როგორ გავიფერადოთ ყოველდღიურობა?


ცხოვრებაში არის დღეები როდესაც ახალი და საინტერესო არაფერი ხდება, ერთფეროვნად მოსდევს ერთ დღეს მეორე და არ იცით, როგორ შეცვალოთ ეს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, „ნაცრისფერი დღეები“ თქვენს ცხოვრებაში თქვენივე არჩევანია, უფრო ზუტად კი, თქვენივე გადაწყვეტილებების შედეგი. თუ გინდათ არსებული რეალობა შეცვალოთ, გააფერადოთ ყოველდღიურობა და ნამდვილი შემოდგომის ფერები დაინახოთ, მაშინ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები და თქვენ ნაკლები „ნაცრისფერი დღეები“ გექნებათ ცხოვრებში.

1.არ მოდუნდეთ! არ არის საკმარისი ის, რაც იცით, მეტი გჭირდებათ. თვითგანვითარება - ეს ისაა, რაც აუცილებელია. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? პირველ რიგში გჭირდებათ სწორად შეარჩიოთ წიგნები, მოუსმინოთ წარმატებული ადამინების ვიდეოებს, უყუროთ სამოტივაციო ფილმებს და ნელ-ნელა თვითონ მიხვდებით როგორ უნდა გააგრძელოთ თვითგანვითარება.  ადამიანი ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.

2.განსაზღვრეთ პრიორიტეტები ცხოვრებაში, დასახეთ მცირევადიანი და გრძელვადიანი მიზნები, მათი მიღწევის გზები.

3.იზრუნეთ თვითშეფასებაზე, მნიშვნელოვანია თქვენი თვითშეფასება მოწოდების სიმაღლეზე იყოს, ხოლო ამბიციები შესაძლებლობის პროპორციული.

4.შანსებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც ცხოვრება გაძლევთ, უარი არ თქვათ. არ შეგეშინდეთ სიახლეების, თამამად ჩამოართვით ხელი ახალ გამოწვევებს. სხვანაირად შამპანურს ვერ დალევთ.

5.იპოვეთ თქვენი საქმე, რასაც გააკეთებთ სიამოვნებით, ეს ყველაზე რთულია და მისი მოძებნა ჯერ საკუთარ თავში უნდა დაიწოთ. ყველაზე დიდი ომი საკუთარ თავთან ომია. როცა შეძლებთ შინაგანი ჭიდილი დაძლიოთ - თქვენ შეძლებთ იპოვოთ საკუთრი თავი, ეს კი ნიშნავს რომ თქვენ უკვე იცით ვინ ხართ და რა გინდათ.

6.დღეში რამდენიმე წუთი დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, თქვენთვის მოსახერხებელი ნებიმიერი ფორმით, არ არის აუცილებელი ეს ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად აკეთოთ, გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ამას აკეთებთ საკუთარი თავისთვის.

7.გაიღიმეთ ხშირად, თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ პოზიტივი გაავრცელოთ ირგვლივ და სხვეს მოუტანოთ დადებითი ემოცია.

8.იმუშავეთ საუთარ თავზე როგორც ფიზიკურად, ასევე მიეშველეთ მას ფსიქოლოგიურად. გაამხნევეთ ის და უთხარით მას ჯადოსნური ფრაზა, რომ „შეუძლებელი არაფერია!“

9.გახსოვდეთ, რომ დრო არ ჩერდება და ვერც თქვენ შეაჩერებთ მას. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც დრო გადის ოცნებების ასასრულებლად ნაკლები დრო გრჩებათ. თქვენ ხომ არ გინდა, რომ უარი თქვათ ოცნებებზე? ცხოვრებამ კი არ უნდა შეგიცვალოთ ოცნება, არამედ ოცნებამ უნდა შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

არ გინდა, რომ უარი თქვათ ოცნებებზე? ცხოვრებამ კი არ უნდა შეგიცვალოთ ოცნება, არამედ ოცნებამ უნდა შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

| გააზიარე
მოგწონთ?