„როგორ ვმართოთ დრო“ - მაიკლ ქლეითონი


ეს წიგნი დროს ვერ დაგიზოგავთ, უბრალოდ საშუალებას მოგცემთ, თქვენი დრო გამოიყენოთ იმის საკეთებლად, რაც გინდათ, დროულად დაასრულოთ საქმეები, უფრო ნაყოფიერად შეასრულოთ სამუშაო და წარმატებას მიაღწიოთ. 

ასე რომ, თუ თქვენ პრობლემებს გიქმნით მცირე დროში მოსასწრები უამრავი საქმის დაგროვება და თან ბევრი რამ გიშლით ხელს ან საქმის გადადება გიხდებათ, საჭირო რჩევებს ამ წიგნში მონახავთ. 

არსებობს დროის მიმართ სამი ძირითადი ორიენტირება და ყველა მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ორიენტირება-წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.  

•თუ თქვენ უმთავრესად წარსულზე ხართ ორიენტირებული, ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ დროსთან თქვენს დამოკიდებულებაზე, არამედ ამჟამინდელ და მომავალ არჩევანზეც. ასე რომ ჯობს ყურადღება გაამახვილოთ კარგ მოგონებებსა და სარგებელზე, რომელიც ამ მოვლენებმა თუნდაც უსიამოვნომ მოგიტანათ.  წარსულ მარცხზე, წყენასა და რისხვაზე ფიქრი შეასუსტებს თქვენს შესაძლებლობებს, შექმნათ ისეთი მომაალი როგორიც გსურთ.

•აწმყოზე ყურადღების გამახვილება შესაძლებლობებს მოგცემთ, ბევრი რამ მოასწროთ დ ამომენტით ისიამოვნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უაზრო ქტიურობა, რარაც უკეთესის უქმად ლოდინი.

•თუ მომავალზე ხართ ორიენტირებული, თავდაჯერებულად დასახავთ გეგმებსა და გულმოდგინედ იმუშავებთ მიზნის მისღწევად.

•მხოლოდ ის საქმე შეასრულეთ, რომელიც თქვენს კონტროლს ექვემდებარება. ნუ გაფანტავთ ენერგიას იმის მისაღწევად, რისი შესრულებისთვისაც არც რესურსი და არც ძალა არ გაგაჩნიათ.

•დაიცავით წონასწორობა დროის მიმართ სხვადასხვა ორიენტირებეს შორის, რათა მოიპოვოთ წარსულის მიმართ თავდაჯერებული და პოზიტიური დამოკიდებულება, აწმყოთი ტკბობის უნარი და მომავლის კონტროლის სურვილი. 

თქვენი დრო ფული ღირს. ამიტომ უნდა გაიგოთ, რა ღირს ის, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, როგორ მოიქცევით.        

შექმენით დროის ჟურნალი, რათა დაინახოთ, როგორ იყენებთ დროს და განვსაზღვროთ, სინამდვილეში რა პრობლემები გვაქვს დროის მართვისას. 

•მენეჯერები, რომლებიც დროს შედეგიანად მართავენ, გეგმავენ, რის გაკეთებას აპირებენ და შემდეგ განიხილავენ შედეგებს, რათა მომდევნო ჯერზე კიდევ უფრო ნაყოდიერად დაგეგმონ. 

•დისციპლინა არის შინაგანი გადაწყვეტილება, გააკეთოთ რაიმე იმის მიუხედავად, რისი გაკეთება გირჩევნიათ მის ნაცვლად. 

•მიზნები გაძლევთ მოტივაციას და მიმართულებას აძევს თქვენს გადაწყვეტილებებს. 

•ჩამოწერეთ თითოეული წლის მიზნები, რათა დაადგინოთ მომავალი 11 თვის საქმიანობის პორტრეტი. 

•დაადგინეთ თქვენი მიზნები ორი შედეგიანი მეთოდით: პირადი დროის განრიგისა და გონებრივი დონეების მიხედვით. 

შექმენით გასაკეთებელის საქმეების სია. საიდანაც თუ გამოვყოფთ  საქმეებს, რომლებიც შეიძება მიატოვოთ და ჩაწერთ ''არაგასაკეთებელი" საქმეების სიაში, ნაკლები სანერვიულო გექნებათ. ჩამოწერეთ ახლი სია, რა არ უნდა გაკეთდეს მომდევნო კვირასი. ჩამოწერეთ ყველა ჩვევა რომელზეც გინდათ უარი თქვათ. მაგალითად: არ უნდა...
•ვუპასუხო ტელეფონს, როდესაც ვასრულებ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელის კონცენტრირებას მოითხოვს. 

