარტივი ნაბიჯებით და ყოველ დილით, სარკეში ჩახედვისას უთხარი შენს თავს რომ მშვენიერი ხარ! სხვები ამის შემდეგ უფრო შეგიყვარებენ.

17.    ,,გაგზავნე ლიფტი ქვემოთ“!
როდესაც მიაღწევ რაღაც პოზიციას დაეხმარე სხვებს იქამდე მოსვლაში, სადაც შენ ხარ. სხვა შემთხვევაში იქ, ზემოთ, თავს მარტოსულად იგრძნობ.

18.    ისიამოვნე მოგზაურობით!
შენ მიდიხარ მიზნისკენ და ისწავლე ამ მოგზაურობის სიყვარული თავისი პატარა მარცხებით და დიდი წარმატებებით.

19.    არ შეადარო თავი სხვებს!
შეიძლება არ იყო ყველაზე ძლიერი სპორტ.დარბაზში ან  ფორბსის სიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი. როცა ეს შენში იმედგაცრუებას იწვევს ამ დროს კარგავ მიზანს. ამის ნაცვლად ეცადე გახდე იმაზე უკეთესი ვიდრე გუშინ იყავი. თუ ამას შეძლებ წარმატებასაც მიაღწევ. შეიძლება  თავდაპირველად ვერ იგრძნო, მაგრამ თუ ამის მუდმივად აკეთებ  გაოცდები საკუთარი შედეგით.

20.    გარისკე!
გააკეთე ის რაც გინდა. მიატოვე სამსახური, გადმოხტი თვითმფრინავიდან, დაიწყე ბიზნესი,  მიდი გოგოსთან რომელიც მოგწონს და უთხარი - ,,გამარჯობა“.  შეიძლება შენი ცდა არ იყოს წამატებული, მაგარამ არც მარცხი იქნება მუდმივი.

21.    თავიდან აღმოაჩინე ვინ ხარ!
ზოგჯერ ჩვენ ვივიწყებთ რა გვაბედნიერებდა ბავშვობაში. ზოგი ჩვენგანი დაბადებულია მწერლად, მსახიობად, ბიზნესმენად.  გაიხსენე რა განიჭებდა ყველაზე დიდი სიმოვნებას ბავშვობაში. ზოგჯერ ჩვენ ვხარჯავთ სიცოცხლეს სხვისი ოცნებების ასრულებაში. ის რაც მსოფლიოს ყველაზე მეტად სჭირდება, არიან ადმიანები, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც უყვართ.



ფიქრია ექვთიმიშვილი
წყარო: www.success.com

| გააზიარე
მოგწონთ?