10 საინტერესო და ამაღელვებელი ფრაზა ქართული ფილმებიდან/წიგნებიდან


ფილმების გავლენა სოციალური სამყაროს აზრის ფორმირებაზე დიდ როლს თამაშობს. რატომღაც ქართველ მოსახლეობას ჰოლივუდური ცხოვრების შემყურეს ავიწყდება, რომ ზოგიერთ ქართულ ფილმში ძალიან დიდი აზრი დევს.

მოდით გავიხსენოთ საინტერესო და ცხოვრებაში გამოსადეგი ფრაზები გენიალური ქართული ფილმებიდან:

1.„არასოდეს არაფერი მოიპარო. შიმშილით, რომ კვდებოდე მაინც. იცოდე სხვისი არაფერი შეგშურდეს და გახსოვდეს ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ“ - უძინართა მზე

2.„ყველა კაცი თავის საქმეს მისდევს, ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, გაგება ცოტასთვის. გაგება როგორიც აქვს ადამიანს, ისეთ საქმეს მიჰყვება და არის“ - დათა თუთაშხია

3.„ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, ჰიმნი და დროშაა, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა“ - თეთრი ბაირაღები

4.„ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში“ - დიდოსტატის მარჯვენა

5.„მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზე უფრო მგელი. ცხოვრება ომია, ომში კი ძლიერები იმარჯვებენ“ - ლონდრე

6.„არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ“ - ფესვები

7.„ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას კიბე, ზღვას ხიდი, ადამიანს კი სამართალი“ - ნატვრის ხე

8.„ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია”- მონანიება

9.„ათასნაირი ხელქვეითი მყოლია და მათში ყველაზე პუნქტუალურს, მუყაითსა და დამჯერს მაინც ფანტაზიის მქონე, თავის საქმეზე შეყვარებული და თუნდაც რამდენადმე თავნება ხელქვეითი მირჩევნია. ასეთისგან საქმის წახდენაც არ არის მოულოდნელი, მაგრამ მათი მოქმედება მუდამ მშვენიერი და პერსპექტიულია. დიახ, პერსპექტიული, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამდიდრებენ კაცობრიობის გამოცდილებას, ხვეწენ პროფესიონალიზმს, ხელოვნებად, თავისუფალ შემოქმედებად აქცევენ სამსახურეობრივ საქმეს.“ - დათა თუთაშხია

10.„ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ“ - დიდოსტატის მარჯვენა

| გააზიარე
მოგწონთ?