მკვდარი ზღვის ფსკერიდან ევერესტამდე, იპოვე შენი ბალანსი


წარმატება მოითხოვს მოქმედების დაწყებას. მოქმედების დაწყებისთვის საჭიროა მიზნის დასახვა და ამ მიზნის მიხედვით საკუთარი ცხოვრების წარმართვა. თუ თვალს გადავავლებთ იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს და უდიდეს შედეგებს მიაღწიეს, დავინახავთ, რომ ისინი არასოდეს იხსნიდნენ პასუხისმგებლობას და მარცხს ცხოვრებას არ აბრალებდნენ, პირიქით, დაბრკოლება მათ ძალას აძლევდა უფრო და უფრო წასულიყვნენ წინ.

სტატიის მთავარი მიზანია მოკლედ მოგითხროთ წარმატებული ადამიანის ისტორია, რომელსაც  ცხოვრებაში არაერთი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბალანსის პოვნა.

 

ლუიზა ჰეი, ფსიქოლოგი, პოზიტიური აზროვნების და ქმედების საფუძველზე თვითდახმარების ტექნოლოიის ერთ-ერთი შემქმნელი, დაიბადა ლოს ანჯელესში. მას ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა, 15 წლის ასაკში გამოუშვეს საშუალო სკოლიდან დიპლომის გარეშე, 16 წლის ასაკში კი ორსულად იყო. გარკვეული პერიოდი მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამსახურში თავის რჩენის მიზნით.

1954 წელს ლუიზა გათხოვდა ინგლისელ ბიზნესმენზე ენდრიუ ჰეიზე, 14 წლიანი ქორწინების შემდეგ ბილმა ის მიატოვა სხვა ქალის გამო, რაც მისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. თუმცა ჰეი არ ნებდებოდა, აღმოაჩინა ეკლესია, სადაც შეისწავლა ბევრი წიგნი, ფილოსოფიური მასალები, რომლებმაც შთააგონეს პოზიტიური აზროვნება.

მან ასევე გაიარა არაერთი მინისტერიალის პროგრამის ტრენინგი, გახდა პოპულარული სპიკერი და სემინარის ლიდერი კონსულტაციის სფეროში და დაიწყო წიგნების გამოცემა.

ლუიზა ასევე ჩართული იყო სოციალურ აქტივობებში, კერძოდ, მან დაიწყო შიდსით იმფიცირებული ხალხის დახმარება. მისმა შრომამ ნელ-ნელა მიიპყრო ყურადღება და დღეს ის არის  ყველასთვის საყვარელი ამერიკელი ავტორი, საგამომცემლო კომპანიის "hay house’’-ის დამფუძნებელი. ჰეის ინტერნეტ აქტივობები ეხმარება მილიონობით ადამიანს მოტივაციის ამაღლებაში, მას აქვს ოფიციალური საიტი louisehay.com, სადაც აქვეყნებს წიგნებს, სტატიებს, ფრაზებს, საგამომცემლო სიახლეებს. ის არის ადამიანი, რომელიც თითოეულ დაბრკოლებას წარმატებად გარდაქმნის.

როგორ ახერებს ამას? თუ დავაკვირდებით მის ნაშრომებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ფაქტია, რომ ეს გამოსდის საკუთარ თავზე დაკვირვებით, თვითრწმენით, თვითშთაგონებით, მან ამ მეთოდებით კიბოც კი დაამარცხა.

არაფერია შეუძლებელი. საკუთარი დამხმარე, ისევ თქვენში უნდა ეძიოთ და იპოვით ყველანაირი განსაცდელის გადალახვის მეთოდს, წარმატების გასაღებს ისე, როგორც ჰეიმ იპოვა.

სწორედ ამ რწმენით  შეინარჩუნებთ სხეულის, გონების და სულის ბალანსს. დაიწყებთ ყველაზე დაბალი წერტილიდან, ფსკერიდან და ახვალთ ყველაზე მაღალ წერტილზე, ევერესტზე. თქვენი ბალანსი თქვენს ხელშია.

 

ნინო ღლონტი

 

ინტერნეტ ჟურნალ „მოტივაციის“ გუნდის წევრი

 

ინტერნეტ ჟურნალის შესახებ:
 

 

 

"ინტერნეტ ჟურნალ “მოტივაციის" გუნდის მიზანია გავუზარდოთ ადამიანებს თვითრწმენა და დავეხმაროთ იმის აღიარებაში, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ იდეები, რომლებსაც შეუძლია დაგეხმაროთ მოტივაციის გაზრდასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში.

ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ყოველდღიურად რათა თქვენ მიიღოთ ახალი იდეები, ახალი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენს ჟურნალში მოცემულია პოზიტიური იდეები და რჩევები, რომლებმაც შეცვალეს სხვა ადამიანების ცხოვრება ანუ მათ შეუძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლაც. გახსოვდეთ, რომ თუ სხვა შეუძლია წარმატების მიღწევა ე.ი შეგიძლიათ თქვენც.”


დავით კენჭაძე
ინტერნეტ ჟურნალ "მოტივაციის" იდეის ავტორი, ბიზნეს კონსულტანტი

| გააზიარე
მოგწონთ?