3 წიგნი, რომლებიც პიროვნულად გაგზრდით


შემოდგომა რომ სასიამოვნოდ გაატაროთ, ამისთვის მხოლოდ გასართობი და რომანტიკული ლიტერატურა არ კმარა. ბევრი ჩვენგანი სწორედ წელიწადის ამ დროს ეჭიდება სხვადასხვა სირთულეს, იწყებს ახალ საქმიანობას და იღებს პასუხისმგებლობებს. სიახლეებსა და გამოწვევებისთვის მზადყოფნა წარმატების საწინდარია. წარმატებული ადამიანები კი მუდამ ცდილობენ განავითარონ საკუთარი თავი. პიროვნული განვითარება ადამიანის არსებაში მიმდინარე თავისთავადი პროცესია.  ეს პროცესი ლიტერატურასთან ერთად უფრო სწრაფი და შედეგის მომცემი ხდება. როდესაც ადამიანი პიროვნულად ძლიერი და შემდგარია, მისთვის ნებისმიერი სახის სირთულე ადვილად დაძლევადია. თქვენი პიროვნული თვისებების ზრდას და თვალსაწიერის გაფართოებას აუცილებლად  წაადგება შემდეგი წიგნები.
 

1.მარტინ პაჟი -„როგორ გავხდი იდიოტი“

მარტინ პაჟის ეს მცირე მოცულობის რომანი საკმაოდ  დიდი ფილოსოფიური  და ფსიქოლოგიური ძალის მქონეა. წიგნის ფაბულა საინტერესოსთან ერთად  მოულოდნელია. ტექსტი მოგვითხრობს საზოგადოებასთან გაუცხოებული ინტელექტუალის ცხოვრებას, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს ადგილის დამკვიდრებას სამყაროში. ავტორი აუცილებლად მოახერხებს თქვენს მოხიბვლას მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყაროს გაცნობით. მოგცემთ საშუალებას ღრმად დაფიქრდეთ დღევანდელობაზე, თქვენს არსებობასა და მნიშვნელობაზე. 


2.უილიამ გოლდინგი -„ბუზთა ბატონი“
 

გოლდინგი საკმაოდ საინტერესოდ და განსხვავებულად გვიჩვენებს ადამიანთა რეალიზებას არაორდინალურ გარემოში. გვიხატავს  პერსონაჟს (ლიდერს), რომელსაც შეუძლია ქაოსის მოწესრიგება. მკითხველს  ნამდვილად აოცებს პერსონაჟთა გარდასახვა. პერსონაჟები და მოვლენები ერთნაირად გასაოცარია. მიუხედავად იმისა, რომ  წიგნში აღწერილი მოვლენები თავზარს სცემს მკითხველს,  გოლდინგის სტილს მაინც ვერ ვუწოდებთ ფანტასტიკას. მის ტექსტში საინტერესო სწორედ ისაა, რომ ამბავი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული
 

3.ჯემალ ქარჩხაძე -„ანტონიო და დავითი“

რომანი დახვეწილი სტილითა და გამორჩეული ენითაა დაწერილი. ქარჩხაძის ღრმა ფსიქოლოგიური და რთული დრამა გვიჩვენებს ადამიანის სულის ხსნის გზას. რომანში იკვეთება ზოგადკეთილშობილური მიზნები, რომელთა სიდიადე აუწონელია. ავტორი გვიჩვენებს პროგრესულად მოაზროვნე მხატვრულ სახეებს. მათ მიერ დასახული მიზნები  მაღალზნეობრივი და მყარია. ტექსტში ნაჩვენები მეტამორფოზი აუცილებლად დაგაფიქრებთ და დაგარწმუნებთ, რომ ცვლილებებისთვის გვიანი არასდროსაა. მთავარი ისევ და ისევ თქვენს თავში არსებული ძალაა. ის ძალა, რომელიც ყველა სირთულეს გადაგალახვინებთ და საბოლოო შედეგამდე მიგიყვანთ.

| გააზიარე
მოგწონთ?