როცა სურვილი დიდია! - 3 კომპანიის მიერ დანგრეული სტერეოტიპი


რა არის საჭირო წარმატებული კომპანიის შესაქმნელად? ამ კითხვაზე ყველაზე გავრცელებული პასუხებია - ფული, კარგი განათლება, კარგი ოფისი და ა.შ. ჩვენ მოგიყვებით 3 წარმატებული კომპანიის დაარსების ისტორიას, რომელმაც დაანგრია ეს სტერეოტიპები.

 

1.იკეა

იკეას მთელ მსოფლიოში ყველა იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი დამაარსებლის - ინგვარ კამპრადის საოცარი ისტორია. 

●5 წლის ასაკში პროვინციელი ბიჭუნა ასანთს ყიდდა, მოგვიანებით თავის დაჭერილ თევზს, საშობაო ბარათებს, საახალწლო აქსესუარებს და ა.შ. 

●17 წლის ასაკში დაარეგისტრირა კომპანია აბრევიატურით - IKEA. 

●მან ყურადღება მიაქცია ერთ საინტერესო ფაქტს - იმ პერიოდში ავეჯი უმრავლესობისთვის უზომოდ დიდი ფასიდან გამომდინარე წარმოადგენდა ფუფუნების საგანს და ახალგაზრდა ბიზნესმენმა შექმნა იაფი ავეჯის მაღაზია. 

●ერთხელ ინგვარმა დაინახა, როგორ შლიდა მისი თანამშრომელი კლიენტის მაგიდას მანქანაში მოსათავსებლად და გადაწყვიტა შეექმნა ავეჯი, რომლის დაშლა-აწყობაც მარტივად მოხერხდებოდა. 

●მიუხედავად იმისა, რომ კამპრადს უმაღლესი განათლებაც კი არ ქონია, მის ბიზნეს სტრატეგიას ევროპის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ.

●დღეისათვის შვედი ინგვარ კამრადი მილიარდელთა ათეულშია, ხოლო იკეას ავეჯი დიდი ხანია გასცდა შვედეთის საზღვრებს და მან მთელი მსოფლიო მოიცვა.

 

2. ვრიგლი

ვრიგლის დიდი ბიზნესი წვრილმანებიდან დაიწყო. 

●11 წლის უილიამ ვრიგლი მშობლიური სახლიდან ნიუ-იორკში გაიქცა. დიდ ქალაქში ის გაზეთების გაყიდვით ირჩენდა თავს, ღამეს ქუჩაში ათევდა. 

●მოგვიანებით, 29 წლის უილიამი, ჯიბეში 32 დოლარით, ბედის საძებნელად ჩიკაგოში გაემგზავრა ენთუზიაზმით სავსე და გაყიდვების საკმაოდ კარგი უნარებით.

●თავდაპირველად საპონს ყიდდა და გაყიდვების წასახალისებლად პრემიებად სხვადასხვა საქონელს იყენებდა, მათ შორის ფქვილსაც. მოგვიანებით ფქვილზე მოთხოვნილება გაიზარდა და უილიამიც ფქვილით ვაჭრობაზე გადაერთო. ერთხელაც საზრიან მისტერ ვრიგლის აზრად მოუვიდა ერთი ქილა ფქვილის ყოველი მყიდველი ორი პაკეტი საღეჭი რეზინით დაესაჩუქრებინა. ასე გაჩნდა საღეჭ რეზინზე დიდი მოთხოვნილება. 

●ერთ მშვენიერ დღეს უილიამ ვრიგლიმ ქვეყნის სატელეფონო ცნობარის ყოველ აბონენტს ოთხ-ოთხი ფირფიტა საღეჭი რეზინი გაუგზავნა. მალე მან 9 მილიარდი ფირფიტა დაამზადა და მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი გახდა, კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზეც გამოჩნდა. 

 

3. ჰიულეტ-პაკარდი 

თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანია HP ავტოფარეხში დაარსდა. 

●სტენფორდის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, დეივ პაკარდი და ბილ ჰიულეტი ორკვირიანი ლაშქრობისას დამეგობრდნენ.

●კომპანიის შექმნის მიზნით 538 დოლარად იქირავეს ავტოფარეხი და პირველი პროდუქტი - ხმის შესამოწმებელი მოწყობილობა შექმნეს, რომლითაც უოლტ დისნეი დაინტერესდა.

●კომპანიის ისტორია განსაკუთრებულ ვითარებაში არ დაწყებულა, დღეს კი მისი ღირებულება ასეულ მილიარდ დოლარს ითვლის.

 

ეს მაგალითები კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ, რომ მცირე რესურსებითაც შეიძლება წარმატებული კომპანიის შექმნა. აკეთეთ თქვენი საქმე მთელი გულით, იყავით დაკვირვებული, შეუპოვარი და თამამად გაუზიარეთ მსოფლიოს თქვენი იდეები.

გახსოვდეთ, როცა სურვილი დიდია, შრომით და მონდომებით შესაძლებელია ყველა გარემოებაზე გამარჯვება.

| გააზიარე
მოგწონთ?