როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს - 13 ნაბიჯი


1.ზუსტად გააცნობიერე, რა გსურს

თუ გადაწყვეტ, რომ წარმატების გზას დაადგე, მაშინ აუცილებელია ზუსტად იცოდე საით მიდიხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგო და მიზნამდე ვეღარასოდეს მიხვიდე. ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა, თუ რა გსურს რეალურად. არაერთი ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ისინი ბევრს შრომობენ, თუმცა არ იციან რისთვის აკეთებენ ამას, მუდამ ელოდებიან, რომ ცხოვრება უჩვენებთ, საით მიდის მათი გზა. ეს კი შესაძლოა არასოდეს მოხდეს, რადგან ამ გზას ჩვენ თავად ვირჩევთ, ამიტომ უმჯობესია თვითონ გადაწყვიტო, რა გსურს.

 

2.დაუსვი საკუთ თავს კითხვა, რას მოგიტანს ამ მიზნის მიღწევა?

შესაძლებელია ბევრი ოცნება გქონდეს, მაგრამ მათი ნაწილი სულაც არ იყოს სასარგებლო შენთვის, ამიტომ ზუსტად უნდა იცოდე, რას მოგიტანს შედეგი, რისთვის გჭირდება ეს. თუ მიზნის მიღწევა გადაწყვიტე, ესე იგი უკვე იცი, რომ ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევს. კარგად დაფიქრდი, გიღირს, რომ ამდენი დრო და ენერგია ამ შედეგისთვის დახარჯო? 

 

3.რა არის ის, რაც ხელს გიშლის წარმატების მიღწევაში? 

წარუმატებლობის არაერთი მიზეზი არსებობს, შესაძლოა ეს იყოს სიზარმაცე, შიში, არამყარი გადაწყვეტილება, არასწორი არჩევანი და მრავალი სხვა. დაფიქრდი და კარგად გააანალიზე, რა არის ის, რაც შენ ხელს გიშლის წარმატების მიღწევაში?

 

4.დაძლიე ხელშემშლელი ფაქტორები 

მას შემდეგ, რაც ზუსტად განსაზღვრავ ხელშემშლელ ფაქტორებს, დაიწყე მათთან ბრძოლა. იფიქრე საბოლოო შედეგზე, როგორი ბედნიერი იქნები, როცა ამას მიაღწევ და ეს ერთ-ერთი უდიდესი მოტივაცია აღმოჩნდება შენთვის.

 

5.შეადგინე დეტალური გეგმა 

სამომავლო მოქმედებების გრაფიკული ასახვა დაგეხმარება დაიჯერო, რომ შენი მიზანი ნამდვილად რეალურია და განხორციელებადი. ასევე შეძლებ უფრო ნათლად წარმოიდგინო ზუსტად რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევს. დროთა განმავლობაში კი შეძლებ აკონტროლო, რამდენად ახლოს ხარ მიზანთან. გეგმა აუცილებლად დაყავი პატარ-პატარა ნაწილებად. ის მრავალსაფეხურიან კიბეს დაემსგავსება, რომლის საფეხურებზე სათითაოდ ასვლა ძალიან მარტივია. ასევე მნიშვნელოვანია მოქმედებები გადაანაწილო ყოველ დღეზე, რადგან სისტემატიური ხასიათი ჰქონდეს შენს მუშაობას.


 

6.განსაზღვრე მიზნის მიღწევის ზუსტი დრო

რა თქმა უნდა, გინდა, რომ შედეგს რაც შეიძლება მალე მიაღწიო, ამიტომ განსაზღვრე ზუსტი დრო საბოლოო შედეგამდე, რადგან, თუ ამას არ გააკეთებ, მიზნის მიღწევა შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს და საბოლოოდ  ვერასოდეს მიხვიდე ფინიშთან.

 

7.დარწმუნდი რომ ყველაფერი გაქვს, რაც მიზნის მიღწევისთვის გჭირდება

წინასწარ მოამზადე ყველაფერი, რამ ამ მოქმედებების შესასრულებლად გჭირდება. მაგალითად, თუ უცხო ენის შესწავლა გინდა, მოიძიე სახელმძღვანელოები, აუდიო წიგნები და ა.შ. განსაზღვრე ზუსტად რა დაგჭირდება და წინასწარ მოამზადე ყველაფერი.

 

8.კონცენტრაცია გააკეთე მხოლოდ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე

შენ შესაძლოა არაერთი ოცნება გქონდეს, თუმცა თუ ეცდები ყველაფერს ერთად შეეჭიდო, არაფერი გამოვა. უმჯობესია თავდაპირველად ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე იყო კონცენტრირებული. 

 

9.დაიწყე დღესვე! ნუ გადადებ ხვალისთვის

ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რაც დღეს შეგიძლია გააკეთო. გახსოვდეს, რომ ხვალ სხვა მოქმედებები გაქვს შესასრულებელი. 

 

10.ყოველდღე დაუსვი საკუთარ თავს კითხვა, ,,რას გავაკეთებ მე დღეს ჩემი მიზნისთვის?" 

ყოველ დღე ცოტა დრო მაინც დაუთმე შენი მიზნისკენ სწრაფვას. შესაძლებელია ყოველდღე ერთნაირად ვერ იმუშაო, ერთ დღეს შედარებით ცოტა გააკეთო, მეორე დღეს მეტი, მაგრამ მთავარია არც ერთი დღე არ გამოტოვო. მალე ეს სასარგებლო ჩვევად იქცევა და კიდევ უფრო გაგიმარტივებს მიზნის მიღწევას. გახსოვდეს, რომ მუდმივი შრომის გარეშე წარმატება ვერ მიიღწევა.

 

11.გახადე  პროცესი სასიამოვნო, ნუ მიაყენებ სტრესს საკუთარ თავს 

გაიღიმე! გახსოვდეს ყველაფერს იმისთვის აკეთებ, რომ ბედნიერი იყო. ეცადე მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყოს და არა მხოლოდ მოსაბეზრებელი ვალდებულებებით დატვირთული. შემოიკრიბე გარშემო ადამიანები, რომლებიც მუდმივად დადებით განწყობას გიქმნიან. თუკი შესაძლებელია სთხოვე მათ დახმარება. ასევე შექმენი კომფორტული და სასიამოვნო გარემო, რაც შენგან დამოუკიდებლად იზრუნებს შენს დადებით განწყობაზე.

 

12.ნუ დასჯი საკუთარ თავს

შესაძლებელია ყოველი დღე ერთნაირად პროდუქტიული არ იყოს, თუმცა მთავარია გააგრძელო წინსვლა და არ დანებდე. ნუ დასჯი საკუთარ თავს იმისთვის, რომ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გინდოდა. პირიქით, იყავი საკუთარი თავის მადლიერი ყველაფრისთვის, რაც გააკეთე. თუ დღეს რამე ისე კარგად არ გამოდის, როგორც გუშინ, ნუ შეშინდები, ხვალ ახალი შანსი მოგეცემა და  წაახალისე საკუთარი თავი ყოველ ჯერზე, როცა კმაყოფილი იქნები შედეგით.

 

13.ყოველთვის იყავი მოწოდების სიმაღლეზე!

ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ შენ ამას შეძლებ! იფიქრე შედეგზე, რომელიც გაბედნიერებს. გახსოვდეს, რატომ დაიწყე, გჯეროდეს საკუთარი თავის და რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს გაჩერდე მიღწეულ მიზანზე! დაისახე ახალი მიზნები და მიჰყევი მათ!

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?