ფილმები დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გასატარებლად


ძალიან კარგ ფილმს, მიუხედავად ცუდი ამინდისა, სუსხისა და ცივი ქარისა, წვიმისა თუ ქარიშხალისა, შეუძლია ადამიანი კარგ ხასიათზე დააყენოს, განწყობა გაუუმჯობესოს და იდეალურ შემთხვევაში, მოტივაცია აუმაღლოს უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. 

კარგ ფილმს, ისევე როგორც კარგ წიგნს, შეუძლია ბევრი კარგი რჩევა მოგვცეს, გაგვიფართოვოს თვალსაწიერი, აგვიმაღლოს ინტელექტი. დაგვაფიქროს მოვლენებსა თუ ფაქტებზე, რომლებისთვისაც მანამდე ყურადღება არც კი მიგვიქცევია. შეგვიცვალოს დამოკიდებულებები საკითხთა მთელი რიგის მიმართ და უბრალოდ დრო სასიამოვნოდ გაგვატარებინოს.

საკუთარი გამოცდილებიდან გიზიარებთ ფილმებს, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს. მოიმარაგეთ „პოპკორნი“, ხელსახოცი ყოველი შემთხვევისთვის, გათიშეთ ტელეფონები და ჩართეთ:

 

1.„მოჩვენებითი სილამაზე“ - დრამატული როლების უბადლო შემსრულებელი, უილ სმიტი, კიდევ ერთ შედევრს გთავაზობთ. ფილმში შვილმკვდარი მამის ისტორიაა აღწერილი, რომელიც ებრძვის ტკივილს, „დროს, სიკვდილსა და სიყვარულს“. წარმატებული კომპანიის დირექტორის გზა ღრმა დეპრესიიდან „ხელახლა დაბადებამდე“ უამრავ ცხოვრებისეულ გაკვეთილს გიტარებთ და დაგაფიქრებთ იმ ღირებულებებზე, რომელთა მნიშვნელობის გაცნობიერების გარეშეც ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიას ვერასდროს მიაღწევს.

 

2.„მის სლოუნი“ - ქალბატონი-ლობისტი, რომელიც თავისი გონებრივი შესაძლებლობებით მართავს ამერიკის პოლიტიკურ ელიტას. სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ მისი მანევრირების საოცარი უნარი, ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან და პრობლემური საკითხების მისდა სასიკეთოდ შემოტრიალების ხერხები. დიპლომატია და საქმის სრულყოფილად კეთება, ყველა დეტალის გათვალისწინება და 100%-იანი შედეგი. 

 

3.„არჩევანი“ - თითქოს ჩვეულებრივი რომანტიკული ისტორიაა, თუმცა დატვირთულია ისეთი დეტალებით, რომლებზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ, რადგან სწორედ წვრილმანი დეტალებისგან შედგება ცხოვრება.


ზოგჯერ ამ დეტალების გაუთვალისწინებლობით უპატიებელ შეცდომებს ვუშვებთ, გულს ვტკენთ საყვარელ ადამიანებს და ვკარგავთ კიდეც მათ. თუმცა ცხოვრება ისევ გვაძლევს შანსს ჩვენი დანაშაული გამოვისყიდოთ, მთავარია ეს შანსი არ გამოგვეპაროს და ხელიდან არ გავუშვათ.

 

4.„ბუღალტერი“ - ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც პროფესიით ბუღალტერია და რომლის ფენომენალურ გონებრივ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მის გამოყენებას ცდილობენ კრიმინალური დაჯგუფებები. საკუთარი თავის გადასარჩენად მას უამრავი სახიფათო და საინტერესო რამ შეემთხვევა.

 

5.„მგზავრები“ - კოსმოსური ხომალდი, რომელზეც 5000 მძინარე მგზავრია, მიემართება პლანეტისაკენ, რომელიც მათი ახალი სახლი უნდა გახდეს. მაგრამ სისტემის ხარვეზის გამო, ერთი მგზავრი პლანეტაზე მისვლამდე 90 წლით ადრე გაიღვიძებს. იგი მიხვდება, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხომალდზე მარტო ყოფნა მოუწევს, ამიტომ მეორე მგზავრსაც აღვიძებს. აქ იწყება ყველაფერი საინტერესო...

 

6.„უცხოელი“ - სერიალების მოყვარულებს გირჩევთ ძალიან საინტერესო სერიალს, რომლის სიუჟეტი შოტლანდიაში ვითარდება. ექიმი კლერი მოგზაურობს დროში მე-20 საუკუნიდან მე-17 საუკუნეში. ერთის მხრივ, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია ორი ადამიანისა სხვადასხვა ეპოქიდან და  მეორეს მხრივ, ჯადოსნური ქვებისა და დამოუკიდებელი შოტლანდიისა საინტერესო და შთამბეჭდავ მოგზაურობას გპირდებათ მე-17 საუკუნის ინგლისში, საფრანგეთსა და შოტლანდიაში. მერწმუნეთ ნამდვილად ღირს ამ სერიალის 2 სეზონის საყურებლად გათენებული ღამეები smiley  მითუმეტეს, რომ მესამე სეზონის გამოსვლა სექტემბერშია დაანონსებული.

 

სასიამოვნო ყურების პროცესს გისურვებთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?