როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია - 9 ნაბიჯი


1. მიეცით ადამიანებს შესაძლებლობები

ეს ყველასთვის განსხვავებულად ხდება. შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც კარის გაღება სხვა ადამიანისათვის, მაგრამ ამავე დროს, ვიღაცისთვის ისეთივე რთული, როგორც კომპანიის შექმნა, რომელიც ათი წლის განმავლობაში მილიარდ ადამიანს მოუგვარებს პრობლემებს. როგორც ზიგ ზიგლარმა თქვა: „შენ იღებ ყველაფერს, რაც გინდა, თუ შეგიძლია დაეხმარო სხვებს მიიღონ, რაც მათ სურთ.“

 

2. წაიკითხეთ წიგნები მათ შესახებ, ვისაც გინდათ, რომ დაემსგავსოთ

აწარმოეთ ჩანაწერები, ხაზი გაუსვით იმას, რამაც თქვენზე ზეგავლენა მოახდინა. შეადგინეთ საკითხავი წიგნების სია და დაუკვირდით იმ ადამიანების ქცევებს, ჩანაფიქრებს, ცხოვრების გზას, ვისაც გინდათ, რომ ჰგავდეთ.

 

3. აირჩიეთ სწორი გარემოცვა 

მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში, ხშირად სწორედ თქვენს გარშემო არსებული გარემოცვის, ამბიციური, პოზიტიური ხალხის დამსახურებაა. ამიტომ აირჩიეთ სწორი ადამიანები.

 

4. გაიაზრეთ, რომ დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი

დაფიქრდით, გააკეთებდით იმას, რასაც ახლა აკეთებთ, თუ თქვენი დრო ეღირებოდა 10 დოლარი საათში? თუ პასუხი დადებითია, განაგრძეთ თქვენი საქმიანობა. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, იფიქრეთ მის შეცვლაზე.

 

5. განაგრძეთ სწრაფად სვლა 

გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ დაამთავროთ წამოწყებული საქმე და სწრაფად გადახვიდეთ სხვა წამოწყებაზე. ნუ შეჩერდებით ერთ ადგილას, განაგრძეთ სვლა.

 

6. შექმენით საკუთარი ხელით

ეს მხოლოდ თერაპია არ გეგონოთ, ეს დაგეხმარებათ კრეატიული აზროვნების განვითარებაში. 

 

7. გქონდეთ ყოველდღიური პრაქტიკა

არ აქვს მნიშვნელობა რა სახის პრაქტიკას გაივლით. როდესაც აკეთებთ რაიმეს ყოველდღიურად, გრძნობთ ძალას, გამოცდილებასა და არაჩვეულებრივ პროგრესს.

 

8. გახდით დამოუკიდებლები

შეადარეთ ნაკლებად და შექმენით მეტი. ეს ორი რამ დაგეხმარებათ განვითარებაში. როგორც ფილ სიმსი ამბობს: „არ მიაქციოთ ყურადღება, თუ დამარცხდით დიდ თამაშში, უბრალოდ განაგრძეთ წინსვლა.’’

 

9. იყავით მადლიერები

არსებობს მრავალი მეცნიერული საფუძველი იმისა, რომ ეს გაქცევთ უფრო ბედნიერ პიროვნებად. გამოიმუშავეთ მადლიერების გრძნობა. 

ზემოთ ჩამოთვლილი იდეებიდან, არც ერთი არ არის რთულად შესასრულებელი. შესაძლებელია, რამდენიმე მათგანის შესახებ აქამდეც გსმენიათ. გაითვალისწინეთ ეს რჩევები წლის განმავლობაში და აუცილებლად იგრძნობთ ცვლილებას საკუთარ თავში.

ნუ დანებდებით. შექმენით გარემო, რომელიც დაგეხმარებათ, იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. 

 


themuse.com
 

| გააზიარე
მოგწონთ?