11 რამ, რაც დაგეხმარებათ მოიპოვოთ ბედნიერება


ადამიანები ხშირად წუწუნებენ თავიანთ უბედურებაზე, აქვთ მუდმივი სტრესი, არიან დეპრესიულები, აღარაფერი უხარიათ და შესაბამისად მათი თვითშეფასებაც ეცემა. ყოველდღიურობას სიხარული არ მოაქვს, ურთიერთობები იძაბება და შედეგად წარმატებაც აღარ მოდის. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში? პირველ რიგში,  უარი თქვით ასეთ ყოველდღიურობაზე და არ იფიქროთ, რომ ბედნიერება თავისთავად მოვა. უბრალოდ განსაზღვრეთ რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის ან რა არის თქვენთვის ბედნიერება. თუ ის მაინც და მაინც ფულთან ასოცირდება არასწორ გზაზე დგახართ. ძვირადღირებული ნივთები ამ გრძნობას მხოლოდ მცირე ხნით თუ გაგიჩენთ.

შემოგთავაზებთ რჩევებს იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ:

 

1.აპატიეთ საკუთარ თავს

უშეცდომო არავინაა, შეცდომა კი სულაც არ არის ტრაგედია, ის კარგ გამოცდილებას გვაძლევს მომავლისთვის. ნუ იქნებით საკუთარ თავზე გაბრაზებული. აპატიეთ და შეიყვარეთ ის.

 

2.მოაწესრიგეთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან

ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები თავიდან აგარიდებთ იმ სტრესს, რომელსაც ახლობლებთან კამათისას იღებთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და მეგობრებს.

 

3.იბრძოლეთ ოცნებების ასასრულებლად

ყველაფერი გამოგივათ რასაც გულით მოინდომებთ. უბრალოდ არასდროს შეწყვიტოთ წინსვლა და გამოდით კომფორტის ზონიდან.

 

4.ივარჯიშეთ

დღეში თუნდაც ათი წუთის განმავლობაში ვარჯიში კარგად აისახება როგორც ტვინზე, აგრეთვე სხეულზეც.

 

5.იძინეთ მეტი

ძილი ხელს უწყობს სხეულის სიჯანსაღის აღდგენას და ზრდის შრომისუნარიანობას. კვლევების მიხედვით ძილს მოკლებული ადამიანები ნაკლებად იხსენებენ სასიამოვნო მოგონებებს.

 

 6.დაეხმარეთ სხვებს

ყველაზე დიდი ჯილდო, რასაც ვიღებთ სხვისი დახმარების შემდეგ ეს არის მეტი რწმენა საკუთარი თავის მიმართ. რაც კმაყოფილებას იწვევს. ვხვდებით რომ ვიღაცას ვჭირდებით.

 

7.გაიღიმეთ მთელი გულით

ღიმილს დაუკავშირეთ დადებითი ფიქრები. გახსოვდეთ, ყალბი ღიმილი კიდევ უფრო გაგიფუჭებთ განწყობას.

 

8.ჩაეხუტეთ

საყვარელ ადამიანებთან ჩახუტებას შეუძლია სწრაფად გაგიქროთ უარყოფითი აზრები და შეგიცვალოთ განწყობა.

 

9.წაახალისეთ საკუთარი თავი

ცუდ დღეებში საკუთარ თავს მოუმზადეთ საყვარელი საჭმელი. აჩუქეთ ყვავილები, უთხარით კომპლიმენტი.

 

10.ფოტოები

დააყენეთ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე ან მობილურზე ისეთი ფოტო, რომელებიც შეგახსენებთ თქვენს მიზნებს ან დაუკავშირდება სასიამოვნო მოგონებებს.

 

11.მოიცალეთ ჭამისთვის

ადამიანების უმეტესობას დატვირთული რეჟიმი აქვს. ისინი ამბობენ, რომ ახლა ჭამისთვის არ სცალით. როცა ადამიანი უჭმელია, ტვინს ეგზავნება უარყოფითი მუხტები. ამიტომაც აუცილებლად წაიხემსეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?