,,ზაზუნას დღე“ - ანუ პერსონალური განვითარება


გინახავთ 1993 წელს გამოსული ფილმი ზაზუნას დღე? ფილმი მოგვითხრობს ეგოისტ და ანგარებიან, ამინდის გამომცხადებელ ფილ კონორსზე, რომლისთვისაც 2 თებერვალი, ზაზუნის დღე, ისევ და ისევ მეორდება.

,,და რა მოხდება თუ ხვალინდელი დღე არ არსებობს? ესეიგი  დღევანდელიც არ ყოფილა“ - ამბობს ფილი.

ფილი ცდილობს ამ მოვლენისგან სარგებელი მონახოს და აკეთებს ყველაფერს, რასაც ფიქრობს, რომ მას აკმაყოფილებს. ის მანიპულირებს სხვა ადამიანებზე, ამცირებს მათ და თამაშობს ისეთ ადამიანს, როგორიც სინამდვილეში არ არის. თუმცა, საბოლოოდ მას ეს დროის ქსელი სასოწარკვეთილებაში აგდებს. ამის შემდეგ გადაწყვეტს, რომ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ამ გადაწყვეტილების წყალობით ის პოულობს ბედნიერებას და აღწევს დასახულ მიზნებს.

თუმცა ეს გარდატეხა ხდება მაშინ, როდესაც ის თავის მდგომარეობას უზიარებს თავის პროდიუსერს. რიტა მას საკუთარ მდგომარებას სხვა თვალით დაანახებს.

,,ასეთი საშინებლებაა გაიმეორე ერთი და იგივე დღე ისევ და ისევ? იფიქრე  ყველა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ახლა შენს  წინაშეა.“
ეს არის გარდამტეხი მომენტი ფილისთვის, ის იწყებს საკუთარი პიროვნების გაუმჯობესებას. სწავლობს პიანინოზე დაკვრას, ყინულის სკულპტურის გაკეთებას,  კითხულობს ლიტერატურას, სწავლობს  როგორ გადაარჩინოს მომაკვდავი ადამიანი და იგებს მთელი ქალაქის, მათ შორის რიტას, გულს.

თავდაპირველად, ფილი 24 საათს ხედავდა როგორც საშუალებას თვითკმაყოფილების მოსაპოვებლად. თუმცა შემდეგ, იგივე 24 საათს ის უყურებს, როგორც ახალი ცოდნის და თვისებების შეძენის, თავისი და სხვა ადამინების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას.

შეიძლება ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება ყოველი დღე თავიდან ვიცხოვროთ, მაგრამ ყოველი ახალი დღე არის შანსი, რომ გამოვასწოროთ გუშინდელი შეცდომები და შევქმნათ ახალი, სრულიად შეცვლილი დღე.

ასე რომ, ერთი შეხედვით უბრალოდ სასიამოვნო ფილმი, გვიტოვებს ორ უმნიშვნელოვანეს შეკითხვას:

•    რაში ვხარჯავთ ჩვენს ძვირფას დროს?
•    როგორ იმოქმებს ეს ჩვენზე და ჩვენს გარშემომყოფებზე?




ფიქრია ექვთიმიშვილი
წყარო:  http://bit.ly/1maPCV3

| გააზიარე
მოგწონთ?