როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა?


  • სახლში და სამუშაო მაგიდაზე მუდმივი ქაოსია;
  • მუდმივად რაღაცას კარგავთ და შემდეგ უშედეგოდ ცდილობთ პოვნას;
  • აგვიანებთ სამუშაოს შესრულებას, დედლაინი მუდმივი პრობლემაა;
  • ყოველთვის ყველგან გაგვიანდებათ;
  • ყოველთვის გაქვთ რაღაც მიზეზი რატომ დაიგვიანეთ ან ვერ შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობა;
  • არაენერგიული ხართ, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად;
  • თქვენი მეილი სავსეა გაუხსნელი წერილებით;


თუ თქვენ ამ ნიშნებიდან ერთი მაინც გაწუხებთ, მაშინ ჯობს ცხოვრების წესის შეცვლა დაიწყოთ, სხვაგვარად ძალან გაგიჭირდებათ დასახული მიზნის მიღწევა.
ცხოვრების შეცვლა კი დაიწყეთ იმის აღიარებით, რომ პროდუქტიულობა გაკლიათ.

იმისათვის, რომ შეცვალოთ არსებული მდგომარეობა და გახდეთ უფრო პროდუქტიული საჭიროა მუშაობა გააორმაგოთ. ზოგი ფიქრობს, რომ ის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს და მუშაობის გაორმაგება შეუძლებელია, თუმცა სინამდვილეში ასე არაა. ადამიანებს ხშირად უბრალოდ არ უნდათ ამის გაკეთება.

შესაძლებელია თქვენც გაგიჩნდეთ თავიდან ეს გრძნობა, მაგრამ საჭიროა გადალახოთ ეს შეგრძნება და საქმეს ორმაგი მონდომებით შეუდგეთ.

მნიშვნელოვანია დღის განრიგის დაცვა. აუცილებლად დაგეგმეთ მომდევნო დღე და როდესაც ეს დღე დადგება აუცილებლად შეასრულეთ დადებული პირობა. მაგალითად თუ დაგეგმეთ, რომ დილით 6სთ-ზე ადგებით აუცილებლად მოიქეცით ასე, რადგან ეს არ არის უბრალოდ ადრე ადგომა, ეს არის დღის პირველი პირობის შესრულება. თუ თქვენ უგულებელყოფთ პირველ წესს ნიშნავს, რომ დღე უკვე ცუდად დაიწყეთ. ასევე აუცილებელია გააანალიზოთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაალაგოთ პრორიტეტების მიხედვით.

მოუსმინეთ აუდიო წიგნებს ტრანსპორტით მგზავრობისას ან რიგში დგომისას. ამ დროს ჩვენ ისედაც ვკარგავთ ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებს მაგრამ, შეგვიძლია ეს დრო გავხადოთ პროდუქტიული. გამოყავით დრო წიგნის წასაკითხად. დღეში თუნდაც 30 წუთიანი კითხვით დიდი რაოდენობით ინფორმაციას მიიღებთ. მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ  რთული ამოცანების გადაჭრაში. წიგნის კითხვა ტვინის აქტიურ მუშაობასაც უწყობს ხელს, რაც პირაპირ არის დაკავშირებული შრომის ნაყოფიერებასთან.

საღამოს თავი მოუყარეთ განვლილ დღეს, გადაავლეთ თვალი რა სირთულის წინაშე იყავით, რა გააკეთეთ კარგად და რისი გამოსწორება გსურთ, რათა დილით მზად იყოთ ახალი გამოწვევებისთვის.

იმისთვის, რომ გახდეთ პროდუქტიული, აუცილებელია ჯანმრთელი სხეული. ივარჯიშეთ მუმივად და იკვებეთ ჯანსაღი საკვებით. არ გამოტოვოთ საუზმე, ამ დროს შეიგიძლიათ რაიმე წაიკითხოთ. ივახშმეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ურთიერთობები დადებითად მუხტავს ადამიანებს, ასე თავს  უფრო ენერგიულად იგრძნობთ.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?