გახდი შენი წარმოსახვითი ფილმის რეჟისორი


გახდი შენი  წარმოსახვითი ფილმის რეჟისორი და გაიფერადე ცხოვრება ვიზუალიზაციის დახმარებით

გქონდეს ვიზუალიზაციის  უნარი ძალიან მნიშვნელოვანია.   ადამიანებს შეგვიძლია ჩვენივე  სურვილები ფილმებად ვაქციოთ და თავად გავხდეთ   მისი რეჟისორები. ვიზუალიზაცია  ეს არის წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვა სახეებით და წარმოდგენებით, რომლიც ხშირ შემთხვევაში, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში გვეხმარება კიდეც განწყობისა და ხასიათის შენარჩუნებაში.

რა ხდება ვიზუალიზაციის დროს? ჩვენი აზრები ხშირად მეორდება,  შემდეგ გადაედინება არაცნობიერში, არაცნობიერი მას იღებს როგორც ჭეშმარიტებას და ქმნის ყველა პირობას რომ ის რეალობად იქცეს  და უკან გვიბრუნდება მატერიალიზებული სახით.

ვიზუალიზაცია  შესაიძლება იყოს როგორც პოზიტიური,  ასევე ნეგატიური  სახის.   როგორც ყოველვის,  სურვილს იმისას, რომ ცხოვრება წამოვიდგინოთ ნათელ ფერებში და შემდეგ მატერიალიზებული სახით დავაბრუნოთ ჩვენთან  დიდი მნიშსვნელობა აქვს. ის   გვეხმარება,  რეალურად დავინახოთ როგორი იქნება   ჩვენი  ოცნება.

ვიზუალიზაციის  განსაკუთრებული სემიოტიკური ენა შეგვიძლია ბევრი მეთოდით განვავითაროთ –  მუსიკის მოსმენით,ზღვის ნაპირას სეირნობით, წიგნების კითხვით. მუზეუმებსა  და  ხელოვნების ნებისმიერ დარგთან შეხებით. ჩვენი  წარმოსახვა,  სხვადასხვა სახის ინფორმაციით მარაგდება,რომელიც მომავალში გვეხმარება ვიზუალიზაციის პროცესი გახდეს მრავალფეროვანი  და საინტერესო. ის აქცევს ადამიანს შემოქმედად. მას არა აქვს ზღვარი და არის უსასრულო,როგორც ჩვენი შესაძლებლობები წარმატების მიღწევის საკითხში.

მაგრამ საინტერესოა რატომ არის ვიზუალიზაცია რთული სტრესის დროს?

სტრესის დროს ჩვენს ორგანიზმში  დიდი დოზით სტრესის ჰორმონი კორტიზოლი გამოიყოფა. სხეული და გონება თავისთავად მიყვება ამ პროცესს და ჩნდება ნეგატიური ფიქრები.სწორედ ამ მიზეზით, ძალიან რთულია ბუნებრივ პროცესს მიმართულება შეუცვალო, პოზიტიურად იფიქრო. თუმცა, ყველაფერი  შესაძლებელია  თუ აიძულებ საკუთარ თავს ნეგატიური ფიქრები  პოზიტიური ფიქრით  ჩაანაცვლო( თუნდაც ტკივილის ხარჯზე) რამდენიმე წუთის შემდეგ დამშვიდდები,იმედსა და სიმსუბუქეს იგრძნობ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  გონება ისევ დაუბრუნდება ვიზუალიზაციას ფერად ფერებში, რომელიც  კორტიზოლის დონეს  ორგანიზმში მკვეთრად შეამცირებს და თქვენ ისევ საკუთარი ფილმის დიდებული რეჟისორი  გახდებით.

| გააზიარე
მოგწონთ?