5 წიგნი, რომელიც გვეხმარება სამყაროს განსხვავებულად აღქმაში


წიგნები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეიმეცნო სამყარო, გაიგო უფრო მეტი მის შესახებ. არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვაც განსაკუთრებით გვეხმარება სამყაროს მუშაობის პრინციპების შეცნობაში და ცვლის ჩვენს ხედვას მისდამი. ასეთი წიგნი ბევრია, თუმცა გამოვყოფ ხუთ მათგანს, რომლის წაკითხვის შემდეგ გვეცვლება მსოფლმხედველობა, ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და თითქოს სხვა ადამიანი ვხდებით - უფრო მიზანსწრაფული და თავდაჯერებული.


1.ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყი"

ეს წიგნი გვასწავლის თუ როგორ, რა ხერხებითაა შესაძლებელი უფრო მეტი და მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ ნაკლებ დროში. წიგნში აღწერილია 21 უნიკალური წესი იმისთვის, რომ არ გადავდოთ საქმე და დროულად გავაკეთოთ ყველაფერი რაც გვევალება. წიგნი გვასწავლის ყოველი დღის დაგეგმვას და მიზნების სწრაფად მიღწევას.


2.დონალდ ტრამპის "იფიქრე ჩემპიონივით"

წიგნი მოგვითხრობს ცნობილი ამერიკელი მილიარდელის ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან. მასში მოცემულია კონკრეტული რჩევები, მითითებები, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბიზნესის დაწყების დროს და რა არის მნიშვნელოვანი წარმატებული ბიზნესის შენარჩუნებისთვის.

ვფიქრობ, ეს წიგნი დააინტერესებს დამწყებ ბიზნესმენებს და ყველას, ვისაც სურს, რომ სიახლეებით სავსე პროფესიული და პირადი ცხოვრება ჰქონდეს.


3.დეილ კარნეგის "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე"

ამ წიგნში აღწერილია თუ რა მეთოდებითაა შესაძლებელი გავლენის მოხდენა ადამიანებზე. ასევე საუბარია ადამიანებთან ურთიერთობის ფუნდამენტურ ხერხებზე. წიგნი დაგვაფიქრებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გვყავდეს საინტერესო სანაცნობო წრე და მეგობრები.

ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა ადამიანებმა ერთმანეთის უკეთ გაგება შეძლონ.


4.დეილ კარნეგის "როგორ შევწყვიტოთ ნერვიულობა და დავიწყოთ ცხოვრება"

მიმაჩნია, რომ ეს წიგნი გვასწავლის, ყველას მოგვიწოდებს დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ წუწუნი, უაზრო შფოთვა და  ვიმოქმედოთ საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის. წიგნი გვიბიძგებს დავივიწყოთ ნეგატიური აზროვნება, ვიფიქროთ პოზიტიურად და გვჯეროდეს ჩვენი მიზნების.


5. ვახტანგ ერქომაიშვილის "საზოგადოებათმცოდნეობა"

წიგნი ზოგად ცოდნას გვაძლევს სამყაროს, ადამიანის კულტურისა და საზოგადოების შესახებ. წიგნში საუბარია ემოციებსა და გრძნობებზე, აღწერილია თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის ქმედებასა და მის პროდუქტიულობაზე. საბოლოო ჯამში, ამ წიგნის წაკითხვა ადამიანს ეხმარება სამყაროს შემეცნებაში და მის განსხვავებულად აღქმაში.
 

| გააზიარე
მოგწონთ?