8 რთულად დასაჯერებელი სიმართლე ცხოვრებაზე, რომლის ცოდნაც უფრო ძლიერს გაგხდით


ერთი შეხედვით ცხოვრება მშვენიერი, მისტიკური და ამოუცნობია. თითქოს ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები, მაგრამ გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ არის ყველაფერი პრაქტიკაში ასე მარტივად? ხშირად ამ სირთულეებს უფრო ცხადად ხედავთ და როდესაც ცდილობთ, მათ გვერდი აუაროთ, სწორედ მაშინ ცდებით. 

საკუთარ თავს აჯერებთ, რომ არ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო და თქვენივე შექმნილ ,,მავთულხლართებში" ეხვევით. არ გინდათ რეალობის დაჯერება. სირთულეების გაუცნობიერებელი შეფასება კი შედეგად უფრო მეტ სირთულეს გიჩენთ.

რეალურად კი, თუ თქვენ ერთხელ კარგად გააცნობიერებთ ამ რვა რთულ სიმართლეს, გახდებით უფრო მეტად ძლიერები, ვიდრე აქამდე იყავით.

 

1. სიცოცხლე დროებითია, იმდენად დროებითი, რომ საყვარელ ადამიანებს მალე გვაშორებს

ჩვენს ირგვლივ ტრიალებენ ჩვენი საყვარელი ადამიანები: მშობლები, მეგობრები, ახლობლები. ჰაერი მათი სიყვარულით და მათთან ერთად ყოფნით არის გაჟღენთილი. ალბათ ყოველივე ამის შემდგომ რა ცუდად ჟღერს ფრაზა, რომ დროება ოდესღაც მათ უსასრულობაში შთანთქავს. ნუ უცდით ხვალინდელ დღეს, ნუ გადადებთ მათთან ერთად დროის გასატარებლად მომავლისთვის დროს. დატკბით ყოველი წამით, სანამ ისინი თქვენ გვერდით არიან.

 

2. მიეცით თქვენს ცხოვრებას აზრი - გახდით შემოქმედნი

,,ჩვენი ცხოვრება ჩვენი ფიქრებისა და ქცევების ნაყოფია". იყოს ცხოვრება თქვენთვის ღირებული - ეს თქვენი არჩევანია. თუ თქვენს ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, რაც არ გაქვთ, დაკარგავთ იმასაც, რაც გაგაჩნიათ.

 

3. იდეალური პარტნიორები არ არსებობენ

შეწყვიტეთ იდეალებით ცხოვრება. იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც შექმნით ფასადს და შემდეგ მთელი ცხოვრება შეეცდებით მის გალამაზებას.

 

4. ცხოვრება თამაშია

სამყაროში არც ერთი ფიქრი, არც ერთი გრძნობა უმისამართოდ არ იკარგება. თუ თქვენ მთელი დღე იმაზე ფიქრში გაატარებთ, რომ ყველაფერი ცუდადაა და მსგავსად გაგრძელდება, ასეც მოხდება. ცხოვრება - ეს თამაშია. უბრალოდ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელი როლის მორგება გსურთ მასში - დამარცხებულის თუ გამარჯვებულის.

 

5. არაფერია მარადიული

არაფერი გრძელდება მარადიულად. ჩვენ იმდენი ხნით ვართ ახალგაზრდები, რამდენითაც მოხუცები. იმდენი ხანი ვართ შეყვარებულნი, რამდენი ხნითაც ვკარგავთ მას. ჩვენამდე მრავალი ადამიანი იყო, რომლებიც ისევე ცოცხლობდნენ, უყვარდათ და მოკვდნენ, როგორც ჩვენ. მთავარია გვახსოვდეს, რომ ჩვენ მათგან არაფრით განვსხვავდებით. მხოლოდ შეგრძნებებია მარადიული, რომლებიც არ იკარგება. ცხოვრებას სიკვდილის გარეშე რა ხიბლი ექნებოდა?

 

6. იყავით რომანტიკულები დეტალების მიმართ

ჩვენ ყველანი მივყვებით ყოველდღიურ რუტინას. შეიძლება ყველაფერი გვქონდეს იმისთვის, რომ კარგად ვიყოთ, მაგრამ როდის ვართ ბედნიერები? - მაშინ, როდესაც დეტალები სიამოვნებას გვანიჭებენ და ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ შევამჩნიოთ ისინი. იყავით რომანტიკულები. მოსწყდით სამყაროს, უყურეთ ვარსკვლავებს ღია ცის ქვეშ და შეიგრძენით სამყაროში არსებული ყოველი წამის მაგიურობა.

 

7. რეალისტურად განეწყვეთ დიდი საქმეების ირგვლივ

წარმოიდგინეთ, რომ დაწერეთ რაიმე მოთხრობა და შემდეგ დაჯექით, ელოდებით, როდის გახდება თქვენი წიგნი ბესთსელერი. არა! თქვენ უნდა იმოქმედოთ, უნდა შეეცადოთ თქვენი ყოველი საქმის გაუმჯობესებას, თავდაუზოგავად შრომას, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენივე ხელები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სასწაულმოქმედნი არიან.

 

8. ეძებეთ გზები და დრო არ დაკარგოთ წუწუნზე

ალბათ ხშირად შეხვედრილხართ ადამიანებს, რომლებიც მარტო წუწუნებენ და არაფერს აკეთებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. შემდეგ კი უკვირთ რატომ არ მიდის ცხოვრება იმ მიმართულებით, რაც თავად სურთ. სინამდვილეში თქვენი თავისთვის გიკითხავთ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ იქ იყოთ, სადაც იმსახურებთ ყოფნას?

გახსოვდეთ: ,,ცხოვრება არ არის ის, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ, არამედ არის ის, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ მასზე!"

 


lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?