რა განაპირობებს გამოგონებებს და როგორ შევქმნათ რაიმე ახალი?


რა განაპირობებს გამოგონებებს?

ბევრი იდეა არ მოდის პროფესიონალი გამომგონებლების ან საინჟინრო კლასებისაგან, ისინი მოდის ადამიანებისგან, რომლებიც აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, რომ ხედავდნენ პრობლემას, რომელსაც სჭირდებოდა მოგვარება ძალიან ინდივიდუალურად. პეგან კენედიმ თავი მოუყარა ასეთ შესანიშნავ ისტორიებს თავის წიგნში: ,,Inventology: How We Dream Up Things That Change the World“.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას კენედისგან, როგორ უნდა აამუშაოთ თქვენი შემოქმედებითობა იმისათვის, რომ შექმნათ რაიმე ახალი:

 

მუდმივად იყავით გონებაგახსნილი და შესაძლოა უცაბედად რაიმეს წააწყდეთ

პატენტის მფლობელთა 50%-ზე მეტი თავის გამოგონებას შემთხვევითობას უნდა უმადლოდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამომგონებლებს არ ჰქონდათ მიზნად იმის გამოგონება, რაც საბოლოოდ შექმნეს. ვინაიდან მათი გონება გახსნილი იყო იმისათვის, რაც მათ ირგვლივ იყო, დიდებულ აღმოჩენებამდე მივიდნენ.

 

სიყვარულს შეუძლია ყველაფრის გადალახვა

სიყვარული იყო უმთავრესი ფაქტორი ყველა გამომგონებლის აღმოჩენაში. მათ უყვარდათ ის, რასაც აკეთებდნენ და ეს სიყვარული წინსვლაში ეხმარებოდათ. ისინი დღე და ღამე ამაზე ფიქრობდნენ, ხედავდნენ შესაძლებლობებს და მოტივირებულები იყვნენ. ეს იყო მათი მამოძრავებელი ძალა განვითარების რთულ გზაზე, რომელიც საბოლოოდ აღმოჩენით დააგვირგვინეს.

 

არც ერთი გამომგონებელი არ არის იზოლირებული

მრავალი გამოგონებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია. სერიული გამომგონებელი, დიკ ბელანჯერი, იდეებს მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან იღებდა.  ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უკუკავშირსაც, შეცდომებისა და მარცხის თავიდან ასარიდებლად.

 

დღეს ისეთი მარტივია, როგორც არასდროს

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ბარიერები ინოვაციებისთვის ქრება. ჩვენ უფრო მეტი ინოვაციური ხელსაწყო გვაქვს ტელეფონში, ვიდრე მთავარ ინჟინრებს ჰქონდათ 1960-იან წლებში. ჩინეთის საწარმოო ქალაქი შენჟენი გახდა ხელმისაწვდომი ცენტრი, სადაც გამომგონებლებს შეუძლიათ იპოვონ ქარხნები ახალი ელექტრონიკის და ობიექტების დასამზადებლად. 3D პრინტერები ქმნიან პროტოტიპებს ხელმისაწვდომს და როგორც არასდროს, მწარმოებლები და ახალი ქარხნები მთელ მსოფლიოში მოტივირებულნი არიან ინდივიდებთან და პატარა კომპანიებთან სამუშაოდ.     

 

ასე რომ თუ ნამდვილად გსურს, შექმნა რაიმე ახალი, ამისთვის ყველა რესურსი გაქვს.

 


ideas.ted.com

| გააზიარე
მოგწონთ?