სიკეთე, როგორც მთავარი მოტივაცია - გამონათქვამები


ალბათ ყველა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რა არის ცხოვრების აზრი? იქნებ ცხოვრების აზრი სიკეთის კეთებაშია, ისეთი სიკეთის, რომელსაც არ ითვლიან, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ, იმ წმინდა სიკეთეში, რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს? 

 

წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებიც გვიბიძგებს, უფრო მეტი სიკეთე ვაკეთოთ ცხოვრებაში:

 

•„ნურასდროს დაიზარებ სიკეთის გაკეთებას, ეს ყველაზე ტკბილი მოვალეობაა, რაც ყოველდღე შეიძლება დაუწესო საკუთარ თავს“

•„შენ არ გჭირდება მიზეზი, რათა სხვებს დაეხმარო“

•„არასდროს დაკარგო შანსი კეთილი სიტყვის თქმის

•„სიკეთე აბედნიერებს, როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს“

•„ადამიანი გამუდმებით უნდა ილტვოდეს სიკეთისაკენ“

•„ჩემი რელიგია არის მარტივი, ჩემი რელიგია სიკეთეა“

•„არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება, რასაც სიკეთის კეთებისას შეიგრძნობს ადამიანი“

•„იყავი კეთილი ყველას მიმართ, საკუთარი თავის ჩათვლით“

•„სიკეთე ეს არის ენა, რომელიც სმენა დაქვეითებულებს შეუძლიათ ისმინონ და ბრმებს შეუძლიათ დაინახონ“

•„სიკეთე კოზირივითაა ყველაფერში. კეთილი ადამიანები მაგნიტივით იზიდავენ საუკეთესო რამეებს ცხოვრებაში“

•„არასდროს გადადო სიკეთის კეთება ხვალისთვის, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს“

•„კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს“

 

სიკეთის კეთება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც სიცოცხლეს ფასი ეკარგება, სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივებაა, რაც მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული. რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება.

ერთ კეთილ სიტყვასაც ძალუძს სხვისი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. ჩვენ მიერ გაკეთებულმა ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უფრო მეტი სიხარული მოიტანოს, რამეთუ სიკეთე არასდროს იკარგება.

 

-თქვენი აზრით, რა მართავს სამყაროს?

-სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.

 

ამ სამყაროში შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც გინდა - იყავი კეთილი!

არჩევანი შენზეა!

 

თეონა გლოველი

| გააზიარე
მოგწონთ?