მხოლოდ 3 გზა იმისათვის, რომ ვიყოთ მეტად პროდუქტიულები


უამრავი წაკითხული წიგნისა და სტატიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არსებობს 3 რეალური გზა, იმისათვის, რომ ვიყოთ მეტად პროდუქტიულები. 

თავდაუზოგავ შრომას  თავისი საზღვრები აქვს.
ხალხის უმრავლესობა პროდუქტიულობის გასაზრდელად  ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს - თავდაუზოგავ შრომას მიმართავს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებასაც თავისი ძირეული პრობლემები გააჩნია.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დღეში მხოლოდ 2-4 საათია უმაღლესი პროდუქტიულობის ლიმიტი. კვლევებმა ცხადყო, რომ შესწავლილი კრეატიული ხალხისა და მეწარმეების საფუძველზე - მათ შორის: დარვინი, ჩაიკოვსკი, ჩვენი ენერგიის პიკი დადგენილ საზღვრებს სცდება. ეს არის დაახლოებით 2-4 საათი დღეში, რომ გადავიყვანოთ კვირაში 10-20 სათი. ჩვენ ჯერ კიდევ გაგავაჩნია ძალა მმართველობითი და ადმინისტრაციული ამოცანების გადასაჭრელად, უბრალოდ არ გაგვაჩნია სათანადო კრეატივი და შემოქმედებითობა. მეორეს მხრივ, ძალდატანება პროდუქტიულობას ნეგატიურ ფონს დაამჩნევს.
სტენფორდის კვლევები ადასტურებს, რომ  კვირაში 30- 60 საათის განმავლობაში ჩვენ ნეგატიური პროდუქტიულობის გავლა გვიწევს. თითოეული ჩვენგანისთვის ჯადოსნური რიცხვი დამოკიდებულია გენეტიკაზე და ცხოვრების წესის ფაქტორებზე, როგორიცაა: ვარჯიში, დიეტა და ძილი.


წიგნები და მეთოდები გვეხმარება იმაში, თუ როგორ ვიმუშაოთ ჭკვიანურად
თავდაუზოგავ შრომასთან ერთად ჭკვიანური მუშაობაც უნდა ვისწავლოთ. არსებობს ამის ორი ძირითადი საშუალება. პირველი - შეგვიძლია ვისწავლოთ იმისგან, ვინც უკვე იცის. საუკუნე გავიდა, სანამ ხალხმა ეფექტური გაყიდვების შესახებ გაიგო. დღეისათვის, კი შეგვიძლია ერთი თვის მანძლზე წავიკითხოთ 5 ძირითადი წიგნი და გავიგოთ 80% იმისა, რის შესწავლასაც 100 წელი მოახმარეს. წიგნები მხოლოდ დასაწყისია, ისინი მკაფიო ცოდნას გვაძლევს.
მენეჯმენტის გურუმ - პიტერ დრუკერმა თქვა: „ეფექტურობა საქმის გადაჭრის სწორი გზაა. ეფექტურობა სწორ სვლებს აკეთებს“. ვიცნობ და ვიკვლევ ხალხს, რომლებიც ჭკვიანურად მოქმედებენ, თუმცა მაინც იმაზე მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე მიაღწიეს. ასეთ შემთხვევებში, როგორ მივხვდეთ სწორად ვაკეთებთ თუ არა იმას, რაც სწორად უნდა გავაკეთოთ?

გამბედაობა პროდუქტიულობის ძირითადი გასაღებია
ადამიანთა უმრავლესობას არ ჰყოფნის გამბედაობა, რათა გააკეთოს არჩევანი რეალურ და შესაძლო რისკებს შორის. რისკის მაღალ დონესთან ერთად ხშირად ვამბობთ: „ეს შეიძლება არ გამოვიდეს“, ეს გვაშინებს და გვიწესებს გარკვეულ საზღვრებს, ჩარჩოებს. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე კონკრეტულზე მოვახდინოთ კონცენტრირება, ბევრ საკითხს ვეჭიდებით და ამასთან ერთად არცერთს ვაქცევთ სათანადო ყურადღებას, რაც წარმატების შანსებს გვიმცირებს.
ადამიანთა უმრავლებოსა ამბობს, რომ არ შეუძლია ერთზე გაჩერება, რადან თავში უამრავი აზრი და იდეა მოსდის. რა გავლენას ახდენს ეს ყოველივე კონცენტრირების სურვილის არქონაზე? თითოეულ ჩვენგანს გვიყვარს განსხვავებული საჭმელი და ყოველთის ვცდილობთ  სადილის გამრავალფეროვნებას. არასწორი არჩევანის რისკი ნულის ტოლია, ამიტომ ვაკეთებთ საუკეთესო არჩევანს, რაც კი შეგვეძლო გაგვეკეთებინა. პროდუქტიული ხალხი ასე,  მხოლოდ სადილთან კი არა, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში იქცევა.

ბევრი საქმის ერთად კეთება წარმატებას ნამდვილად ვერ მოგვიტანს. უნდა გავიაზროთ, რომ რამოდენიმე საქმის ერთად კეთება წარუმატებლობის გარანტია. სჯობს ერთ კონკრეტულზე კონცენტრირებით წარმატების შანსების გაზრდა, ვიდრე მრავალი საქმის კეთებით თითოეულზე შანსების კლებადობა. თუ მეტი პროდუქტიულობისაკენ მივისწრაფით, აუცილებელია შემდეგი წეს-წყობა დავიცვათ, რომელშიც ჩვენს რესურსებს გავუწევთ ორგანიზებას: თავდაპირველად გამბედაობა, შემდეგ სიბრძნე და ბოლოს შრომა.

ერთზე ფოკუსირება და დამარცხება გაცილებით მეტის მომტანია, ვიდრე პროდუქტიულობის შესასწავლად კვირაში დამატებით გამოყოფილი 20 საათი.


სალომე მარშანია
წყარო: https://entrepreneur.com

| გააზიარე
მოგწონთ?