28 წლის წარმატებული ბიზნესმენის პრაქტიკული რჩევები


გიორგი დოლიძე ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE(აი ეს აი), კომპანია Tbilisi Marketing-ისა და სარემონტო კომპანია Renovare-ს დამაარსებელია. იმისდა მიუხედავად, რომ გიორგი მხოლოდ 28 წლისაა იგი ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ორგანიზატორიცაა. საკუთარი წარმატების ისტორიას გიორგი თავად მოგვიყვება. 


როგორ დაგებადა შენი იდეები და რა იყო შენი პირველი ნაბიჯები მათ განსახორციელებლად?
ყველაფერი დაიწყო სტუდენტობიდან, კერძოდ საერთაშორისო სტუდენტური გაერთიანება AISEC-დან 2006 წელს როდესაც მე თვითონ სტუდენტი ვიყავი. შემდეგ უკვე მე და ჩემმა ორმა მეგობარმა დავაარსეთ იგივე სახის ორგანიზაცია ISIE, რომელიც დღეს აქტიურად თანამშრომლობს ამ უკანასკნელთან და აქვთ მრავალი საერთო პროექტი. მათ შორის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. Tbilisi marketing და Renovare-ს დაარსება ნაწილობრივ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ დარგში ფაქტობრივად საქართველოში არ არსებობდა ხარისხნიანი მომსახურება. მაგალითად მე თვითონ, როდესაც ვაკეთებდი რემონტს საკუთარ სახლში პირადად შევეჩეხე იმ ფაქტს, თუ რაოდენ არაორგანზიებულია დღეს სარემონტო მომსახურეობა. ორი თვეში დაპირებული სარემონტო სამუშაოები თითქმის ექვსი თვე გაიწელა და მომსახურეობის ხარისხის მსუბუქად, რომ ვთქვათ არ იყო კარგი. სწორედ ამიტომ შევქმენი ეს კომპანია და დღეისათვის ამ დარგში უკვე მომხმარებლის მოწონება და ნდობაც დავიმსახურეთ.

როგორც თბილის მარკეტინგის დამაარსებელს ძალიან ბევრი სტუდნეტისათვის გაქვთ ვაკანსიები, მათ შორის საზაფხულო გრაფიკითაც. რას აქცევთ ყურადღებას როდესაც ახალგაზრდა სტუდენტი თქვენთან  გასაუბრებაზე მოდის ან როდესაც СV-ს კითხულობთ?
რაც შეეხება cv-ის ამას უკვე, სიმართლე გითხრათ, დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. პირადმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ახალაგზრდამ უბრალოდ არ იცის მისი სწორად და ხარისხიანად შევსება ან პირიქით,  ძალიან კარგი რეზიუმესა და გასაუბრებაზე მოსული ადამიანის მონაცემები საერთოდ არ შეესაბამება ერთმანეთს. ამიტომ გასაუბრებაზე ვუშვებთ თითქმის ყველას რადგან პირადად შევაფასოთ პოტენციალი ადამიანში და ცუდად შედგენილი cv-ის გამო არ დავკარგოთ კარგი კადრი. რაც შეეხება გასაუბრებას, გაგიკვირდებათ და ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის თავდაჯერებულობა, როგორც თვითონ ადამიანის მოტივაცია და ხასიათი. რა თქმა უნდა ძალიან მაგარია როცა ორივე ერთად აქვს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ როგორც ჩემსკომპანიაში აყვანისას ისევე ჩემივე ორგანზიებულ გაცვლით პროგრამაში, რომ ადამიანი დაინტერესებულია ამ საქმით, აქვს შორსმავალი გეგმები და ზუსტად იცის თუ რა უნდა.

