როგორ დავამარცხოთ დეპრესია და დავიწყოთ ცხოვრება?


დეპრესია დამძიმებულ ხასიათს ნიშნავს, როდესაც ადამიანს ეუფლება პესიმისტური აზრები, შეპყრობილია უიმედობით და ფიქრობს, შეუძლებელია მიაღწიოს   წარმატებას  და იყოს უბრალოდ ბედნიერი. თუკი გავიაზრებთ დეპრესიის გამო რამდენ ძვირფას წუთს ვკარგავთ ცხოვრებაში და რამდენ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან, ნამდვილად დაგვწყდება გული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ დაამარცხოთ დეპრესია და დაუბრუნდეთ ცხოვრების ენერგიულ რიტმს დროულად!

 

1. ისეირნეთ ფეხით

ძალიან სასარგებლოა ბუნებაში ფეხით სეირნობა, რადგან ამ დროს ჩვენი გონება და სხეული ივსება დადებითი ენერგიით. სუფთა ჰაერი და მზის სხივები ბუნებრივი ანტიდეპრესანტებია, რომლებიც გვეხმარება უკეთესად ვიგრძნოთ თავი და გავთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან. გაზაფხულზე ფეხით სეირნობა კი ორმაგად ეფექტურია.

 

2. მიიღეთ მზის აბაზანები

მზის სხივები აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნისთვის, რომელიც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს და ადამიანის ორგანიზმს უბრუნებს ბედნიერების განცდას.

 

3. იკითხეთ წიგნები 

განწყობის ასამაღლებლად აუცილებელია ვიკითხოთ წიგნები, ამისათვის კი საჭიროა სწორად შევარჩიოთ წასაკითხი წიგნების სია. შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი ლიტერატურა, რომელიც მოგვცემს მოტივაციას და კვლავ აგვანთებს სიცოცხლის სიყვარულით.

 

4. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს

ალკოჰოლის ხანგრძლივად და ჭარბად მიღება გაართულებს თქვენი მდგომარეობის საერთო ფონს, ამიტომ თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. ეცადეთ საკუთარი ძალებით დააღწიოთ თავი დეპრესიას.

 

5. იკვებეთ სწორად

სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ჯანმრთელი საკვები გააუმჯობესებს თქვენს ხასიათს, ხოლო ზედმეტი ტკბილეული ის კალორიებია, რომელიც თრგუნავს ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. შეგიძლიათ მიირთვათ კაკალი, ხილი, ზღვის პროდუქტები და შავი შოკოლადიც  კი. (რა თქმა უნდა, ზომიერად)

 

6. გაიღიმეთ ხშირად

ეცადეთ იპოვოთ მეტი პოზიტივი სამყაროში და  გაიღიმოთ ხშირად. ღიმილი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. 

 

7. გახსოვდეთ თქვენი ოცნებები 

გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელი ოცნებები. რაზე ოცნებობდით, რისი მიღწევა გსურდათ. ხშირად დეპრესიის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, რადგან არ აქვთ საყვარელი საქმე. ამიტომ გაიხსენეთ რისი კეთება გსურთ, რაზე ოცნებობთ და მისდიეთ თქვენს ოცნებებს კვალდაკვალ.

 

8. გახდით შემოქმედი

გადაიტანეთ თქვენი ფიქრები ფურცლებზე, დაწერეთ ან უბრალოდ დახატეთ თქვენს გონებაში არსებული პეიზაჟები. გამოხატეთ საკუთარი ემოციები კრეატიულად  და აუცილებლად იგრძნობთ თავს უკეთესად.

 

9. შეისწავლეთ უცხო ენა

შეგიძლიათ დაიწყოთ რომელიმე უცხო ენის შესწავლა ან გაამდიდროთ თქვენი ცოდნა ამ მხრივ. მოიძიეთ ინტერნეტში უცხო ენების ონლაინ კურსები. შეგიძლიათ ჩაეწეროთ უცხო ენების შემსწავლელი კურსების ინტენსიურ ჯგუფში და სხვა ადამიანებთან ერთად შეისწავლოთ  უცხო ენა გუნდურად და წარმატებულად.

 

10. უსმინეთ სამოტივაციო ვიდეოებს

მოიძიეთ ინტერნეტში სამოტივაციო ვიდეოები და სემინარები. მათი მოსმენა საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ და დარწმუნდებით, რომ თქვენც შეგიძლიათ გადალახოთ სხვადასხვა სახის დაბრკოლება და მიაღწიოთ სასურველ მიზანს - რა თქმა უნდა ამისათვის საჭიროა დროულად დაიწყოთ მოქმედება.

 

11. მოუსმინეთ საკუთარ გულს 

ყოველთვის უსმინეთ საკუთარ გულს და გონებას, რომელიც აუცილებლად მოგცემთ სწორ რჩევებს დეპრესიის დასამარცხებლად. საჭიროა გქონდეთ საკმარისი სიმამაცე იმისთვის, რომ შეიცვალოთ და გადადგათ ნაბიჯები იმის შესაცვლელად, რაც არ მოგწონთ და ცუდ მდგომარეობაში გაყენებთ. ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ, თუ მიიღებთ გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას - იაროთ წინ ბედნიერებისკენ. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?