კომპანია მაკდონალდსის წარმატების 8 საფეხური ანუ M-ის მაგიური გზა "ბეჰემოთობამდე"


1955 წელს, როდესაც რეი კროკი გახდა რიჩარდ და მორის მაკდონალდსების ფრენჩაიზების აგენტი, ეჭვი მეპარება, ვინმეს ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ ეს კომპანია გახდებოდა ბურგერის “ბეჰემოთი”, 35900 რესტორნით 119 სხვადასხვა ქვეყანაში. სინამდვილეში კი შეიძლება, ითქვას, მაკდონალდსმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბიზნეს მოდელი მსოფლიოში.

რვა საფეხური, რომელმაც კომპანია მაკდონალდსის მსოფლიო უპირატესობა განაპირობა:

1. შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა.

არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებით, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მაკდონალდსში შესვლისას გექნებათ ნაცნობი გამოცდილება მენიუს, საკვების, შეფუთვისა და შენობის დიზაინის თვალსაზრისით. 1961 წელს რეი კროკმა აამუშავა ჰამბურგერის უნივერსიტეტი, როგორც სასწავლო სკოლა, რომელიც ხაზს უსვამდა რესტორნის მუშაობის თანმიმდევრულ პროცედურებს, მომსახურებას, ხარისხსა და სისუფთავეს. დღეს უკვე ფრენჩაიზის მონაწილეები ესწრებიან პროგრამას რეი კროკის ხედვის შესასწავლად და განსახორციელებლად.

კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი ტიპის პროგრამები არა მხოლოდ თანმიმდევრულობას აძლიერებს, არამედ პროდუქტიულობასაც ზრდის.

2. ჩამოაყალიბეთ ბრენდი

მაკდონალდსმა შესანიშნავად შექმნა ბრენდი. “ოქროს თაღები” და “აი, რა მიყვარს” - ლოზუნგის მიღმა, კომპანიამ გაითავისა ემოციური გამოცდილება, რომელიც ბავშვობაში გვაბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებით, სხვაგან უკეთესი პროდუქტია, უმეტესობას მაკდონალდსთან გვაქვს ემოციური და უწყვეტი კავშირი.

ამიტომაც გესმით ამდენი ადამიანის მიერ გაცხადებული სიყვარული მაკდონალდსის კარტოფილის მიმართ. კარტოფილი ზუსტად ერთნაირია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.

ძლიერი ბრენდის არსებობა ეხმარება თქვენს ბიზნესს, გამოირჩეოდეს სანდოობით.

3. რისკი

მიუხედავად მაკდონალდსის თანმიმდევრულობისა, კომპანიას არ ეშინია რისკის გაწევის და მენიუში ცვლილებების შეტანის. თავდაპირველად მენიუში შედიოდა მხოლოდ ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, კარტოფილი, შეიკი და სასმელები. წლების განმვლობაში დაემატა საუზმე, ჰეპი მილი, მაკნაგეტსი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ McLobster და McPizza მაკდონალდსის ჩავარდნა იყო, ამ რისკების გარეშე მაკდონალდსი ალბათ ვერ გახდებოდა იმ  მასშტაბის, როგორიც ახლაა.

4. ადაპტირდით მომხმარებლის ცვალებად გემოვნებაზე

მიზეზი იმისა, რატომაც მაკდონალდსი სიამოვნებით რისკავს, არის ის, რომ კომპანია აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლების საჭიროებებზე და სურვილებზე მორგება. მაგალითად, კომპანიამ გააუქმა “სუპერ საიზ” ვარიანტი და დაიწყო უფრო ჯანსაღი ვარიანტების შეთავაზება.

წლების განმავლობაში, უფრო მეტ ადამიანს აუმაღლდა ცნობიერება სწორი კვების რაციონისა და ცხოვრების წესის შესახებ.

5. ჯვარედინი გაყიდვის ხელოვნება

ჯვარედინი გაყიდვა გულისხმობს, როდესაც პროდუქტის გაყიდვაც გნებავთ და მასთან ერთად სხვა პროდუქტების პოპულარიზაციას და შეთავაზებასაც აპირებთ. ნაცნობად ჟღერს? ალბათ, ასეა. მაკდონალდს, სავარაუდოდ,  ყველა დროის ყველაზე ცნობილი ჯვარედინი გაყიდვის ტექნიკა აქვს: “კარტოფილიც გნებავთ ამასთან ერთად?” - ეს შესანიშნავი გზაა გაყიდვების გასაზრდელად, მაგრამ დარწმუნდით, რომ ამას მოახერხებთ მომხმარებლის დათრგუნვის გარეშე. პირველ რიგში დაელოდეთ მას, რომ შეგიკვეთოთ, მოიპოვეთ მეტი ინფორმაცია გაყიდვის შესახებ და გააცნობიერეთ, თუ რატომ მატებს მას ღირებულებას საბოლოო შენაძენი.

6. ისწავლეთ, როგორ იმუშაოთ ხალხთან

მაკდონალდსის თანამშრომლებს არა მხოლოდ საზოგადოებასთან მუშაობა სჭირდებათ, არამედ - კოლეგებთან მუშაობის ცოდნაც. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული სამუშაო გარემო და ერთმანეთთან საუბარი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, მაკდონალდსის ყოფილი თანამშრომლებიც კი გაცნობებთ, რომ ერთმანეთთან ფაქიზად მოპყრობას კომპანიაში თანამშრომლის წარმატება და წინსვლა უკავშირდება.  

7. დააკვირდით და გაზარდეთ ტალანტი

იცოდით, რომ კომპანიის აღმასრულებელთა 40 პროცენტი თავდაპირველად ფაქტობრივად საათობრივად მუშაობდა? ეს იმიტომ, რომ ხელმძღვანელებმა იციან, როგორ აღმოაჩინონ ნიჭი და გამოიყენონ თანამშრომლების "ფარული უნარი". ამის შემდეგ მაკდონალდსი აჯილდოებს თანამშრომლებს და აძლევს მათ განვითარების საშუალებას.

8. გააცნობიერეთ ქველმოქმედების მნიშვნელობა

მაკდონალდსი ასევე ცნობილია იმით, რომ ის ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს  სტიპენდიებით, ფონდების შეგროვებით და მენტორული პროგრამებით. მაკდონალდსმა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა საქველმოქმედო ბიზნესმა, გააცნობიერა, რომ უკან დაბრუნება ბიზნესისთვის ქველმოქმედების სახით მომგებიანია.


სტატიის ინგლისური ვერსიის ავტორი: ჯონ რემპტონი

https://www.entrepreneur.com/article/271098

| გააზიარე
მოგწონთ?