როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? - საინტერესო გამონათქვამები


თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვიღლებით, გვიცრუვდება იმედი და აღარ გვინდა დასახული მიზნისკენ გზის გაგრძელება. სწორედ ასეთ დროს გვჭირდება უფრო მეტი ენერგია და მოტივაცია. სტატიაში მოცემულია გამონათქვამები, რომლებსაც ამ მხრივ ნამდვილად შეუძლიათ დადებითი ზეგავლენის მოხდენა:

●"რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი თქვენთან. ძალიან ბევრი თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ." - ნაპოლეონ ჰილი. 

●"როგორიც არ უნდა იყოს მიზანი, თქვენ მისი მიღწევა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავთან დაუღალავად იმუშავებთ." - ოპრა უინფრი.

მუდამ გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიადი იყოს მიზანი, მისი მიღწევა შეიძლება შრომით და დისციპლინის დაცვით. ყოველთვის გაუმეორეთ საკუთარ თავს უოლტ დისნეის გენიალური ფრაზა: "თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი, შეგიძლია გააკეთო კიდეც."

●ზოგჯერ ვერ ვბედავთ ახალი ნაბიჯის გადადგმას, ახალი საქმის დაწყებას, რადგან გვეშინია. ვფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია და როგორც ჩანს, ამ დროს გვავიწყდება ნელსონ მანდელას სიტყვები: "მუდამ შეუძლებლად გეჩვენება, ვიდრე არ გააკეთებ." 

●ალბათ ზოგიერთი იტყვის, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ და ყოველთვის ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ყველაფერს. დიახ, ეს ასეა, ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ქარი, მაგრამ შეგვიძლია მოვმართოთ აფრა. ყოველთვის გახსოვდეთ: "შიში არაფერია, გარდა მდგომარეობის გათვალისწინებისა." - ნაპოლეონ ჰილი. ამიტომ იმუშავეთ საკუთარ თავზე, რათა დაამარცხოთ უარყოფითი აზრები და წარუმატებლობის შიში. "ყოველ დამარცხებასა და ტკივილში არის მარცვალი, რომელიც მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე დანაკარგია." - ნაპოლეონ ჰილი.

●როცა მოტივაციის ნაკლებობას ვიგრძნობთ, გავიხსენოთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა და ვალდებული ვართ, ჩვენვე ვუხელმძღვანელოთ მას. "შენი ცხოვრების ისტორიის წერისას, არავის დაანებო კალმის ხელში დაჭერა." - ჰარლი დევისონი.

ამდენი დაბრკოლების, ბარიერის და ნეგატიური გარემოს არსებობისას, ძალიან ძნელია ადამიანმა შეინარჩუნო მოტივაცია და მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა დამიჯერეთ, თუ იფიქრებთ საბოლოო ჯილდოზე, უდიდეს შინაგან ძალას იგრძნობთ და მუდამ გექნებათ განწყობა ბრძოლისთვის, მუდამ გექნებათ ჟინი, მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. 

გახსოვდეთ, "რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია ტრიუმფი." 

 

| გააზიარე
მოგწონთ?