კითხვები, რომლებიც შეხვედრებზე უხერხული დუმილისგან გიხსნიან


ჩვენ ზოგჯერ ვხვდებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც უხერხული სიჩუმის გადასაფარად უინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს შეკითხვები, რომლებზეც მარტივად ,,კი“ ან ,,არა“ პასუხით ვერ  შემოიფარგლებით. შესაძლოა მოულოდნელი და საინტერესო ფაქტებიც შეიტყოთ მოსაუბრის შესახებ და ბონუსიც კი მიიღოთ მასთან დაახლოების სახით.

გთავაზობთ შეკითხვებს, რომლებიც დაყოფილია თემებად და შეგიძლიათ, შესაბამისი სიტუაციებისთვის გამოიყენოთ ისინი:

 

სამსახური

1.    აქ რომ არ მუშაობდეთ, სად იქნებოდით ახლა?
2.    როგორ გახდით (პროფესიის სახელი)?
3.    ყველაზე მეტად რა გაოცებთ ამჟამიდნელი სამსახურის შესახებ?
4.    რა არის ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც უფროსს თქვენთვის დაუვალებია?
5.    გარანტირებული წარმატება რომ გქონდეთ, რა სამსახურს ისურვებდით?
6.    რა იყო თქვენი პირველი სამსახური? მოგწონდათ ის?
7.    რა არის საუკეთესო პროფესიული რჩევა, რაც ოდესმე მიგიღიათ? ან ყველაზე ცუდი?

 

გართობა

1.    რაიმე კარგ წიგნს კითხულობთ ამჟამად? სიამოვნებით მივიღებ რეკომენდაციებს.
2.    არის ისეთი აპლიკაციები თქვენს ტელეფონში, რომელთა გარეშეც არ შეგიძლიათ ცხოვრება?
3.    მხოლოდ ერთი ჟანრის ფილმების ყურება რომ შეგეძლოთ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, რა იქნებოდა ეს?
4.    რომელია ისეთი წიგნი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და ყველას უყვარს ის, ან პირიქით?
5.    ბოლოს რომელ ფილმზე იტირეთ? ან იცინეთ ხმამაღლა?

 

საკვები

1.    სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ერთი რამის ჭამა რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ეს?
2.    რა არის ყველაზე უცნაური რამ, რაც ოდესმე გიჭამიათ?
3.    რომელია თქვენი საყვარელი საჭმელი?
4.    არსებობს ისეთი საჭმელი, რაც არასდროს გიჭამიათ?
5.    აქვს თქვენს ოჯახს რაიმე ,,საიდუმლო“ ან ცნობილი რეცეპტები?
6.    რომელია თქვენი საყვარელი რესტორანი, რომელიც სხვებისთვის არაა ცნობილი?

 

მოგზაურობა

1.    რომ შეგეძლოთ უფასოდ სადმე გაფრენა, სად წახვიდოდით?
2.    რომელია ყველაზე მაგარი მოგზაურობა, რომელშიც ყოფილხართ?
3.    ბოლოს სად იყავით სამოგზაუროდ? 
4.    აქტიურ დასვენებას ამჯობინებთ თუ სანაპიროზე მოდუნებას?
5.    სად გეგმავთ შემდეგ მოგზაურობას?
6.    დასვენების დღეებში რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

 

ცხოვრების ისტორია

1.    გაქვთ რაიმე დამალული ნიჭი ან გასაოცარი ჰობი?
2.    რა იყო თქვენი საყვარელი კლასგარეშე საქმიანობა საშუალო სკოლის დაწყებით კლასებში?
3.    რა იყო ის აქსესუარი ან ნივთი ბავშვობაში, რომელსაც მუდმივად ატარებდით თან?
4.    ყველაზე დაუჯერებელი რამ, რაც ოდესმე გადაგხდენიათ თავს?
5.    ვინ არის თქვენთვის მისაბაძი მაგალითი ცხოვრებაში?
6.    საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე მიგიღიათ?

 

სრულიად შემთხვევითი

1.    მსოფლიოს მერვე საოცრებას რომ ირჩევდეთ, რას აირჩევდით?
2.    ყველაზე უცნაური ქათინაური, რაც კი ოდესმე მიგიღიათ?
3.    ოდესმე თუ გიფიქრიათ რაიმეს გამოგონება ან კომპანიის შექმნა და მერე აღმოგიჩენიათ, რომ ვიღაცამ უკვე გააკეთა ეს?
4.    კოლეჯში რომ ნებისმიერ კურსს ასწავლიდეთ რაც გსურთ, რა იქნებოდა ის?
5.    ყველაზე უჩვეულო რამ, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ?
6.    რომელ შინაურ ცხოველს იყოლიებდით?

სასიამოვნო საუბრებს გისურვებთ!

 


www.themuse.com

| გააზიარე
მოგწონთ?