იფიქრე მეტზე - მიიღე მეტი


ხშირად ადამიანები წარუმატებლობის მიზეზებს ეძებენ გარემოში. ამბობენ, რომ არ უმართლებთ და ამ ყველაფერს უიღბლობასთანაც კი აკავშირებენ.

რეალურად, ერთადერთი ადამიანი, რომელიც წინ გეღობება და წარუმატებელს გხდის, ხარ შენ. დაბრკოლებებისა და მრავალი ნეგატივის მიუხედავად, რომლებიც შეიძლება იყოს შენ გარშემო, არ უნდა დანებდე. აუცილებელია, დაისახო მიზნები და ყველაფერი გააკეთო მათ მისაღწევად. დანებება ადვილია, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ასეთი ცხოვრება უინტერესოა და შესაბამისად, არაფერს უნდა მოითხოვდე მისგან.

თუ არ გსურს, რომ ცხოვრება უინტერესო რუტინა იყოს, ეს 5 რჩევა შენთვისაა: 

 

1. გქონდეს სწორი თვითშეფასება

ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც ზედმეტად დაბალი  ან, პირიქით, მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე. ეს არის ორი უკიდურესობა, რომელსაც ზიანი მოაქვს. გქონდეს სწორი თვითშეფასება, ნიშნავს იცნობდე საკუთარ თავს და დარწმუნებული იყო შენს შესაძლებლობებში. ეს დაგეხმარება მიზნების სწორად დასახვასა და შემდგომ განხორციელებაში. შეიცანი საკუთარი თავი უკეთ, გააცნობიერე შენი შესაძლებლობები და იყავი თავდაჯერებული.

 

2. აირჩიე გარემოცვა სწორად

ცნობილი ფაქტია, რაც უფრო მეტ წარმატებულ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, მით მეტად გიჩნდება სურვილი, თავადაც მიაღწიო წარმატებას. დაფიქრდი, ვისთან ატარებ დროის ყველაზე მეტ ნაწილს და შენ გარშემო მყოფი ადამიანები რა გავლენას ახდენენ შენზე.

 

3. იყავი მოტივირებული

მოტივაციას ძალიან დიდი ძალა აქვს. ალბათ ფიქრობ, რომ საკუთარი აზრების მართვა რთულია. ზოგჯერ თავისდაუნებურად განვეწყობით ხოლმე ნეგატიურად და ვერც ვხვდებით, როგორ ზიანს ვაყენებთ საკუთარ თავს. არ დაელოდო გარშემომყოფ ადამიანებს ან მოვლენებს, თავად შეიცვალე განწყობა, იფიქრე პოზიტიურად და ხშირად გაუმეორე საკუთარ თავს, რომ შენ შეგიძლია მიაღწიო დასახულ მიზნებს. თავიდან ეს შეიძლება ხელოვნურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად ნახავ შედეგს.

 

4. იზრუნე თვითგანვითარებაზე
   
ნუ იქნები ადამიანი, რომელიც მცირედით კმაყოფილდება. ეცადე არ შეწყვიტო განვითარება და მუშაობა საკუთარ თავზე. არაფერია იმ განცდაზე სასიამოვნო, როცა სხვებისთვის საინტერესო ხარ, სწორედ ამიტომ, იკითხე ლიტერატურა, გაეცანი წარმატებული ადამიანების ისტორიებს, განვითარდი პროფესიონალურად და დაფიქრდი აკეთებ თუ არა საკმარისს იმისათვის, რომ შენი ცხოვრება უკეთესი იყოს.

 

5. გარისკე

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, აუცილებელია გარისკო, რომ მიაღწიო წარმატებას. რისკს თან დამარცხების შიშიც ახლავს. სწორედ ამ შიშის დაძლევას სჭირდება უდიდესი ძალისხმევა. გახსოვდეს, გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დამარცხების შიში. კონცენტრირდი გამარჯვებაზე, ეს დაგეხმარება, რომ არ დანებდე და წინ წახვიდე. 

 

ნუ დაელოდები უკეთეს მომავალს მხოლოდ სასწაულის იმედად, მიიღე გადაწყვეტილებები თავად, არ გაჩერდე ერთ ადგილას  და იყავი საკუთარი თავის საუკეთესო მრჩეველი. გახსოვდეს, წარმატება არ მოვა შენთან, თუ შენ არ გადადგამ მისკენ ნაბიჯს. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?