ცნობილი დიზაინერის, ჯორჯო არმანის, საქმიანი რჩევები


ჯორჯო არმანი 1934 წელს, იტალიის პატარა ქალაქში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ 2 წლიანი სწავლის შემდეგ მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი მოწოდება, მიატოვა უნივერსიტეტი და მილანის ყველაზე დიდ მაღაზიაში მუშად მოეწყო. სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატების გზა. დღეს მისი ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. 

ჯორჯო არმანი მისაბაძი მაგალითია არა მარტო მოდაში, არამედ ბიზნესშიც. მან შეძლო და უბრალო ბიჭიდან, მსოფლიო დონის დიზაინერი გახდა.

 

გთავაზობთ მის რჩევებს, რომლებიც დაეხმარებათ დამწყებ ბიზნესმენებს და ყველას, ვისაც წარმატების მიღწევა სურს.

 

ყოველთვის გაითვალისწინეთ სხვების აზრი

„ჩემს კომპანიაში არიან ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად ვუსმენ გადაწყვეტილების მიღებამდე. როგორც ამბობენ: "ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესია." ასეა ბიზნესშიც. აუცილებლად მოისმინეთ რამოდენიმე ადამიანის აზრი, ჰკითხეთ რჩევა სხვებს. 

არ არის საჭირო საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენება. გადაწყვეტილება ფხიზელი გონებით მიიღეთ, გამორიცხეთ ნებისმიერი ემოცია, რომელსაც შეუძლია მანიპულირება თქვენი ცნობიერებით.“

 

მიაქციეთ ყურადღება მცირე დეტალებს

„იმისათვის, რომ რაიმე უნიკალური გამოგივიდეთ, ყურადღებას უნდა აქცევდეთ ყველაზე უმნიშვნელო დეტალებს. ფოკუსირდით არა მარტო საბოლოო მიზანზე, არამედ იმაზეც, როგორ მიხვიდეთ მასთან, რა და როგორ გამოიყენოთ.

ძალიან ხშირად ახალგაზრდა მეწარმეები ისახავენ მიზანს, იწყებენ შესაძლო მოგების დათვლას, წარმოიდგენენ როგორ დაისვენებენ სანაპიროებზე და დალევენ წითელ ღვინოს. ეს ყველაფერი კარგია და მიზნები საჭიროა, მაგრამ ბევრს ავიწყდება მცირე დეტალები. თუ მათ არ გავითვალისწინებთ, მაშინ დასვენება სანაპიროზე შეიძლება წლობით გადაიდოს. 

საკუთარი ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია, ყველაფერი წვრილმანების დონეზე გათვალოთ, გაწეროთ რისკები, შესაძლო დანახარჯები, გადადოთ გარკვეული თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და ა.შ. თუ კრიტიკული სიტუაცია წარმოიქმნება, რომელსაც არ გეგმავდით, მისთვის თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ.“

 

ბიზნესის წესი: გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების

„თქვენ იცით და შეგიძლიათ მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საჭიროა საკუთარი შესაძლებლობების დაფასება. საკუთარი თავის და საკუთარი ძალების რწმენა არის ყველა წარმატებული ადამიანის მამოძრავებელი ძალა. თავიდან ისახება ოცნება, შემდეგ რწმენა და მხოლოდ შემდეგ - დასახული მიზნის მიღწევის საშუალებები. იქ, სადაც მთავრდება რწმენა, შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.

რაც უნდა მოხდეს, რა სირთულეებიც უნდა შეგხვდეთ გზაზე, ყოველთვის იყავით ძლიერი. ვიცი, რომ ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალობაში ბევრად რთულია. მაგრამ ვინ ამბობს, რომ ადვილი იქნება? წარმატების მიღწევა გსურთ? - მოემზადეთ სირთულეებისთვის.“

 

სამსახური - ეს, ცხოვრების ნაწილია

„პრაქტიკულად ყველა მილიონერი აღნიშნავს, რომ სამსახური მათი ცხოვრების ნაწილია. არასდროს დაკავდეთ იმით, რაც არ მოგწონთ. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და არ ღირს მისი დახარჯვა იმ საქმის კეთებაში, რაც არ გიყვართ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად შეყვარებული ხართ თქვენს კომპანიაზე, ბიზნესზე და იმაზე, რასაც დღიდან დღემდე აკეთებთ, შეძლებთ მიაღწიოთ წარმოუდგენელ სიმაღლეებს, გახდეთ საკუთარი საქმის პროფესიონალი.“

 

პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა

„საკუთარ თავს დაუწესეთ - პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა. თუ რაიმე პასუხისმგებლობას აიღებთ, შეასრულეთ. ეს უდიდესი პლიუსია არა მარტო ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. თუ ცხოვრებას ამ პრინციპით აგრძელებთ, მაშინ თანამშრომლებსაც უნდა მოსთხოვოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა თავის სიტყვებსა და ქმედებებზე.“

 

და ბოლოს:

•„თქვი ის, რასაც რეალურად ფიქრობ - ეს თანამედროვე მსოფლიოს ფუფუნებაა.“

•„ყველაზე ამტანები იმარჯვებენ. თქვენ უნდა გქონდეთ კრედო, სტიმული, რომლისთვისაც იმოძრავებთ წინ და ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.

•„არასდროს ვქმნიდი დიზაინს მოდის გამო. ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ადამიანებს ჩემი ტანსაცმელი ეტარებინათ.“

•„პირველ რიგში, საჭიროა, ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და ვუთხრათ მას: მე მაქვს საკუთარი ხედვა, რომელიც ჩემს ტანსაცმელშიც აისახება.“

| გააზიარე
მოგწონთ?