როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში


ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, ''როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში''. მაგრამ  ყველასთან ყოველთვის როდი ხდება ასე. რადგან ყველამ არ იცის როგორ...

იმისათვის, რომ სამყარო დაგეხმაროთ ოცნებების ასრულებაში, თქვენ უნდა იცოდეთ 3 რამ, რათა მიხვდეთ სად იმალება ჩვენი ცხოვრების მთავარი ქვაკუთხედი და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სამყარო ჩვენც დაგვეხმაროს სასურველის მიღებაში.

პირველი და ყველაზე მთავარი, უნდა იცოდეთ, რომ სამყარო, ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება და მან, ვინც ეს უკვე გააცნობიერა, 80% -ით უკვე ფლობს სასურველს, 20%-ში კი მცირე პერიოდით ელოდება. იცით რატომ? მათ იციან ე.წ ''ჯადოსნური ფორმულა'', რომელიც ასე გამოიყურება:
იყო! -  იმოქმედო! - გქონდეს!

1. იყო - პირველ რიგში, გახდით ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ იქნებოდით.

მაგალითად, გსურთ იყოთ პატივცემული და წარმატებული ადამიანი? ეცადეთ წინასწარ გამოიყურებოდეთ ისე, როგორც წარმატებული ადამიანები. გახდით მათსავით მამაცები, გამოიმუშავეთ წარმატებისთვის საჭირო უნარები, წაიკითხეთ იგივე წიგნები, დახვეწეთ სხეულის ენა და საუბრის კულტურა. ეცადეთ პირველ რიგში განიცადოთ შინაგანი ტრანსფორმაცია და გჯეროდეთ იმ ადამიანის, ვინც გინდათ რომ მომავალში გახდეთ.

2. იმოქმედო - სამყაროსგან გამოგზავნილი შესაძლებლობები აუცილებლად გამოიყენეთ, რადგან ეს შემთხვევით არ ხდება.

როგორც კი პირველ საფეხურს წარმატებით გადალახავთ, ანუ როგორც კი წინასწარ მოერგებით თქვენ სურვილებს და მზად იქნებით ახალი ნაბიჯების გასაკეთებლად, სამყარო ოცნების ასრულების სხვადასხვა გზებს  ანუ ''მოქმედების'' შანსებს გამოგიგზავნით. რადგან ყოველთვის ხდება ის, რისთვისაც ვართ მზად და რაც დავიმსახურეთ.

3. გქონდეს - ანუ როგორც უკვე ავღნიშნეთ, დამსახურებულად მიიღოთ ის, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდით.

ახლა უკვე თქვენ იცით, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია რადგან ''თქვენ ხართ ცოცხალი მაგნიტი, თქვენივე აზრებით ცხოვრებაში იზიდავთ ადამიანებს, სიტუაციებს თუ გარემოებებს. ცნობიერებაში, როგორი აზრებიც გაქვთ, ადრე თუ გვიან თქვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდება'' - ბრაიან თრეისი.


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?