9 ფრაზა, რომელსაც გონიერი ადამიანები ერიდებიან


ყველას გვითქვამს ისეთი რამ, რაც ადამიანებმა სხვაგვარად გაიგეს და ახსნეს, ამის გამო ხშირად გვინანია ჩვენი სიტყვები. ეს შეცდომა უმეტესად იმის ბრალია, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი ფრაზის არსი კარგად არ გვესმის, ამის ცოდნა კი სოციალურ ცნობიერებას მოითხოვს - უნარს, გააცნობიერო სხვა ადამიანების ემოციები და ამოიცნო რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში.  

გაეცანით ფრაზებს, რომლებსაც გონიერი ადამიანები ურთიერთობისას ერიდებიან: 

 

- „ გადაღლილი ჩანხართ“

ყველამ ვიცით, რომ დაღლილობას უცნაური გამოხედვა, მოუწესრიგებელი ვარცხნილობა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ახასიათებს, ამ ყველაფერზე მინიშნება კი შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხმყოფელია. ამის ნაცვლად, უმჯობესია იკითხოთ: „ხომ ყველაფერი კარგად არის?“, რაც ბევრად თავაზიანს გამოგაჩენთ.


- „შენ ყოველთვის...“ „შენ არასდროს...“

არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაიმეს „ყოველთვის“ ან „არასდროს“ გააკეთებს. ამ ფრაზებით ადამიანებს უნებლიედ ისეთ დისკუსიაში იწვევთ, რომელშიც მათ თავის დაცვა მოუწევთ. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ უბრალოდ მიუთითოთ ქცევებზე, რაც თქვენთვის მიუღებელია.


- „როგორც უკვე აღვნიშნე...“

საუბრისას ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ერთხელ უკვე ნათქვამის გამეორება გიწევთ თქვენს ამპარტავნობაზე მიუთითებს, თანამოსაუბრეს კი აფიქრებინებს, რომ ძალიან შეწუხებული ხართ მისი უყურადღებობით. უმჯობესია გამეორებისას თქვენი სათქმელი უფრო მკაფიოდ, გასაგებად და საინტერესოდ გადმოსცეთ.


- „გისურვებ, რომ იღბლიანი იყო“

თუ ადამიანს იღბალს უსურვებთ, ნიშნავს, რომ მის ნიჭს და შრომის უნარს არ აფასებთ. იმისთვის, რომ მათი პატივისცემა დაიმსახუროთ, უბრალოდ უთხარით, რომ გჯერათ მათი შესაძლებლობების.

 

- „რაც შენ გინდა“

რაც არ უნდა გულგრილი იყოთ კითხვის მიმართ, როცა კითხვით მოგმართავენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ასეთი პასუხის ნაცვლად, სჯობს აღნიშნოთ, რომ „ამასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია არ გაქვთ, თუმცა თვლით, რომ...“

 

- „პირადად მე ასე არასდროს მოვიქცეოდი...“

ასეთი ფრაზა ძალიან აგრესიული ფორმაა იმისა, რომ თქვენი შეცდომებიდან ყურადღება სხვა ადამიანის შეცდომაზე გადაიტანოთ. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ თქვათ „ბოდიში.“


- „ძალიან გამხდარხართ“

ის, რასაც კომპლიმენტად მიიჩნევთ, ხანდახან შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს. ადამიანისთვის იმის მითითება, რომ ბევრი კილოგრამი აქვს დაკლებული, ნიშნავს, რომ მას ადრე ჭარბწონიან პიროვნებად აღიქვამდით. უბრალოდ მარტივად უთხარით, რომ შესანიშნავად გამოიყურება.


- „მისთვის ზედმეტად კარგი იყავი“

როდესაც ადამიანები რაიმე სახის ურთიერთობას ასრულებენ, ასეთი ფრაზით დამშვიდება ხაზს მათ ცუდ გემოვნებასაც უსვამს. როდესაც შეგიძლიათ თავაზიანად უთხრათ, რომ პარტნიორმა მისი სახით ძალიან ბევრი დაკარგა, ამით ზუსტად ისეთივე მხარდაჭერას გამოხატავთ მის მიმართ, როგორსაც გეგმავდით.

 

- „თქვენი ასაკისთვის ძალიან კარგად გამოიყურებით“

ასაკზე აქცენტის გაკეთება ქცევის ძალიან უხეში ფორმაა.  ადამიანებს სურთ, რომ მუდამ გონიერები და მიმზიდველები იყვნენ, ამას კი ასაკთან კავშირი არ აქვს. ასე რომ, თუ კომპლიმენტის თქმა გადაწყვიტეთ, უბრალოდ აღნიშნეთ, რომ მშვენივრად გამოიყურებიან.


გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურ საუბრებში სიტყვების სწორად შერჩევას და მათი გადმოცემის სტილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ გამოიჩინოთ თავაზიანობა, უთხრათ გარშემომყოფებს კომპლიმენტები და გულწრფელად დაიმსახუროთ მათი პოზიტიური დამოკიდებულება.

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?