პატარა ფრაზები ყოველდღიური მოტივაციისთვის


ყველას სჭირდება შთაგონების წყარო. შეგიძლიათ თავად შექმნათ საკუთარი კოლექცია ფრაზების, რომლებიც მეტად თავდაჯერებულს გხდით. თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანისთანავე გადახედეთ სიას  და აიმაღლეთ მოტივაცია.

 

1.„ბედნიერება არის არჩევანი“ - ბარი ნეილ კაუფმანი

2.„ყოველთვის ვერ შეცვლი მოვლენებს, მაგრამ შესაძლებელია შეცვალო ხედვა. არასოდეს შეწყვიტო დადებითის დანახვა“ - ერიკ მური

3.„გააკეთე, რაც შეგიძლია იმით, რაც გაქვს და იქ, სადაც ხარ“ - თეოდორ რუზველტი

4.„პატარა შესაძლებლობები ხშირად დიდი წარმატების საწინდარია“ - დემოსტენსი

5.„თუ ოცნება გაქვს, მისი ახდენაც შეგიძლია“ - უოლტ დისნეი

6.„რაც უფრო დარწმუნებული მიიწევ მიზნისკენ, მით უფრო ადვილად აღწევ წარმატებას“ - ჰენრი დევიდ ტორეუ

7.„გამბედაობას უდიდესი ძალა აქვს, დაიწყე ოცნების ასრულება ახლა“ - გოეთე

8.„ოცი წლის შემდეგ მეტად ინანებ იმას, რაც არ გაგიკეთებია, ვიდრე იმას, რაც გააკეთე, ამიტომ იმოქმედე, გამოავლინე, იოცნებე“ - მარკ ტვენი 

9.„ცხოვრება თავისუფლებისკენ ლტოლვაა, მიატოვე ყველაფერი, რაც ხელს გიშლის მიზნის მიღწევაში, იყავი თავისუფალი“ - დებორა ადელი

10.„უნდა შეიყვარო საკუთარი თავი, რადგან სხვებისგან ძალიან დიდი სიყვარულიც კი არ არის საკმარისი შენი სულისთვის“ - დოდინსკი

11.„ვერ შეიყვარებ სხვებს, თუ არ გიყვარს საკუთარი თავი: როგორ უნდა გასცე ის, რაც არ გაქვს?“ - სუამი ფრემ ფრიადჰა

12.„რომ ანათებდე, იყავი მართალი.“ - უილიამ შექსპირი

13.„მაშინ, როდესაც აფასებ მოცემულ მომენტს, ყველა უკმაყოფილება ქრება და ცხოვრება მეტად სასიამოვნო ხდება“ - ეკჰარტ თოლი

14.„თუ გარე ფაქტორები შენზე ზემოქმედებას ახდენენ, პრობლემა შენს აღქმაშია და არა მათში, შეგიძლია შეცვალო ხედვა.“ - მარკუს აურელიუსი

15.„ვინც სცადა რაიმე და არ გამოუვიდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, ვისაც არაფერი უცდია - ლოიდ ჯონსი 

16.„შესაძლოა დამარცხდე, გააკეთო შენი მაქსიმუმი და ისევ დამარცხდე, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი უნდა იყო, რადგან სცადე. თუ არ იღებ მარცხს, როგორც შესაძლებლობას, არ ხარ მიმართული წარმატებისკენ. თუ არ ცდილობ - არ რისკავ“ - როზალინ კარტერი

17.„წარმატება მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი“ - ბენ სვიტლანდი

18.„იმოქმედე ახლა“ - ნაპოლეონ ჰილი

19.„იყავი იქ, სადაც უნდა იყო ახლა“ - რამ დასი

20.„დაითვალე შენი წარმატებები“ - ოგ მანდინო

 

აქციეთ ყოველდღიურობად მსგავსი ფრაზების კითხვა, აიმაღლეთ მოტივაცია მაშინაც, როდესაც მძიმე დღეები გაქვთ. გაიმეორეთ ისინი და იყავით მეტად თავდაჯერებულები.

 


goalcast.com

| გააზიარე
მოგწონთ?