ფილმი მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში


არსებობს უამრავი ფილმი, რომელთა ყურებაც მოტივაციას გმატებს. არის ფილმები, რომელთა ნახვაც საჭიროა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად და არის ფილმები, რომელთა ყურებაც გარდატეხას ახდენს შენში, გცვლის როგორც პიროვნებას. ჩემთვის ასეთი ფილმია 2001 წელს გადაღებული რობერტ ლუკერის "ქერათმიანი ადვოკატი". ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა, ლამაზი გოგონას ისტორიას, რომელმაც სრულიად შეცვლა თავისი ცხოვრება, საქმისადმი დამოკიდებულება. მან იბრძოლა ბევრი, არ დანებდა და მიაღწია დასახულ მიზანს.

 

ვფიქრობ, ფილმი ზედმიწევნით გადმოსცემს იმ პროცესს, თუ როგორ შეიძლება მოინდომოს ადამიანმა საკუთარი ცხოვრების შეცვლა და რა ეტაპების გავლა უწევს ამ ყველაფრისთვის, რა დაბრკოლებები, ბარიერები ხვდება ამ დროს და რა ხერხებითაა მათი გადალახვა შესაძლებელი.

 

"ქერათმიანი ადვოკატი" ჩემთვის არის ფილმი, რომელიც მახსენებს, რომ არასდროს უნდა დავნებდე, არ უნდა დავიხიოთ უკან და  ვიბრძოლო მიზნებისათვის, თუნდაც მათ სხვები ეჭვის თვალით უყურებდნენ.

 

ეს არის ფილმი, რომლის ყურებისას ყოველთვის უფრო მეტად მჯერა საკუთარი ოცნებების ასრულების. მიმაჩნია, რომ ფილმი გვიბიძგებს რეალობას შევხედოთ სხვა თვალით, არ შევაფასოთ წიგნი ყდის მიხედვით, დავანგრიოთ სტერეოტიპები და გვჯეროდეს, რომ აუცილებლად გავხდებით ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთ, უბრალოდ ამისათვის მუშაობა უნდა დავიწყოთ დღესვე. 

 

გირჩევთ, რომ აუცილებლად ნახოთ "ქერათმიანი ადვოკატი", რადგან ეს ფილმი შეგმატებთ მოტივაციას, ბრძოლის ჟინს და სურვილს, რომ ფილმის გმირივით თქვენც დაუმტკიცოთ სხვებს თქვენი სიძლიერე  და აჩვენოთ მათ თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობები. უყურეთ ამ ფილმს და გახსოვდეთ - არასოდეს დანებდეთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?