5 თვისება სასურველი მიზნების მისაღწევად


წარმატება გარკვეულ უნარებს და ჩვევებს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი მიზნები გაქვთ დასახული. გთავაზობთ 5 თვისებას, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი გეგმების წარმატებით განხორციელებისათვის.

1. იყავი პოზიტიური
ყველაფერი იწყება პოზიტიური გონებით. შენ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და იყო იმდენად პოზიტიურად განწყობილი, რამდენადაც ეს შეგიძლია. ყველაზე კარგი გზა კი ამისთვის, არის ის რომ იყო გარშემორტყმული პოზიტიური, შთამაგონებელი ადამიანებით. განწყობის შესაქმნელად დაიწყე ყოველი დღე საინტერესო სტატიის კითხვით ან მოუსმინე მუსიკას, რომელიც მოტივაციას აგიმაღლებს.

2.  იყავი მტკიცე
როცა შენ ეცდები რომ მიაღწიო დასახულ მიზნებს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან უარს იმაზე, რაც გსურს ან გჭირდება. იცოდე, რომ ძლიერი და წარმატებული ადამიანები არასდროს ნებდებიან. როდესაც არც ისე რთულად შეხედავ ამ ყველაფერს, დადგება ისეთი დღე, რომელზეც ნამდვილად იტყვი, რომ ის შენია.

3.  იყავი მომთმენი
თუ შენ დიდი მიზნების მიღწევას აპირებ, იცოდე რომ ამისთვის ძალიან დიდი მოთმინების უნარი გჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა რომ დღესვე მივაღწიოთ ყველაფერს, თუმცა ნამდვილი  წარმატება დროს მოითხოვს. გაითავისე ის, რომ შენი ოცნებების ასრულება ნამდვილად ღირს ლოდინად.

4.  იყავი სიცოცხლით სავსე
ცხოვრების განმავლობაში შეხვდებით ადამიანებს და სიტუაციებს, რომლებიც ეცდებიან წარმატებისკენ მიმავლი გზიდან გადაგახვევინონ. იქნებიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გეტყვიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ და გამოჩნდება გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა დანებების სურვილამდე მიგიყვანოთ. ამ თვისების დახმარებით კი ყოველთვის შეძლებთ მუდმივად იპოვოთ ენერგიის წყარო. თუ კი აღმოაჩენ, რომ შენ თავში უკვე ეჭვი გეპარება, იპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც გარკვეულ რჩევებს მოგცემს. მართალია მარტო ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, თუმცა მოგვიანებით მიხვდები, რომ სხვისი დახმარების მეშვეობით ამას უფრო მარტივად და სწრაფად გააკეთებ.

5.  იყავი მაძიებელი
ნათქვამია: „ ყოველთვის შეინარჩუნე სტუდენტის დამოკიდებულება. არასდროს იყოს საკმარისად დიდი იმისთვის, რომ კითხვებს არ სვამდე, არასდროს იცოდე იმდენი, რომ ახლის სწავლა აღარ გსურდეს“. შენ ყოველთვის უნდა ცდილობდე სწავლობდე და იზრდებოდე მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან მხოლოდ ასე მიაღწევ დიდ წარმატებას. შეავსე შენი გარემოცვა ჭკვიანი ადამიანებით, ვისგანაც სწავლას შეძლებ და მუდმივად მზად იყავი სიახლეებისთვის.

შენ ნამდვილად იმსახურებ შენი მიზნების მიღწევას. თუ ეს ნამდვილად გსურს, მაშინ ამისთვის უნდა დაიწყო მოქმედება და რაც მთავარია, ეს სწორი გზით უნდა გააკეთო. იყავი პოზიტიური, მტკიცე, მომთმენი, სიცოცხლით სავსე და მუდამ ეძებე სიახლეები.

უკვე განსაზღვრე ის დიდი მიზნები რისი მიღწევაც გსურს? გჯეროდეს შენი თავის. შენ ნამდვილად შეგიძლია ამის გაკეთება!


მარიამ ბეთხოშვილი

წყარო: www.success.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?