ის, რაც უნდა გვახსოვდეს !


- გაიცინე გენაცვალე, იცოდე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის დღეში, ახალგაზრდობაც ერთხელაა მოცემული - (კ. გამსახურდია)

ცხოვრება მცირე ნაწილაკებისგან შეკოწიწებული პაზლია, რომელსაც შეიძლება, საბოლოოდ ძალიან მარტივი გამოსახულება ჰქონდეს. სირთულეს ამ ნაწილაკების შეერთება წარმოადგენს. თითოეული დეტალი  აუცილებელია, რათა საერთო სურათი შეიქმნას. ჩვენი ცხოვრება ჩვენი ბედნიერი წამების, იმედგაცრუების, სიხარულის, სინანულის, შიშისა და სიყვარულის ერთობაა. ეს ყველაფერი განსაზღვრავს დღევანდელობას. ხშირად ვითრგუნებით არასწორი, ან არადროული ნაბიჯების გამო. გვავიწყდება, რომ ყველა ნაბიჯს აქვს თავისი დადებითი მხარე, და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ხშირად დრო არ გვრჩება, დრო - ანალიზისთვის. ჩვენს დამოკიდებულებასთან ერთად, გარემო ფაქტორები ქმნიან საბოლოო დისკომფორტს. მაგრამ არსებობს ბევრი მიზეზი, რატომ...

1. გამოცდილება -

"არავის არ მისცე შენი საზღვრების დაწესების უფლება მხოლოდ იმიტომ რომ საიდან მოდიხარ. შენი ერთადერთი ლიმიტი საკუთარი სულია" (ანიმაციური ფილმიდან “რატატუი")

ვერაფერი გვზრდის ისე, როგორც - საკუთარ ქმედებებზე დაკვირვება. საზოგადოების უმრავლესობა ყოველთვის საუბრობს იმაზე, რა გამოსდის ყველაზე კარგად, რაში მიაღწია დიდ შედეგს, აღნიშნავენ სხვა ადამიანების შეცდომებს. მაგრამ ჩვენ, შეიძლება, ვისწავლოთ ბევრად ღირებული ჩვენთვისაც და სხვისთვისაც; შევძლოთ სხვა ადამიანების ფეხზე წამოყენება; ვისაუბროთ პირველ ნაბიჯებზე და დავარწმუნოთ გარშემომყოფები, რომ მათი ინდივიდუალიზმი დადგენილი შტამპებით არ განისაზღვრება; რომ უფრო მეტნი არიან, ვიდრე - ყველა წარუმატებლობა ერთად აღებული.

2. დასახული მიზნის მიღწევა -

არავის ათქმევინო , რომ რამე არ შეგიძლია. შენს ოცნებას უნდა გაუფრთხილდე , როცა რაღაცას თვითონ ვერ აკეთებენ გეუბნებიან , რომ შენც არ შეგიძლია . თუ რამე გინდა ამისთვის იბრძოლე!”(ფილმოდან “ბედნიერების კვალდაკვალ")

ყველას გვქონია განცდა, რაც უფრო დიდ შრომას ვდებთ საქმეში, მით უფრო სასიამოვნოა საბოლოო შედეგისგან მიღებული განცდა. დიახ, არ გამოგვივიდა ერთხელ, არც ორჯერ და არც სამჯერ? გაჩნდა იმედგაცრუება გარემოსგან, რომ არასწორ ადგილზე ვიმყოფებით? მაგრამ საოცარი ადრენალინია, როდესაც, დიახ, ყველაფრის მიუხედავად,  გამოგვივიდა!

3. მადლიერება -

არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ ძალით გვავსებენ, რაც გვგონია, რომ აღარ შეგვრჩა. თუ ერთი ადამიანი მაინც გვეგულება (და ყველას გვეგულება), ვისაც შეუძლია ჩვენი დამუხტვა, ან უბრალოდ დადებითი აურის გამოშვება, ბევრად მეტია, ვიდრე - ცალკე აღებული მთელი სამყარო. გავიხსენოთ თითოეული ის წვრილმანი, რისთვისაც ყოველდღე მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია, შევცვალოთ სხვა ადამიანების ცხოვრება.

"იმაზე მამაცი ხარ ვიდრე გჯერა, იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩანხარ და იმაზე ჭკვიანი ხარ ვიდრე ფიქრობ" (ვინი პუჰი)

შევხედოთ მზეს იმ კუთხით, საიდანაც განსაკუთრებით კაშკაშებს!

| გააზიარე
მოგწონთ?