დრო არის ახლა!


ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები, როდესაც ვხვდებით, რაღაც უნდა დავამთავროთ, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც გვიჭირს. ამ სტატიაში კონკრეტულ საკითხს არ შევეხებით, რადგან გვსურს თითოეულმა მკითხველმა საკუთარ სიტუაციას მოარგოს და მიიღოს გადაწყვეტილება, გადადგას ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დღემდე ვერ ახერხებდა.

გიფიქრიათ, რომ თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი რამ, რაც აღარ გზრდით, ბედნიერებას აღარ განიჭებთ და უბრალოდ აღარ შეგეფერებათ? თუ ეს ასეა, რატომ არის ის კიდევ თქვენი ცხოვრების ნაწილი? ალბათ, პასუხი ისაა, რომ რთულია დაივიწყო ის, რასაც უკვე შეეჩვიე და არ იცი, როგორი იქნება შენი ცხოვრება მის შემდეგ.

ჩვენს ცხოვრებას ქმნის ის ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, თითოეული დეტალის გარეშეც კი სხვანაირი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობა. ალბათ, ის გამოთქმაც გაგიგიათ, ''თუ არ ვითარდები, ესე იგი - კვდები'', ამიტომ სულაც არ არის ცუდი თუნდაც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.

წარმატებელი ადამიანების უმრავლესობა გეტყვით, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსვამთ წერტილი რაიმესთვის, რომ უკეთესი გაგრძელება ეპოვნათ.  მნიშვნელოვანია, რომ მათ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაღაც წარსულში დაეტოვებინათ და წინ წასულიყვნენ.

ვერ იღებთ გადაწყვეტილებას?  რთულია, რომ დაემშვიდობოთ იმას, რაც ამდენი ხანი თქვენს გვერდით იყო, იქნება ეს ადამიანი, სამსახური, თუ ნებისმიერი სხვა რამ. მნიშვნელოვანია ის, რომ იყოთ გაბედულები. უბრალოდ გარისკეთ და დაემშვიდობეთ მას, რაც აღარ გსურთ იყოს თქვენი ცხოვრების ნაწილი.

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, საკმარისად ეცით პატივი საკუთარ თავს, რომ გვერდით ჩაუაროთ ყველაფერს, რაც თქვენს სასიკეთოდ აღარ მოქმედებს და სიხარულს აღარ განიჭებთ. ეცადეთ მთელი ენერგია ახალ მიზნებზე გადაიტანოთ. იყავით რისკიანი და გამბედავი. დაასრულეთ ის, რაც აქამდე უნდა დაგესრულებინათ და ისიც გახსოვდეთ, რომ ყოველი დასასრული რაღაც სხვა უფრო უკეთესის დასაწყისია.

 

| გააზიარე
მოგწონთ?