ოცნების ძალა


მინდა დაფიქრდეთ და  უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის ის, რასაც შეუძლია მოგცეთ  იმაზე მეტი ენერგია და  ბედნიერება, რასაც მიიღებთ  თქვენი ოცნებების ასრულების შემდეგ?  პასუხი, ვიმედოვნებ, აქ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა, ამ შედეგისთვის დამეთანხმებით დიდი შრომა,  ურყევი რწმენა და  ყოველდღიური წინსვლაა საჭირო.  ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი და უნდა გვესმოდეს, რომ მუშაობა მიზნებთან და  ფოკუსირება ჩვენს ოცნებებზე  საბოლოოდ გაგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

დროთა განმავლობაში, შეიძლება ჩვენი მიზნები იცვლებოდნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი უნდა გვამოძრავებდნენ. მთავარია, რომ ვიყოთ ჩვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში და აი,  რას ნიშნავს ეს:   მაგალითად, თუ თქვენ ოცნებობთ  ავტომობილის შეძენაზე, მაშინ პირველი  რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა ადგეთ, წახვიდეთ  და ჩაეწეროთ ტესტდრაივზე, ან უფრო მარტივად , უბრალოდ გახვიდეთ შავ ბაზარზე, იპოვოთ ის ავტომობილი , რომლის ყიდვაც გინდათ და მფლობელთან ერთად რამდენემე კილომეტრი გაისეირნოთ. არავინ არ იცის რამდენი თანხა გიდევთ ჯიბეში და არც ის, ამ მანქანას თქვენ ახლა იყიდით თუ 1 წლის შემდეგ. იგივე პრინციპია იმ შემთხვევაშიც თუ სახლის შეძენაზე ოცნებობთ.  უბრალოდ აიღეთ ტელეფონი  და ახლავე დაუკავშირდით სასურველ სამშენებლო კომპანიას და უთხარით გაჩვენონ ის ბინა, რომლის შეძენასაც აპირებთ.   თქვენ, შეიძლება ახლა   ფიქრობთ  და ეს ყველაფერი რა საჭიროა? მაგარამ  გარწმუნებთ, რომ ეს მოქმედებები მოგცემენ იმ ბედნიერების შეგრძნებას, რომელიც ამ ყველაფრის რეალობად ახდენისას გექნებოდათ. შედეგად, თქვენს ოცნებას რეალობასთან  მოაახლოებთ და  ეს პოზიტიური ემოციები მოგცემთ საშუალებას დარჩეთ თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში. 

როდესაც რაღაცაზე ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, აიხედეთ ცაში და გაიხსენეთ რომ იქ, ჩვენგან ძალიან შორს, არის კოსმოსური ხომალდები, რომლებიც გადადგილდებიან კოსმოსში ისე რომ ყველაფერი იმართება დედამიწიდან და ყველაფერი ადამიანის გონებითაა შექმნილი. წარმოგიდგენიათ რამდენად ძლიერია ადამიანის გონება? და  თქვენ,  ფიქრობთ, რომ  სახლის ან თუნდაც ავტომობილის ყიდვა აუხდენელი ოცნებაა, მაშინ როდესაც ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლლია ათიათასობით კილომეტრის დისტანციაზე, კოსმოსში  ვმართოთ კოსმოსური ხომალდები. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ხომალდის მართვასთან შედარებით ეს ძალიან მარტივი ამოცანებია. 

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ოცნებები და მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ზუსტად იცოდეთ   რა ღირს თქვენი ოცნება. უმეტესწილად, თქვენ არც კი იცით რა ღირს თქვენი ოცნება და  ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი გგონიათ ვიდრე ის რეალურად ღირს. ადამიანების 90%  წყვეტენ რაიმეს კეთებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი კარგავენ საკუთარ ოცნებებს და თქვენ ეს არასდროს არ უნდა დაუშვათ.   პირიქით,  შეინარჩუნეთ მკაფიო რწმენა და  მიზნად ქცეული ოცნება არასოდეს დაივიწყოთ.  აქვე გახსოვდეთ, რომ ცვლილებები სწარფად არ  ხდება და ეს მუდმივი  პროცესია. ძალიან ბევრი წიგნი, სტატია და აუდიო მასალა არსებობს, რომლითაც  შეგიძლიათ  ყოველდღიურად თვითგანვითარებაზე და გაუმჯობესებაზე იმუშაოთ. ასეთი რესურსებით კი ჩვენი ვებ გვერდიც  დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ, რომ  ადამიანს,  თავისი ცხვორების მანძილზე 3000 მეტი წიგნის წაკითხვა შეუძლია, მაგრამ მის ცხოვრებაზე ზემოქმედება შეიძლება ორმა ან სამმა მოახდინოს. ამიტომ, მუდმივად  ეძიეთ ასეთი წიგნები, ჩვენ კი ჩვენი მხივ ყოველდღიურად მოგაწოდებთ სხვადასხვა საინტერესო წიგნს, სტატიას და  სასარგებლო რჩევას.ვიმედოვნებთ, რომ რომელიმე მათაგანი, გარკვეულ დონეზე დაგეხმარებათ  სასიამოვნო ცვლილებების განხორციელებაში. 

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის შიგნით არსებობს ყველა საჭირო რესურსი, რომელიც  ოცნებების ახდენისთვის სრულიად საკმარისია. გახსოვდეთ, საზღვრებს  და შეზღუდვებს მხოლოდ ჩვენ ვაწესებთ, რადგან სამყაროში  შეზღუდვები არ არსებობს. 


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?