•გავხსნა ელექტრონული ფოსტა, სანამ დავგეგმავ დღეს და გავაკეთებს იმას რაც უპირველესად უნდა გაკეთდეს. 

•წამოვიწყო საუბარი ვინმესთან ჩაის ან ყავის სმისასს.  

დაყოვნების დასაძალევად არსებობს 12 გზა: სცადეთ ერთ-ერთი მათგანი.

განსახვავეთ მნიშვნელოვანი საქმეები და უბრალოდ  სასწრაფო საქმეები და ყურადღება გაამახვილეთ მატძე. როდესაც მუშაობთ საქმეზე, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის სასწრაფო, თქვენ დროის კონტროლის შესაზლებლობა გაქვთ.

გააკონტროლეთ ხელისშემშლელი ფაქტორები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაგაკონტროლებენ თქვენ.

•კვირის განმავლობაში ბევრი საქმის გასაკეთებლად გამოიყენეთ საგანგებო დრო: როდესაც ყველაზე კარგად მუშაობთ, როდესაც შემოქმედი ხართ, როდესაც დაფიქრება და რაიმე ღირებულზე კონცენტრირება შეგიძლიათ. 

•მოერიდეთ სხვა ადამიანების მაიმუნის-მათი ტვირთის აკიდებას, მხოლოდ იმიტომ რომ ამას გთხოვენ. ამის მაგივრად  მოძებნეთ გზა, მართეთ სიტუაცია ისე რომ დაეხმაროთ და ამვდროულად პასუხისმგებლობა მათ დაუტოვოთ. 

•დელეგირება დროის მართვის ძირითადი ნაწილია. ამ შემთხვევაში მეტი დრო გრჩებათ, ვიდრე მასინ როდესაც თავად აკეთებთ საქმეს. 

•განახორციელეთ დელეგირება მხოლოდ კეთილშობილური მიზნით-ნუ გამოიყენებთ  მას იმ საქმის მოსაშორებლად რომელიც ნამდვილად თქვენი გასაკეთებელია. 

•თუ გინდათ დარწმუნედეთ რომ დელეგირება ამართლებს, გამოიყენეთ ხუთ ეტაპიანი პროცესი: მისადაგება, ინფორმირება, ვალდებულება, მონიტორინგი, უკუკავშირი. 

•დაგეგმეთ შედეგები (რა გინდათ შეცვალოთ დღის, კვირის, თვის ან წელიწადის დროს)  

•ჩამოწერეთ საქმიანობის სია, რომელიც საჭიროა ამ შედეგების მისაღწევად. ჩაწერეთ ის საქმეები, რომლებიც მომდევნო დღეს  გინდათ გაკეთდეს დღევანდელი საქმეების სიაში., დანარჩენები გასაკეთებელი საქმეების სიაში. 

•დაიანგარიშეთ გასაკეთებელი საქმეების სიასი არსებული თითოეული საქმიანობისთვის საჭირო დრო. 

•დაგეგმეთ საქმიანობა ისე, რომ ყველაზე დიდი, რთული და მნიშვნელოვანი საქმეები დროის იმ პერიოდებში მოხვდეს, როდესაც საუკეთესო ფორმაში ხართ. 
საქმის გაკეთება, ვადების დაცვა, თქვენი ცხოვრების სხვადასხვა  სფეროს წონასწორობა და რამდენიმე რის მოტოვება საქმეების სიის ბოლოში გონებრივი მდგომარეობაცაა და უნარიც. ეს მპითხოვს დისციპლინასა და შეუპოვრობას. მაგრამ არც-ერთი არ არის საკმარისი.  წიგნი"როგორ ვმართოთ დრო" გთავაზობთ

ხერხებისა და მეთოდების ფართო სპექტრს, რომლებიც დაგეხმარებათ მართოთ საკუთარი დრო. რაც უფრო მეტი იარაღი გაქვთ ხელსაწყოების ნაკრებში, მით უფრო მოძებნით  თქვენი საქმისთვის შესაფერისს. 

ყველა ადამიანი განსხვავებულია. თქვენ განსხვავებული პიროვნება ხართ, განსხვავებული მიზნებითა და დროის მიმართ განსხვავებული მოთხოვნილებებით. ამიტომ თითოეული თქვენგანი სხვადასხვა იარაღს გამოიყენებს. 

| გააზიარე
მოგწონთ?