6 ნიშანი, რომ თქვენ ბრწყინვალედ ასრულებთ სამუშაოს


ახალი სამსახურის დაწყებას ყოველთვის თან ახლავს ემოციები. თავდაპირველად, თქვენ ცდილობთ გაერკვეთ კომპანიის შიდა სამზარეულოში, შინაგანაწესში და ამ დროს თავს გრძნობთ ისე, თითქოს არანაირი იდეა არ გაქვთ, რა უნდა აკეთოთ. მაგრამ მალე ერგებით სიტუაციას, იძენთ უფრო მეტ ნდობას და შედეგად იმსახურებთ შექებას თქვენი ხელმძღვანელისა და კოლეგებისაგან. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ შესანიშნავად ასრულებთ სამუშაოს.

ამის შემდეგ, თითქოს  ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ გადის რამდენიმე კვირა, თუნდაც თვე და გიჭირთ გაიხსენოთ, როდის შეგაქოთ უფროსმა ბოლოს სამუშაოს კარგად შესრულებისათვის. ის ყოველთვის ამაყობდა თქვენით, მაგრამ ახლა არც კი შეგიძლიათ გაიხსენოთ უკანასკნელად როდის მოხდა ეს.

ჩვენ ყველას გვქონია მსგავსი გამოცდილება და ვიცით, რომ შემცირებულ კომპლიმენტებს უფროსისგან შედეგად მოჰყვება უკმაყოფილების განცდა. თუმცა არსებობს 6 ნიშანი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ თქვენ ისევ ისეთი არაჩვეულებრივი თანამშრომელი ხართ, თუნდაც ამას ხშირად აღარ გახსენებდეთ თქვენი ხელმძღვანელი.


1. თქვენ იღებთ მეტ უკუკავშირს

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენ საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტები გაქვთ დადგენილი და ცდილობთ მუდამ განვითარდეთ. ასე რომ, როდესაც უფროსისგან იღებთ უკუკავშირს, თუნდაც რაიმე შენიშვნას, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ცუდია, რადგან ეს ყველაფერი არის სწორედ ის, რაც თქვენ დაგეხმარებათ შედეგების გაუმჯობესებაში და წარმატებამდე მიგიყვანთ.

 

2. ხშირად მოგმართავენ კითხვებით

თუ თქვენ ხართ პირველი, ვისაც მიმართავენ კოლეგები კითხვებით ან პრობლემების გადაჭრაში დახმარებისათვის, მაშინ გილოცავთ, თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც ენდობიან და ვისგანაც ელიან სწორ და ადეკვატურ რეკომენდაციებს. დაფიქრდით, თქვენი რეკომენდაციები მათთვის ღირებული რომ არ იყოს, მოგმართავდნენ რთულ სიტუაციებში?

 

3. გეკითხებიან მოსაზრებებს

თუ თქვენ ადგილს გითმობენ მაგიდასთან, სადაც უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ხელმძღვანელისა და კოლეგებისათვის თქვენი მოსაზრებები და იდეები ღირებულია.

 

4. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ენდობა თქვენი ხელმძღვანელი

თუ თქვენი ხელმძღვანელი პირველი თქვენ განდობთ მნიშვნელოვან საქმეებს და გთხოვთ დახმარებას, ეს ნიშნავს, რომ ის გენდობათ. შესაძლოა ის ძველებურად აღარ გაქებთ, მაგრამ ფაქტია, ჯერ კიდევ გთვლით გუნდის ნამდვილ შენაძენად.

 

5. თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარ სამუშაოზე

თუ თქვენი ხელმძღვანელი განდობთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში, რადგან ის ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ უნარი ეს დამოუკიდებლად  გააკეთოთ და სწორედ ამიტომ გაკისრებთ პასუხისმგებლობას.

 

6. გთხოვენ, რომ წარადგინოთ კომპანია

თუ თქვენ გაგზავნიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე თქვენი კომპანიის სახელით, გთხოვენ შეხვდეთ უცხო პარტნიორებს და უპასუხოთ პრესის შეკითხვებს,  ეს ნიშნავს, რომ კომპანია თქვენით ამაყობს და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე შექების მიღება უფროსებისგან.

 

როდესაც სამსახურში თავს კომფორტულად გრძნობთ, დინება იწყებს შენელებას, ნაკლებად გაქებენ, თუმცა ეს ბუნებრივია და სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევთ. თუ ეს ექვსი ნიშანი თქვენთვის ნაცნობ სიტუაციებს გახსენებთ, მაშინ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენ კვლავ დიდებულად ასრულებთ სამუშაოს, საკმაოდ გაფასებენ  და ახალი შესაძლებლობები კვლავ აკაკუნებენ კარზე.


businessinsider.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?