როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც გულით გვსურს?


იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა საჭიროა. სირთულეებთან შეჭიდება და რწმენის შენარჩუნება უფრო მარტივი ხდება, როცა ვიღაც შენი გზის სისწორეში გარწმუნებს. ასეთი ადამიანები ხშირად გამოგონილი სიუჟეტის გამოგონილი პერსონაჟები არიან, ხშირად კი რეალობიდან მოდიან. ისინი გვიჩვენებენ რეალურ, გამოცდილ მაგალითებს და გვარწმუნებენ ცვლილებების აუცილებლობაში. გვასწავლიან თუ როგორ არ უნდა შევუშინდეთ წინააღმდეგობებს, უკან არ დავიხიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასაძლევად.
 

ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილოს“ მთავარი გმირი ჩემთვის სწორედ ასეთი, შთამაგონებელი აღმოჩნდა. ჯუდი ებოტი მწერლად არ დაბადებულა. მან თავად აქცია თავი შემოქმედად.  ეს პერსონაჟი ნათლად გვიჩვენებს თუ რა ძალა აქვს შრომას, მცდელობას და განუზომელ შემეცნების წყურვილს. 
 

ჯუდი ბევრს შრომობდა, კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა და ამას დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით აკეთებდა. კითხვასთან ერთად მას არასოდეს დავიწყებია თავისი მიზანი, გამხდარიყო მწერალი. სწორედ ამიტომ, ის მუდამ მუშაობდა საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დაწერილი რომანები ბევრჯერ დაიწუნეს და ბევრჯერაც უკან დაუბრუნეს, ის მაინც აგრძელებდა წერას. მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად უცხო გარემოში იზრდებოდა, ყველასგან მივიწყებულად და უწევდა მძიმე ფიზიკური შრომის გაწევა, მაინც არასოდეს დაუკარგავს მომავლის რწმენა.

იყო მწერალი და ვინმე შენს ნაწერს კითხულობდეს, ძალიან რთულად მისაღწევია. ამისთვის დიდი შრომა და მოთმინებაა საჭირო. სწორედ ასე იქცეოდა ჯუდი ებოტი. მას, მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა, არასოდეს დაუნებებია თავი წერისთვის.
 

ვინაიდან შრომა უკვალოდ არასოდეს ჩაივლის, ერთ დღეს ჯუდის შრომაც დაფასდა. მან საწადელს მიაღწია და ის მიიღო ცხოვრებისგან, რასაც ამდენხანს ელოდა. მალე მისი რომანები ყველასთვის საყვარელი და სამაგალითო გახდა. ამ პერსონაჟის მთელი ეს წარმატება განპირობებული იყო თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით.
 

ჯუდის პერსონაჟის დახატვით ჯინ ვებსტერმა გვიჩვენა თუ როგორ შეიძლება ცხოვრებისგან ის მიიღო, რაც მთელი გულით გსურს. არ აქვს მნიშვნელობა სად გაიზარდე და რა გამოიარე, მთავარია რა გსურს ახლა! სურვილი შენში უკეთესი მომავლის რწმენას ბადებს, რწმენა კი ,,გაიძულებს” ყველაფრის მიუხედავად, შენი გზა თავად გაკვალო.

 

| გააზიარე
მოგწონთ?