კოკო შანელი - ქალი, რომელმაც შეგვცვალა უკეთესობისკენ


კოკო შანელი არის ქალი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა და შეცვალა არა მარტო ჩაცმის სტილი, არამედ - აზროვნებაც. ის განსხვავებულობის, ინდივიდუალიზმის, მტკიცე ხასიათისა და შეუპოვრობის სიმბოლოა. მან ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს მისცა სტიმული და მოტივაცია ყოფილიყვნენ ბევრად უფრო თავისუფლები, წარმატებულები, ინდივიდუალურები, გულწრფელები და  ყოველგვარი სტრესის გარეშე შეძლებოდათ საკუთარი რეალური პიროვნების გამოჩენა, არ შეეშინდებოდათ საზოგადოების აზრის და წინააღმდეგობა გაეწიათ მისთვის საკუთარი სულიერი, პიროვნული და ფსიქოლოგიური ზრდით.
კოკო შანელმა თავისი ცხოვრების მანძილზე მიღებული გამოცდილებიდან დაგვიტოვა რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას და აძლევს ადამიანებს სიცოცხლის მოტივაციას.

გთავაზობთ კოკო შანელის ცნობილ გამონათქვამებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ შეცვალონ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ!

1. ''თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასოდეს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია''.                                               

ადამიანების უმეტესობის დღე ერთფეროვანი და მოსაწყენია. მათ აქვთ ბევრი ოცნება და სურთ, რომ აუხდეთ, მაგრამ რეალურად არაფერს  აკეთებენ ამისთვის, ერთ ადგილზე არიან „გაყინულები“. მათი ქმედებები მსგავსია წინა დღეებისა, თუმცა არ  უკვირდებიან იმას, რომ მსგავს ქმედებებს ყოველთვის მსგავსი შედეგები მოსდევს, აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი გამოწვევების მიღება.

2. ''ჩემი ჩაცმის მანერით გარშემომყოფთა სიცილს ვიწვევდი, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ გამოვიყურებოდი ისე, როგორც სხვები“.    

კოკო შანელი ამით ხაზს უსვამს  ინდივიდუალიზმს, რომელსაც საზოგადოება ებრძვის და ცდილობს გააქროს ყველაფერი მისგან განსხვავებული. იმისთვის, რომ შეძლო საკუთარი პიროვნების შენარჩუნება, არ შეუერთდე მასას და გქონდეს შენეული სახე. როდესაც შენ აირჩევ ამ გზას უნდა იცოდე რომ წინ ძალიან ბევრი დაბრკოლება დაგხვდება, რომლის დაძლევაც მარტივი არ იქნება, თუმცა თუ შენში იპოვნი ძალას და იმ მთავარ დასაყრდენ საშუალებას, შენ აუცილებლად შეძლებ გამარჯვებას და იმ სანუკვარი ოცნებების ასრულებას, რომელიც ყოველ ღამე ძილის წინ წარმოგიდგებოდა ხოლმე და შენს ცხოვრებას ერთ წამში ალამაზებს.

კოკო შანელის ცხოვრება არ ყოფილა მარტივი, მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მოუხდა მრავალი დაცინვის გადატანა, რამაც შეიძლება ადამიანი დაასუსტოს და სულიერად გატეხოს, თუმცა მის შემთხვევაში ასე არ მოხდა, მას თითოეული მარცხი აძლიერებდა და უღვივებდა ბრძოლის ჟინს. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ მსგავსი ფაქტის მომსწრე და გამგონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველა დამარცხებას მოსდევს გამარჯვება.


შორენა მამადაშვილ

| გააზიარე
მოგწონთ?