როგორ გავხდეთ განსაკუთრებული პიროვნება და მივაღწიოთ წარმატებას - 8 თვისება


ნებისმიერი სახის  წარმატება მაღალ მორალურ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. დააკვირდით, როგორ მწიფდება თესლი და რა გზას გადის ნაყოფის მოცემამდე. გონებრივი პროცესიც იმავე გზას გადის, აზრებიც იზრდებიან და ვითარდებიან მანამ, სანამ არ მიაღწევენ დამამთავრებელ სტადიას. ბიზნესის ან რაიმე საქმის წარმოების დროს, აუცილებელია კარგი პიროვნული თვისებები, რომლებსაც ნელ-ნელა განვავითარებთ. 

ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ჯეიმს ალენი, გამოყოფს 8 მნიშვნელოვან თვისებას წარმატებისთვის.

 

1. ენერგიულობა

ეს მძლავრი ძალაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმატების მიღწევა. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი სურთ, თუმცა მათ ენერგია არ ყოფნით. რა თქმა უნდა, ენერგიული ადამიანიც, დროებით შეიძლება უმუშევარი აღმოჩნდეს და განიცადოს ხელმოკლეობა, თუმცა ის შეუპოვრად დაიწყებს სამუშაოს ძებნას, ვიდრე არ იპოვნის მას, რამეთუ მისთვის ყველაზე საშინელი რამ უმოქმედობაა, შრომა კი სიამოვნების მიმნიჭებელი. 

 

2. მომჭირნეობა

ამბობენ, რომ ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს. ის ვერ იტანს აგრეთვე არაგონივრულ ფლანგვას. გონივრული მომჭირნეობის გამოვლინება კი ნიშნავს არა სიძუნწეს ფინანსური თვალსაზრისით, არამედ, ზომიერების დაცვას და ძალების კონცენტრირებას ყველა იმ კაპიტალისა და რესურსის შესანარჩუნებლად, რაც ადამიანის ხასიათშია.

 

3. პატიოსნება

ნათქვამია, „სხვებს ისე მოიქეცი, როგორც გინდა, რომ ისინი მოგექცნენ“. სამყაროში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ეს პრინციპი ცნობილია, როგორც ქმედებისა და უკუქმედების ტოლობის პრინციპი. ნებისმიერ საზოგადოებაში და აგრეთვე, ბიზნესშიც, ადამიანთა ცხოვრება იგება ურთიერთგაცვლის საფუძველზე.

 

4. მომართულობა

ეს წესრიგის პრინციპია, მისი წყალობით გონება და მეხსიერება თავისუფლდება ზედმეტი ზრუნვისაგან ბევრის ერთამდე დაყვანის გზით. თავად დააკვირდით, განვითარება და შენარჩუნება დამოკიდებულია ანბანის სულ 33 ასოს მოწესრიგებულ გამოყენებაზე; მათემატიკის სფეროში ყველა საოცარი მიღწევა 10 ციფრის მოწესრიგებული განლაგების შედეგია.
 

5. თანაგრძნობა

უოლტ უიტმენმა, რომელიც ჰოსპიტალში მწოლიარე დაჭრილ ჯარისკაცებს მკურნალობდა, თანაგრძნობა ასე დაახასიათა: „მე არ ვეკითხები დაჭრილს, თუ როგორ გრძნობს თავს, მე ჩემს თავში ვგრძნობ ამ თვისებას.“  როცა თანაუგრძნობ სხვების გასაჭირს, მხოლოდ მაშინ ხდი შეუძლებელს შესაძლებლად და სწორედ ამ თვისებას მივყავართ საუკეთესო შედეგებამდე.

 

6. გულწრფელობა

„სიმართლე არ იგრძნობა!“ - ხშირად ვამბობთ ხოლმე. ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. ადრე მონეტის ნამდვილ ფასეულობას ბგერით ამოწმებდნენ. ასევეა ადამიანებთანაც. მათი სიტყვებიდან და საქციელებიდან გამომდინარეობს განსაზღვრული ვიბრაცია, ეს რაღაც ბგერასავითაა, რომელსაც ყური ვერ იჭერს და გარშემომყოფი ადამიანები ინსტინქტურად ასე ამჩნევენ სხვაობას ნამდვილ და ყალბ ბგერებს შორის.

 

7. მიუკერძოებლობა

ესაა ნებისმიერ საქმეში სარგებლის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიღება, არამედ ორივე მხარის პოზიციის ობიექტური გათვალისწინება და შესაბამისად მოქცევა. დაფიქრდით, ცხოვრებაში რამდენ სიხარულს და შანსებს უშვებთ ხელიდან წინასწარი არასწორი შეგონებით?! 

 

8. თავდაჯერებულობა

ყველა დროში ადამიანებს ჩვევად ჰქონდათ და ამჟამადაც აქვთ ის, რომ დასაყრდენი რაღაც გარეგანში მოეძებნათ მაშინ, როცა მის შინაგანში გაცილებით უფრო მეტი და სანდო პოტენციალი მოიპოვება. 


ეცადეთ, გამოეყოთ ბრბოს, გახდეთ განსაკუთრებულები, შეებრძოლეთ მენტალურ სტერეოტიპებს. აირჩიეთ ჯანსაღი აზროვნება და დაუჯერეთ ადამიანებს, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს.

 

იფიქრეთ ამ ყველაფერზე!
 

| გააზიარე
მოგწონთ?