მედიტაცია - თვითრეალიზაციის უდიდესი საიდუმლო


სიტყვა მედიტაცია ფიქრს, განსჯას ნიშნავს. ის ინდოეთიდან მოდის და შინაგანი პროცესების აღსადგენად და სარელაქსაციოდ ითვლება. მედიტაცია ეს არის გონებრივი დისციპლინა, რომლის მთავარი მიზანი ღრმა ფიქრის მეშვეობით ცნობიერების გაღრმავება და განვითარებაა. ამ დროს ცნობიერებას განსაკუთრებული კავშირი აქვს ადამიანის გონებასთან და სულთან. შედეგად ადამიანს შესაძლებლობა აქვს დაამარცხოს სტრესი, მოიშოროს შიშები, მოახდინოს თავისი საქმიანობის ოპტიმიზირება. 

2012 წელს ექსპერიმენტში HR მენეჯერებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შეუქმნეს სტრესული გარემო და დატვირთეს ამოცანებით, ექსპერიმენტი 8 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა რომ ისინი ვინც მედიტაციას მისდევდნენ, ნაკლებ სტრესს განიცდიდნენ მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში, ვიდრე დანარჩენი ჯგუფის წევრები. 

მაგნიტორეზონანსური ტომოგრაფიის  სკანერის გამოყენებით მეცნიერებს აქვთ მკაფიო წარმოდგენა თუ რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში. მთავარი ცვლილება ის არის, რომ ტვინი წყვეტს ინფორმაციის იმ ფორმით დამუშავებას, როგორც ეს ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მცირდება ბეტა ტალღების აქტივობა, რაც ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების მაჩვენებელია. 

არსებობს მედიტაციის რამდენიმე მეთოდი, ჩვენ მხოლოდ დამწყებთათვის განვიხილავთ, რომლისთვისაც აუცილებელია შემდეგი პირობები:

1.განმარტოება და თავისუფალი ჩაცმულობა. იპოვეთ ან შექმენით მშვიდი და დასასვენებელი გარემო. მედიტაციისთვის თავდაპირველად ნუ აირჩევთ ხალხმრავალ ადგილს.

2.მიიღეთ ლოტოსისი პოზა ანუ დაჯექით ჰორიზონტალურ მიწაზე, რადგან ამ მდგომარეობაში სხეული დიდი ხნის განმავლობაში რჩება სტაბილურად გამართული. ობიექტურად შევაფასეთ თქვენი თავი და გათავისუფლდით ილუზიებისგან. მთავარია ზურგი იყოს გასწორებული, რაც შემდგომ დაგეხმარებათ სწორად სუნთქვაში. დაიწყეთ ქვემოდან, გაიშალეთ წელში ისე, რომ მალები დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს ხერხემალში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს კისერსა და თავს, რათა შეძლოთ ბალანსის დაცვა. მოადუნეთ მხრები და ფეხები, მათ არ სჭირდებათ სპეციალური პოზა, მთავარია იყოთ მოდუნებული, რომ ხელი არ შეგიშალოთ ბალანსის დაცვაში, ხელები შეგიძლიათ დაილაგოთ თეძოებზე, მაგრამ თავდაპირველად უფრო ადვილია მათი მხრებზე დალაგება.

3.მოდუნდით ყველაფრისგან. ეძიეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც არ არის მოდუნებული მოცემულ მომენტში, როდესაც იპოვით მათ შეგნებულად მოადუნეთ ისინი. 

4.ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. მოუსმინეთ და მიყევით მას,  მთავარი მიზანია თქვენი გონება მოშორდეს გარეშე აზრებს. თქვენ უნდა ეძებოთ თქვენში ის ძალა, რომელიც დაამშვიდებს თქვენს გონებას. დამწყებთათვის ყველაზე კარგია საკუთარი სუნთქვის დათვლა ერთიდან ათამდე და შემდეგ დათვლის ხელახლა დაწყება ერთიდან. შეგიძლიათ  წარმოიდგინოთ თითქოს თქვენ ხართ ყველაზე მაღალ საფეხურზე და უნდა ჩამოხვიდეთ დაბლა, რათა მიაღწიოთ მშვიდობიან ადგილს.

5.დაამშვიდეთ თქვენი გონება - მოახდინეთ კონცენტრაცია. ჯერ დაძაბეთ გონება, შემდეგ მოდუნდით ნელ-ნელა. თუ მოახდენთ თქვენი გონების ფოკუსირებას ერთ რამეზე რამოდენიმე ხნის შემდეგ შეძლებთ არაფერზე იფიქროთ და უბრალოდ, გაფილტროთ  საკუთარი გონება. ეს ყველაფერი უდიდეს დისციპლინას მოითხოვს, თუმცა  ამავდროულად, ეს არის პიკი მედიტაციისა. ერთ საკითხზე ფოკუსირების შემდეგ თქვენ შეძლებთ, სურვილის შემთხვევაში მოიშოროთ ყველა ის უარყოფითი, რაც გაწუხებთ. განიტვირთეთ.... გათავისუფლდით.... საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია, მიმართოთ მედიტაციას 10-15 წუთი.

ოშო ამბობდა: „მედიტაცია არ არის მუშაობა, ის არის ის, რითიც უნდა დატკბე. ის ზეიმია... და როცა შენ ზეიმობ, სწორედ მაშინ შემზღუდველი საზღვრები იმსხვრევა... ახლა შენ აძლევ საშუალებას იმ ტოტალურ არსებობას შემოვიდეს შენში. ეს ურთიერთობაა, სწორედ ამ დღესასწაულს ვუწოდებ მე მედიტაციას – ექსტაზის ხელოვნებას...“

გახსოვდეს, შენ ხარ სამყაროს გეომეტრიული და მათემატიკური ცენტრი. შენში ვლინდება ცენტრების ცენტრი, დაკავშირებული ხარ ყველაფერთან მიზიდულობით და განზიდულობით, გრძნობ ყველაფერს ყოველი მხრიდან და არეგულირებ ძალების წონასწორობას. შენი შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მისი ძირითადი ნაწილი გამოუყენებელი დარჩება, შენი ცხოვრებაც იმედგაცრუებად გადაიქცევა. 

| გააზიარე
მოგწონთ?