როგორ დავიწყოთ ბიზნესი? ანუ, წინ სრული სვლით!


ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ვფიქრობთ ბიზნესზე. ეს ფიქრი შეიძლება წამიერი იყოს, რადგან ვერ დაივინახოთ თავი რომელიმე საქმის მმართველად, ან უბრალოდ შესაფერისი იდეა არ მოგვივიდეს. მაგრამ შეიძლება აკვიატებად გვექცეს და მისი განხორციელბა სწრაფადვე დავიწყოთ. ამისათვის უნდა დავიმუხტოთ ენთუზიაზმით და რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინოთ.

ნაბიჯი 1. იდეა
პირველ რიგში, გვჭირდება იდეა. ბიზნესის დამწყებთაგან ბევრს უჭირს მოიფიქროს რა საქმით დაკავდეს და თუ თქვენ იცით რა გინდათ ე.ი. საქმის დიდი ნაწილი გაკეთებული გაქვთ. მაგრამ მოქმედებაზე გადასვლამდე დაფიქრდით - არის ეს რაც გინდათ? ხედავთ თქვენს თავს ამ საქმეში და ზუსტად იცით რა როლი გექნებათ? მოარგეთ თქვენი ბიზნესი მომხმარებელს, დაფიქრდით რა სჭირდებათ მათ, აძლევთ კი იმას რასაც ელოდებიან? ხედავთ თქვენს ადგილს ბაზარზე? თუკი დადებითი პასუხები გაქვთ, მაშინ დროა შემდეგ ნაბიჯზე გადახვიდეთ.

ნაბიჯი 2. ბიზნეს გეგმა
ეს ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია. არ დაიწყოთ საქმე ექპრომტად. თუკი წარმატების მიღწევა გინდათ ყველა დეტალი წინასწარ უნდა გათვალოთ. კარგად შედგენილი ბიზნეს გეგმა აგარიდებთ ზედმეტ თავსატეხებს, მზად იქნებით მოსალოდნელი პრობლემებისთვის და პირველი ნაბიჯებიც მეტად ძლიერი იქნება.

ნაბიჯი 3. არ იჩქაროთ
რაც არ უნდა მოხდეს არ აჩქარდეთ. კარგად დაფიქრდით. ეს ის მომენტია, როცა ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. ახალ კომპანიებს არ აქვთ ზედმეტი ხარჯების ფუფუნება და ნაჩქარევი შეცდომების უფლება. გააანალიზეთ რა გჭირდბათ, რისთვის და რა გზით აპირებთ მიღებას. გააანალიზეთ იდეის პლიუსები, ძლიერი მხარეები, რა მხრივ გჭირდებათ ცოდნის გაღრმავება, ინფორმაციის მიღება.  გააცნობიერეთ, რომ წინ დიდი გზა გელოდებათ და მოემზადეთ. ამის შემდეგ დაარეგისტრირეთ კომპანია და პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადადით.

ნაბიჯი 4. დაიწყეთ და არ გაჩერდეთ
ეს ნიშნავს, რომ უნდა დაიწყოთ და არ გაჩერდეთ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ საქმეს!  მზად იყავით ცვლილებებისთვის და განვითარებისთვის. შეინარჩუნეთ თავდაჯერებულობა და გჯეროდეთ, რომ წარმატება თქვენს ხელთაა.


მარიამ მერაბიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?