ტესტი –„მე ვარ ლიდერი“


ეს ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ლიდერის თვისებები: 

მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი - თუ სრულად ეთანხმებით მოცემულ მოსაზრებას იწერთ ''4'', თუ უფრო ეთანხმები, ვიდრე არ ეთანხმები იწერთ ''3'', თუ გიჭირთ დათანხმება ''2'' და თუ არ ეთანხმებით, ვიდრე ეთანხმებით იწერთ ''1''. თუ სრულიად არ ეთანხმებით იწერთ ''0''.

1.    რთულ სიტუაციაში არ ვიბნევი და არ ვნებდები.
2.    ჩემი მოქმედებები მიმართულია, დასახული მიზნის(ები) მისაღწევად.
3.    მე ვიცი, როგორ გავუმკლავდე სირთულეებს.
4.    მიყვარს სიახლის ძებნა და გამოცდა.
5.    მე ადვილად შემიძლია, მეგობრების დარწმუნება რაიმე საკითხში.
6.    მე ვიცი, როგორ  ჩავრთო ჩემი თანამოაზრეები საერთო საქმეში.
7.    ჩემთვის არ არის რთული, მიღწევა იმისა, რომ ყველამ კარგად იმუშაოს.
8.    ყველა ნაცნობი ჩემთან კარგ დამოკიდებულებაშია.
9.    მე შემიძლია ჩემი ძალების განაწილება სწავლაში და საქმეში.
10.   მე შემიძლია ნათლად ვუპასუხო კითხვას, რა მინდა ცხოვრებისგან?
11.   მე კარგად ვგეგმავ ჩემს დროსა და საქმეს.
12.   მე ადვილად ვერთვები ახალ საქმეში.
13.   მე ადვილად შემიძლია დავამყარო, ნორმალური ურთიერთობა ამხანაგებთან.
14.   ვცდილობ, დავაინტერესო მეგობრები, საქმის ორგანიზების დროს.
15.   არცერთი ადამიანი, ჩემთვის არ არის გამოცანა.
16.  ჩემთვის მთავარია, ისინი ვისთან ერთადაც ვაკეთებ რაიმე საქმეს მეგობრულად იყვნენ ერთმანეთში.
17.   თუ ვარ ცუდ განწყობაზე, შემიძლია ირგვლივმყოფებს არ დავანახო ეს.
18.   ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნის მიღწევა.
19.   მე რეგულარულად ვაფასებ ჩემს სამუშაოს და ჩემს წარმატებებს.
20.   მე შემიძლია სიახლისთვის წავიდე რისკზე.
21.   პირველი შეხედულება, რომელსაც ადამიანზე ვახდენ, არის ჩვეულებრივ კარგი.
22.   მე ყოველთვის ყველაფერი გამომდის.
23.   კარგად შემიძლია გამოვიცნო ადამიანების ხასიათი.
24.   ჯგუფში შემიძლია განწყობის ამაღლება.
25.   მე შემიძლია ვაიძულო ჩემი თავი გავაკეთო დილის ვარჯიში, მაშინაც კი როცა ეს არ მინდა.
26.   მე ჩვეულებრივ ვაღწევ ყოველთვის იმას, რისკენაც მივიღწვი.
27.   არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ შემიძლია გადავჭრა.
28.   გადაწყვეტილების მიღებისას, სხვადასხვა ვარიანტსაც განვიხილავ.
29.   მე შემიძლია ნებისმიერი ადამიანს გავაკეთებინო ის, რასაც ვთვლი საჭიროდ.
30.   მე შემიძლია სწორად შევარჩიო ხალხი, რომელიმე საქმის ორგანიზებისთვის.
31.   ხალხთან ურთიერთობისას, შემიძლია ურთიერთგაგება.
32.   ვაღწევ იმას, რომ სხვებმა მე გამიგონ.
33.   თუ საქმეში შემხვდება სირთულეები, უკან არ ვიხევ.
34.   არასდროს არ მოვქცეულვარ ისე, როგორც სხვები.
35.   პრობლემების მოგვარებას ვცდილობ ეტაპობრივად და არა უცებ.
36.   მე არასდროს არ მოვქცეულვარ ისე, როგორც სხვა.
37.   არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს ხიბლს წინ აღუდგება.
38.   საქმის ორგანიზების დროს, ვითვალისწინებ გუნდის წევრების აზრს.
39.   მე ვპოულობ რთული სიტუაციიდან გამოსავალს.
40.   ვთვლი, რომ გუნდის წევრები საერთო საქმის კეთებისას, ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ.
41.   ვერავინ ვერასდროს გამიფუჭებს ხასიათს.
42.   მე წარმომიდგენია, როგორ მოვიპოვო ავტორიტეტი ხალხში.
43.   პრობლემის გადაწყვეტისას, ვიყენებ სხვის გამოცდილებას.
44.   ჩემთვის არ არის საინტერესო, რუტინული საქმის კეთება.
45.   ჩემი გუნდის წევრები, ჩემს იდეებს კარგად იღებენ.
46.   მე შემიძლია ვაკონტროლო, ჩემი გუნდის წევრების მუშაობა.
47.   შემიძლია ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა.
48.   მე ადვილად გამომდის ჩემი გუნდის წევრების ერთი საქმის ირგვლივ შეკრება.

ამ კითხვების პასუხის გაცემის შემდეგ, აუცილებლად დაითვალეთ ქულები (გარდა 8,15,22,29,34,36,41 ამ კითხვებისა) რადგან ამ კითხვების ქულები ეხება ლიდერობის თვისებების განვითარებას.

ა – შეგიძლია შენი თავის მართვა
ბ – აცნობიერებ შენს მიზანს (იცი რა გინდა)
გ – შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტა
დ – შემოქმედებითი მიდგომა
ე – გავლენას ახდენ გარშემომყოფებზე
ვ – საქმის ორგანიზატორობის, წესების ცოდნა
ზ – ორგანიზატორობის უნარი
თ – გუნდთან მუშაობის ცოდნა


პასუხების ცხრილი:

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

40

41

42

43

44

45

46

47

48

 

თუ ქულები გაქვთ 10 ზე ქვევით, მაშინ ხარისხი არის სუსტი და საჭირო არის მუშაობა განვითარებისთვის. თუ 10 ზე მეტი ქულა გაქვთ, მაშინ ეს თვისება განვითარებულია საშუალოდ ან ძლიერად. სანამ დასკვნას მიიღებთ იმის შესახებ ხართ თუ არა ლიდერი, ყურადღება მიაქციეთ ქულებს, რომლებსაც (8,15,22,29,34,36,41 კითხვების შეკრების დროს მიიღებთ) თუ თითოეულ მათგანზე 1 ქულა გაქვთ დაწერილი, ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ არ იყავით გულწრფელი შეფასებისას. ყველა ლიდერს აქვს თავისი ''ხელწერა'', სტილი და გზა საქმის ორგანიზებითვის.
 

| გააზიარე
მოგწონთ?