როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?


თვითშეფასება საკმაოდ ფართო ცნებაა. ფსიქოლოგიაში გამოყოფენ თვითშეფასების 3 ტიპს: მაღალს, დაბალს და ნორმალურს. დაბალი თვითშეფასებაა არასრულფასოვნების კომპლექსი, როდესაც ადამიანს არ სჯერა საკუთარი ძალების, ფიქრობს, რომ სხვებს შეუძლიათ უფრო მარტივად მიაღწიონ წარმატებას; მაღალი თვითშეფასება - გადაჭარბებული ეგოიზმია, როდესაც თავი ყველაზე აღმატებული გგონია. ხოლო ნორმალური თვითშეფასების დროს ადამიანი ობიექტურად აფასებს საკუთარ ძალებს და შესაძლებლობებს.

 

გაგაცნობთ ჩვევებს, რომლებიც ამცირებს ყოველდღიურად თქვენს რწმენას საკუთარი თავისადმი და გზებს, რომლის საშუალებითაც უნდა აიმაღლოთ თვითშეფასება.

 

საკუთარ თავზე ნაკლები ფიქრი

საზოგადოებას მოსწონს ადამიანები, რომლებიც სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებს. ცხოვრებაში ეს ხასიათის ძალიან კარგი შტრიხია, მაგრამ უკიდურესი გამოვლინებით შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიხვიდეთ.

არ არის საჭირო საკუთარი მნიშვნელობის დაკნინება. თქვენ ისეთივე ადამიანი ხართ, როგორიც სხვები, გაქვთ არანაკლები შესაძლებლობები და შანსები წარმატების მისაღწევად, თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, მხოლოდ მათი სწორად გამოყენებაა საჭირო. როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას თქვენს ცხოვრებაში, არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა.

სტივ ჯობსი ამბობდა, რომ ცხოვრების რაღაც მომენტში ის იძულებული იყო იატაკზე დაეძინა, ბოთლები ჩაებარებინა და ეჭამა ის, რაც მოუწევდა. სტივს ბოლომდე სჯეროდა საკუთარი თავის და საკუთარი მნიშვნელობის. რომ არა საუკეთესო თვითშეფასება, ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ისეთი კომპანია, როგორიცაა Apple.

 

მუდმივად ბოდიშის მოხდა

ბოდიშის მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, როცა თქვენი ქმედებით სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებთ. თუ ადამიანი ბოდიშს იმაზე მოიხდის, რაც არ ჩაუდენია, ან რისი გაკონტროლებაც მას არ შეეძლო, ამან შეიძლება ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს.

ზედმეტად ბოდიშის მოხდამ შესაძლოა ქრონიკული დანაშაულის გრძნობა გამოგიმუშაოთ. ნუ მოიხდით ბოდიშს, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი წუხილი, თანაუგრძნოთ ადამიანს, მაგრამ არ ღირს საკუთარი თავის დადანაშაულება ყველაფერში.

 

რადიკალური შეხედულებები 

ადამიანები, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, სამყაროს მხოლოდ ორ ფერში ხედავენ - შავში და თეთრში. მათთვის ყველაფერი წარმატებული ან წარუმატებელია. ასე ცხოვრებაში მეტი ნეგატივია, საკუთარი თავის რწმენა ქვეითდება, წარმატება არ მოდის.

შეეცადეთ მოვლენებს სხვაგვარად შეხედოთ. მარცხი სასარგებლო გამოცდილებაა, რომელიც საბოლოოდ წარმატებამდე მიგიყვანთ. ყველაფერი, რაც ხდება ისე მიიღეთ, როგორც საჭირო ელემენტი, რომელსაც დასახულ მიზნამდე მიყავხართ.

 

სხვებთან შედარება

საკუთარი თავის და საქციელის სხვებთან შედარება - აი კიდევ ერთი მიზეზი დაბალი თვითშეფასების. ნაცვლად იმისა, რომ საყვარელი საქმით დაკავდნენ, სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან, ადამიანები იწყებენ სხვებთან შედარებას და ცხოვრებას შეჯიბრად აქცევენ. უკეთესისკენ სწრაფვა საჭიროა, მაგრამ არა სხვებთან შედარებით. ასე ვერ განვითარდებით და თვითშეფასება კიდევ უფრო დაქვეითდება.

შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება, ნუ იქნებით ორიენტირებული ოპონენტის მიღწევებზე, კონკრეტული მიზანი დაისახეთ და დამაჯერებლად იარეთ მისკენ.  

 

ნეგატიური აზროვნება

დაბალი თვითშეფასების ადამიანები ნეგატივისკენ არიან მიდრეკილები. მათ ყველაფერი ცუდად აქვთ, არაფერი გამოსდით. თუ ყოველდღე იწუწუნებთ, რომ ყველაფერი ცუდადაა და ბედი არ გწყალობთ, ასეც იქნება. შეეცადეთ ყველაფერს სხვაგვარად შეხედოთ. პრობლემები - ეს ახალი ნაბიჯი, ახალი შესაძლებლობებია; სირთულეები - ეს გამოცდილებაა; მარცხი კი - ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობაა, მხოლოდ უფრო გააზრებულად.

თქვენ თავად აშენებთ თქვენს სამყაროს, თქვენს გარემოცვას. მეტი პოზიტიური აზრები, მეტი სიხარული ყოველდღიურად და თქვენს ცხოვრებაში გაჩნდებიან ახალი საინტერესო ნაცნობები, წარმოუდგენელი შესაძლებლობები, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თვითშეფასება ყოველდღიურად აგიმაღლდებათ და რამდენიმე კვირაში სრულიად სხვა ადამიანად იქცევით.

 

biz-anatomy.ru

| გააზიარე
მოგწონთ?