რა ძალა აქვს თქვენს სიზმრებს - 12 საინტერესო ფაქტი


სიზმარი არაჩვეულებრივი და საინტერესო მოვლენაა, ასეა თუ ისე ყველა ადამიანი ხედავს მას. საინტერესოა ის, თუ რა ხდება, როდესაც რაიმე გვესიზმრება, რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანს უფრო კარგად ახსოვს ნანახი სიზმარი, ვიდრე სხვა დანარჩენს და სინამდვილეში, აქვთ თუ არა მათ რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა.

 

1. რა ხდება მაშინ, როდესაც რაიმე გვესიზმრება

სიზმრის ნახვის პროცესი რამდენიმე სტადიად შეიძლება დაიყოს, მისი ჩამოყალიბების და ნახვის პროცესი მიმდინარეობს ტვინის ყველაზე ღრმა უბანში, ამასთანავე, კორტიზოლი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერების განმტკიცებაზე, ასევე ამ პერიოდში გამოიყოფა გლიცინთან ერთად. ის პარალიზებულს ხდის კუნთებს და თქვენ არ შეგწევთ ძალა იმისა, რომ იმოძრაოთ ან გადაეყაროთ საფრთხეს.


2. ადამიანის აზროვნებას შეუძლია აკონტროლოს სიზმარი 

თქვენ შეგწევთ იმის ძალა, რომ შეცვალოთ სიზმარი თუ მისით უკმაყოფილო ხართ. ის, რაც თქვენ გესიზმრებათ, ხშირად აღმოჩნდება ის, რასაც თქვენ წარსულში შეესწარით, იფიქრეთ უკეთესზე, ამით შეიცვლება სიზმრის კურსი.

 

3. თქვენ შეგიძლიათ გაიღვიძოთ და გააკეთოთ ის, რაც დაგესიზმრათ 

თუ თქვენს სიზმარში ძალიან მოგწყურდათ, გაღვიძების შემდეგ აუცილებლად დალიეთ წყალი.


4. ენა, რომელიც სიზმრებშია, გაურკვეველია

მთავარი მიზეზი იმისა, რომ თითქმის შეუძლებელია გავიგოთ სიზმრის არსი არის ის, რომ სიზმრებში არ იყენებენ იმ ენას, რომელიც ჩვენ გვესმის.

 

5. მთლიანობაში, სიზმარი არ გვამახსოვრდება

შეიძლება იფიქროთ, რომ ზოგიერთი ადამიანი უკეთ იმახსოვრებს სიზმრებს, ვიდრე სხვები, ეს გარკვეულწილად მართალია, მაგრამ თქვენ იმახსოვრებთ სიზმარს იმ შემთხვევაში თუ გაიღვიძებთ REM ( (Rapid Eye Movement - თვალების სწრაფი მოძრაობები) ძილის ფაზაში.


6. თქვენ ხშირად გესიზმრებათ აკრძალული სიამოვნება

თუ თქვენ ხართ მკაცრ დიეტაზე და ოცნებობთ შოკოლადზე, სავარაუდოდ, მას თქვენ სიზმარში აუცილებლად მიირთმევთ.

 

7. ყველა ადამიანი არ ხედავს ფერად სიზმრებს 

ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს, ამ სხვადასხვაობის მიზეზი კი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

 

8. სიზმრები გვეხმარება გაჯანსაღებაში 

მაშინ, როდესაც თქვენ ნახულობთ რაიმე სიზმარს, თქვენი ორგანიზმი განდევნის სტრესს და მოგიხსნით იმ დაღლილობას, რომელიც შესაძლოა რთული კვირის გადატანის შემდეგ დაგიგროვდათ.

 

9. უსინათლო ადამიანები ხედავენ სიზმრებს

ადამიანებს, რომელთაც თვალის ჩინი დაბადებიდანვე არ დაუკარგავთ, ასევე ხედავენ ვიზუალურ სიზმრებს.

 

10. თქვენი ცხოველები ხედავენ სიზმრებს

თუკი თქვენი ძაღლი ზარის დარეკვის ან ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა და უცნაურად იქცევა, შესაძლებელია, რომ ამ ყველაფერმა ის სიზმარს მოსწყვიტა.

 

11. ზოგიერთი დიდი გამოგონება, სიზმრების დამსახურებაა

ბევრი ადამიანი ხედავს ინოვაციურ სიზმრებს, მაგალითად, პოლ მაკარტნიმ ჯგუფი „The Beatles”-ის სოლისტმა, მელოდია სიმღერისთვის ,,yesterday” სიზმარში ნახა.

 

12. სიზმრებს შეუძლიათ მიგვაღწევინონ იმას, რაც გვინდა

ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ სიზმრები გვეხმარებიან, ავიხდინოთ ოცნებები. როდესაც თქვენ არ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი, ხშირად ხედავთ სიზმრებს სადაც წარმატებას აღწევთ.

 

იმედი მაქვს ეს ფაქტები ოდნავ მაინც დაგეხმარებათ, რომ გაიგოთ საკუთარი სიზმრების შესახებ უფრო მეტი

 


addicted2success.com

| გააზიარე
მოგწონთ?