აქციე ფიქრი რეალობად და შენ მოიგებ ცხოვრებას


დაბადებიდან გვასწავლიან, რომ ცხოვრება ომია და ბრძოლიდან გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს გამოხატულებები, ე.წ. ფსიქოლოგიური "სიმპტომები", როცა გულაცრუებულნი და ყველაფერზე არეულები ჩვენდაუნებურად ხელს ვიქნევთ ცხოვრებაზე.

გვქონია მომენტი, როდესაც რაიმე ახლის გაკეთება დაგვიწყია და შუა გზაში მიგვიტოვებია, შეგვყრია ყველაზე ცუდი სიმპტომი - "სიზარმაცე". რას ვშვებით ამ დროს? გადავდებთ საქმეს სამომავლოდ და ვერც კი ვიაზრებთ, რამდენად სწრაფად გვეცლება დრო ხელიდან... რაოდენ საოცარიც არ უნდა მოგეჩვენოთ, იმდენად მტკიცედ გვჯერა შინაგანად, რომ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ საქმეს და ბოლომდე მივიყვანთ, რომ ვეღარც ვიაზრებთ, რა მალე ქრება ჩვენში ის ცეცხლი, რამაც ეს საქმე დაგვაწყებინა, და, სამწუხაროდ, ბოლოს გვახსენდება რამდენი დრო დავკარგეთ უქმად. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც იდეა, ვიწყებთ საქმეს და ჩვენი გარემოცვა ახდენს ჩვენზე ზეწოლას ფრაზებით: « არ გამოგივა », « ბევრმა სცადა », « ეგ რომ მასეთი მარტივი ყოფილიყო, სხვები იზამდნენ » და ა.შ... სინამდვილეში საერთოდ არაფერს ნიშნავს ისეთი ადამიანის აზრი, ვისაც არაფერი შეუქმნია, და "ფსიქოლოგიური ჩაგვრის" მსხვერპლი არასოდეს გახდეთ... ბევრია, ვისაც შეიძლება, არ მოეწონოს შენი აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, შენ შეწყვიტო გასაკეთებელი საქმე. ნუ გახდები მსხვერპლი! მაგალითად, სტივ ჯობსს რომ ეფიქრა, « მაიკროსოფტი » უკვე არსებობსო, და დანებებულიყო, ვეღარ შექმნიდა ეფლის კომპანიას. მან მიზნად დაისახა, შეექმნა ახალი და « მაიკროსოფტის » კონკურენტი გამხდარიყო. ასევე ხშირად არის მომენტები, როდესაც იღლები ადამიანი, იღლები, რადგან მცდელობის მიუხედავად ვერ იღებ იმას, რისთვისაც იღწვი. მაგრამ არის მომენტი, როცა იწყებ საკუთარივე თავის შთაგონებას, რომ ამჯერად აუცილებალდ გამოგივა... დაიღლები, გაწვალდები, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყოველი საქმიდან სწავლობ რაღაცას, და ბოლოს, როდესაც საწადელს მიაღწევ (და დამიჯერეთ, თუ მოინდომებთ, აუცილებლად მიაღწევთ), ეს ყველაფერი იმის დამსახურება იქნება, რომ წარუმატებლობამ ბევრი გასწავლა. ამიტომ უნდა ეცადო, "შთაგონების ძალით" შენი ცხოვრება სწორად  წარმართო, ანუ გამარჯვება იზეიმო და დამარცხებით ჭკუა ისწავლო... რადგან ვერავინ შთაგაგონებს ვერაფერს ისე, როგორც საკუთარი შინაგანი მე. ვინსენტ ვან გოგმა თქვა: "თუკი შინაგანი ხმა გეუბნება, რომ ვერ დახატავ, მაშინ უსათუოდ დახატე და ხმა გაჩუმდება"... ზუსტადაც რომ შთააგონე საკუთარ თავს, გააკეთო ის, რაზეც შეიძლება, ფიქრობდე, რომ ვერ შეძლებ!

სამწუხაროდ, ხშირად მოგვისმენია ფრაზა : "მე რომ პატრონი მყოლოდა"... ხოდა, როდესაც ხვდები, რომ პატრონი არ გყავს, დროა, გაიაზრო, რომ შენ თავს შენვე მიხედო... და რა გააკეთო ამისთვის?
1. არავის გაანდო შენი მიზნების შესახებ, აჩვენე მხოლოდ შედეგი.
2. გაიხადე მიზნად, რომ არასოდეს მოდუნდე.
3. და, რომ არ მოდუნდე, ამისთვის აუცილებლად გახსოვდეს "შთაგონების ძალა".

და ბოლოს, თუკი ეცდები, დაძლიო "ფსიქოლოგიური სიმპტომები" და არ გახდე მათი მსხვერპლი, დამიჯერე, შედეგი აუცილებლად გექნება!


 

| გააზიარე
მოგწონთ?