8 სასიამოვნო რამ, რაც უფასოა და მხოლოდ დროს მოითხოვს


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანები ხშირად თავს ვიკავებთ ისეთი მარტივი ქმედებებისგან, რაც ადვილად გასაკეთებელია და თანაც უფასოა. მათი ცხოვრებაში წესად დანერგვით კი, ბედნიერებასა და პოზიტივს შევქმნით.  

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: 

 

სიცილი  

სიცილის დროს ადამიანში ბედნიერების ენდორფინი გამოიყოფა, რომელსაც გუნება-განწყობასა და ენერგიაზე მოყვანა შეუძლია. გარდა ამისა, სიცილი ბევრ დაავადებას კურნავს და არეგულირებს გულისა და ტვინის მუშაობას. სიცილის დროს სხეულის 80 კუნთი მუშაობს.  
 
ყველაფერი მარტივია, უბრალოდ გაიცინეთ, ნუ დაკომპლექსდებით. სიცილიდან გამოწვეული პოზიტიური მუხტი მთელი დღე გაგყვებათ. 

 

ცხოველებთან  ურთიერთობა

ადამიანები, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ დამეთანხმებიან, რომ ისინი ძალიან საყვარლები არიან. ზოგჯერ მათი ცქერა სასაცილოა და ღიმილის მომგვრელი. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ვისაც შეუძლია ცხოველებთან ურთიერთობა, უფრო კეთილია, ვიდრე ვისაც არ შეუძლია. მათზე ზრუნვა ჰუმანურს გაგხდით, რადგან ისინი ყველაზე დაუცველნი არიან და მათ მიმართ კეთილი განწყობა გადამდებია ადამიანებისთვისაც.

 

ცეკვა  

ცეკვა უარყოფითი მუხტისგან თავის დასაღწევად საუკეთესო საშუალებაა. ცეკვას შეუძლია სიამოვნების მონიჭება, თავდაჯერებულობის ამაღლება, შესანიშნავ განწყობაზე, სიცოცხლის სურვილზე, ენერგიაზე მოყვანა და მოძრაობის სიმსუბუქის შეგრძნება. 

ცეკვის დროს თქვენ გათავისუფლდებით მენტალური, ემოციური პრობლემებისგან. მოძრაობებისგან სიამოვნებას მიიღებთ  და დაიბრუნებთ ცხოვრების ხალისს.

 

დახმარება

ხელი გაუწოდო სხვებს, ნიშნავს მორალურ დახმარებას, ანუ შეახსენეთ მათ, რომ ისინი მარტონი არ არიან. ზოგჯერ სიტყვიერი თანაგრძნობა და გამხნევება პრობლემის მოგვარების საწინდარია. ერთმა გამამხნევებელმა სიტყვამ და შესაბამისმა მოქმედებამ შესაძლებელია სტიმული მისცეს სხვას. 

მთავარია, ეს ყველაფერი გულწრფელად იყოს ნათქვამი და შესრულებული. მსგავსი საქციელი არა მარტო სხვას გაამხნევებს, არამედ საკუთარი თავის თვითშეფასებასაც აგიმაღლებთ. 

 

მზის ამოსვლის ან ჩასვლის ყურება

მზის ამოსვლის ყურება, ეს არის დადებითი მუხტი, რომელსაც ბუნება გადმოგვცემს. მის პირველ სხივებთან შეგებება დილიდანვე ამაღლებულ განწყობაზე დაგაყენებთ და დაგიტოვებთ შეგრძნებას, რომ დროს მართავთ და მასთან ერთად მიუყვებით კვალდაკვალ სამყაროს. 

მზის ჩასვლა ბუნების ერთ-ერთი ლამაზი მომენტია. სხივების უკიდეგანო სივრცეში გაქრობისას თქვენ გექნებათ დრო, რომ მათი მრავალფეროვნების ყურებით დატკბეთ. ამ დროს კარგია მთელი დღის ქმედებების გაანალიზება და მომავალი დღის დაგეგმვა.

 

ტკბილი მოგონებები  

ხანდახან აუცილებელია, რომ გადახედოთ წარსულს და გაიხსენოთ ტკბილი მოგონებები. გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებს. მათ ბევრი დადებითი ემოციების დაბრუნება შეუძლიათ. უბრალოდ კიდევ ერთხელ გაიხალისებთ ცხოვრებას. 

 

პოზიტივი 

თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი პოზიტიურის დანახვა შეგიძლიათ, უბრალოდ მოინდომეთ. ეს შეიძლება იყოს ფინჯანი ყავიდან დაწყებული ნებისმიერი სასიხარულო ამბით დასრულებული.

ყველაფერი თქვენს წარმოდგენაზე და აღქმაზეა დამოკიდებული. მოუსმინეთ ცხოვრების ხმას და თქვენ შეძლებთ პოზიტივის დაჭერას. უბრალოდ დატკბით ცხოვრებით და მიიღეთ სიამოვნება. 

 

„მე შენ მიყვარხარ“  

ეს სიტყვები ხშირად უთხარით თქვენს საყვარელ და ახლობელ ადამიანებს. ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ არ გამოვხატოთ მადლიერება. გულწრფელად ნათქვამი „მე შენ მიყვარხარ“ გაამყარებს თქვენს ურთიერთობებს. არ არსებობს ამ ფრაზაზე ძლიერი სიტყვები, რითაც თქვენს დამოკიდებულებას აგრძნობინებთ მათ და შექმნით მჭიდრო კავშირებს.

 

აქ არის ჩამოთვლილი 8 მარტივი და სასიამოვნო ქმედება, რომელთაც შეუძლიათ გაგიმარტივონ და შექმნან ბედნიერი ცხოვრება თქვენ გარშემო. გამოიყენეთ პრაქტიკაში ეს რჩევები და დაინახავთ, თუ როგორ შეიცვლება სამყარო თქვენ ირგვლივ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?