თქვენ თავად ხართ ძალიან დაკავებული ბიზნესმენი და ამავდროულად გყავთ ოჯახი. როგორ ახერხებთ კარიერის და პირადი ცხოვრების შეთავსებას?
მე ძალიან გამიმართლა მეორე ნახევარში. მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისები და მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება, რომელიც ორივეს დაგვაკმაყოფილებს. ზოგადად, მგონია, რომ 20-22 წლის ასაკშიც შეიძლება დაოჯახდე და პარალელურად კარიერას მიხედო. აქ ყველაფერი თვითონ წყვილზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჩამოყალიბებულია ორივე.

თქვენი აზრით, რა აკლიათ დღევანდელ სტუდენტებს იმისათვის, რომ უფრო სწრაფად განვითარდნენ?
პირველ რიგში, ეს არის ინგლისურის არცდონა. შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე იყოს საუაბრი როდესაც ახალგაზრდების ნახევარმაც კი არ იცის საჭირო დონეზე საერთაშორისო ენა. ამ პრობლემას ხშირად ვაწყდები, როდესაც გაცვლითი პროგრამებისათვის გასაუბრებაზე მოდიან ძალიან კარგი სტუდნეტები მაგრამ მათი ინგლისურის ცოდნის დონე საშუალოც კი არ არის. ასევე ის, რომ არ კითხულობენ წიგნებს და საჭირო დროს არ უთმობენ საკუთარი ცოდნის განვითარებას. ზედმეტად ბევრ დროს უთმობენ გართობას და ინტერნეტს იყენებენ არანაყოფიერად.  ასევე ის, რომ მათ უმეტესობას თვითონაც არ იციან რა უნდათ და ამ ძვირფას წლებს უაზროდ ფლანგავენ. მინდა ვურჩიო მათ, რომ დაისახონ გრძელვადიანი გეგმები და თითოეული დღე ნაყოფიერად გამოიყენონ.

რას ურჩევთ დამწყებ ბიზნესმენებს?

  • ბოლომდე იყავით დარწმუნებული თქვენსავე იდეაში;
  • კარგად გათვალეთ დეტალები. მაგალითად მე, როდესაც კომპანია Tbilisi Marketing ჩამოვაყალიბე ბუღალტერიაში წარმოებული შეცდომის გამო სრულიად უაზროდ დაგვედო ვალი 28.000 ლარის სახით. მე და ჩემს ცოლს მაგ პერიოდში სახლის ფარდის ჩამოკიდის საშუალებაც კი არ გვქონდა. ერთი წელი მოვანდომეთ იმას, რომ ამ ზარალიდან ამოვსულიყავით და ყველაფრის მიუხედავად არ დავნებდი, რადგან  ჩემს იდეაში 100% ვიყავი დარწმუნებული.
  • აუცილებლად უნდა იყოთ ძალიან ახლოს ტექნოლოგიებთან და ერკვეოდეთ კომპიუტერულ პოგრამებში, რაც ძალიან გაგიმარტვივებთ საქმეს.
  • სამსახურში არ უნდა დადიოდე მოვალეობის მოხდის მიზნით. შთაგონებას უნდა იღებდე ყველაფრიდან მათ შორის საკუთარი საქმიდანვე.
  • არ უნდა გეგონოთ, რომ თქვენი იდეა მალევე მოგიტანთ დიდ შემოსავალს ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა დამწყები ბიზნესმებისთვის.


რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
ზოგადად, ჩემს მოტივაციას და შთაგონებას ვიქმნი თვითონ მე. ბავშვობიდანვე როდესაც 14-15 წლის ვიყავი უკვე მაშინ მქონდა სურვილი, რომ რაღაც ისეთი შემექმნა რაც არამარტო მე არამად სხვა ადამიანებსაც დაეხმარებოდა განვითარებაში. იმაზე დიდი მოტივატორი არ არსებობს, როდესაც საკუთარ გეგმას დაისახავ და შემდეგ აცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი ხდება რადგან თავდაუზოგავად შრომობ და ვითარდები ყოველდღიურად შენს იდეებთან ერთად.


ბექა ჯანელიძე

| გააზიარე
მოგწონთ?