ტოპ 6 შესაძლებლობა, რომელშიც ინვესტირება თქვენი ცხოვრებისა და კარიერისთვის ნამდვილად ღირს!


რას ფიქრობთ, გააქვთ საკმარისი ცოდნა და შესაძლებლობები? არსებობს ბევრი ისეთი რამ, რომელსაც შეუძლია  გაგიხანგრძლივოთ სიცოცხლე, დააჩქაროს თქვენი განვითარება და გაგიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. როგორც ამბობენ, ზოგიერთი  შესაძლებლობა  არის უფრო ღირებული, ვიდრე სხვა. ამ სტატიაში კი შემოვიფარგლებით 6 ყველზე მნიშვნელოვან თემით, რომელშიც ინვესტირება ღირს თქვენი უკეთესი ცხოვრებისა და კარიერისთვის.

1. პერსონალური შემოსავალი - პირველ რიგში, თუ თქვენ არ ზრუნავთ, თქვენს პირად შემოსავალზე, მაშინ ყველაფერი რისი მიღწევაც გსურთ გართულდება, იმიტომ, რომ თქვენ ვერ დაიკმაყოფილებთ პირველად  მოთხოვნილებებსაც კი. განავითარეთ უნარი, რომ მართოთ თქვენი საკუთარი ბიუჯეტი, ხარჯები და დანაზოგები. თანხების დაზოგვა მოგცემთ საშუალებას იზრუნოთ თქვენს ოჯახზე, გადაიხადოთ გადასახადები და ჩადოთ ინვესტიაცია ისეთ რესურსებში, რომელიც თავის მხრივ დაგეხმარებათ მათ გაფართოებაში.
ფული არ არის ერთადერთი, რაც თქვენ გაგხდით  ბედნიერს ცხოვრებაში, მაგრამ ის არის მოქმედების ძირითადი საფუძველი და დამხმარე, მიაღწიოთ იმას, რაც თქვენ  გსურთ.

2. ჯანმრთელობა - მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა დღეს გახდა  უფრო ძირითადად საზრუნავი, უნდა აღინიშნოს რომ გონებრივი ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.ძალიან ბევრი ადამიანიასთვის, ჯანმრთელობა არის მეორე ან  მესამე ხარისახოვანი, მაშინ როცა ეს უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტული. დარწმუნებული იყავით, რომ  ჯანმრთელი გონება და სხეული არის წარმატების მიღწევისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი  ელემენტები, ისინი დააჩქარებენ თქვენი მიზნების მიღწევას. ჯანმრთელობა გაძლევთ ენერგიას და ფუკუსირებას მკაფიო ფიქრებზე.

3. მენტორი - მენტორს შეუძლია თქვენი ცხოვრების  მიმართულება და ტრაექტორია შეცვალოს.  თქვენ უნდა იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს არიან იქ, სადაც თქვენ გინდათ მოხვედრა. ეს არის ფასდაუდებელი რამ და მათ შესახვედრად, ქვეყნის საზღვერების გადაკვეთაც რომ დაგჭირდეთ, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და იპოვოთ ისინი. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, ბიზნესის დაწყება, საოცნებო სამსახურში გადასვლა, ან უბრალოდ ცხოვრების მიმართულების პოვნა, ამ შემთხვევაში ინვესტიციის ჩადება მენტორის მოძიებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მენტორი შეიძლება იყოს თქვენი გმირის ბიოგრაფია,  ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ონლაინ პროგრამები და წიგნები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ისწავლოთ, როგორ ფიქრობდენენ და იღებდნენ გადაწყევეტილებებს ისინი, ვინც შექმნა   წარმატებული კარიერა.

4. წიგნები - წიგნები ყოველთვის ძალიან  სასარგებლოა. თუ თქვენ არ გაქვთ პირდაპირი წვდომა მენტორთან, მაშინ წიგნებში ინვესტირება მით უფრო  მნიშვნელოვანი და აუცილებელია თქვენთვის. ჩადეთ ინვესტიცია წიგნებში,  რომლებიც გაპოვნინებთ საკუთარ თავს და ნახავთ, რომ გყავთ რამდენიმე ,  მენტორი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია თქვენთვის. წიგნებში ინვესტირება  არის ერთადერთი მეთოდი, სადაც  10-15 დოლარიანი დანახარჯით იღებთ უდიდეს უკუგებას.

5. ენების შესაწავლა - გლობალიზაციის ზრდასთან ერთად, ჩვენ შევდივართ მულტიკულტურულ და მრავალენოვან მსოფლიოში. ყველაფერი,  მედია, ბიზნესი, ეკონომიკა, გართობა ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთი ან ორ ენაზე საუბარი უკვე საკამრისი აღარაა. მიზეზი, რის გამოც ადამიანთა უმატესობა  არასოდეს სწავლობს  ენას ესაა - დროის  ნაკლებობა. ჩვენი რჩევაა, რომ შეამოწმოთ ენის შემსწავლელი საიტები, რომელიც სპეციალურად შექმნილია ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის. სხვადსხვა ონლაინ  პროგრამები,  საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ნებისმიერი ენა, ონლიან გაკვეთილების მეშვეობით სახლიდან გაუსველად.  

6. ცხოვრების ან ბიზნეს ქოუჩი - ქოუჩი ( მწვრთნელი) მენტორისგან განსხვავდება. მენტორთა უმეტესობას არ შეუძლია გამოყოს დრო,  რომ დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში, რადგან მათ აქვთ თავიანთი ბიზნესი, კარიერა და ზრუნავენ თავის ცხოვრებაზე. მაშინ როდესაც ქოუჩი 100% -ით გეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.ქოუჩის კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ შეუძლია  სრულიად მიკერძოების გარეშე,  გარედან დაგანახოს პერსპექტივები , რომელსაც შესაძლოა თქვენ ვერ ხედავდეთ და რომლის დანახვაც ხშირად ძალიან რთულია მუშაობის დროს. თქვენი ინვესტირებული თანხა ბრწყიბნვალე ქოუჩში, ყოველთვის  უკანვე  დაგიბრუნდებათ გაორმაგებული სარგებელით. 

ქოუჩინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხოვრებით და კარიერით, მას ასევე შეუძლია გაზარდოს თქვენი ბიზნესი, გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა და ფიტნეს მდგომარეობა ან  გასწავლოთ თუნდაც ახალი ენები.   


მარიამ შარიქაძე
წყარო:  www.lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?