საინტერესო მეთოდი კარგი პრეზენტაციისთვის


საინტერესო და კარგი პრეზენტაციის წარდგენა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს თქვენს აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას იმ ინფორმაციისადმი, რისი გაზიარებაც გინდათ აუდიტორიისათვის.


არ აქვს მნიშვნელობა თუ რის შესახებ წარადგენთ პრეზენტაციას, პრინციპი ერთი და იგივეა. იგი უნდა იყოს არც თუ ისე დიდი, ადვილად გასაგები და გამოიწვიოს დაინტერესება თემისადმი.

პრეზენტაციის წარდგენისას დაიცავით 10/20/30-ის წესი.

 

● 10 სლაიდი

დაიმახსოვრეთ, რომ აუდიტორიას უნდა მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და არა ყოვლისმომცველი. პრეზენტაციის გაკეთება არ ნიშნავს რაიმე შეთავაზების რეალიზაციას, არამედ მთავარი ინტერესიის გამოწვევაა. ისინი საკითხავად კი არა, თემისადმი ორიენტირებისთვისაა განკუთვნილი. მათ უნდა გაშიფრონ და გასაგები გახადონ თქვენი აზრი, ამიტომ ათი სლაიდიც საკმარისია, სადაც თითოეული მათგანი ერთი თეზისისაგან და ამ თეზისის განმამტკიცებელი რამდენიმე პუნქტისაგან უნდა შედგებოდეს.

მათი სიმცირე მსმენელს უმთავრესზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს. თუ ათი სლაიდი არ გყოფნით, მაშინ დაამატეთ რამდენიმე, ისე, რომ თხუთმეტს არ გადააჭარბოთ.

გაითვალისწინეთ, რაც ნაკლებ სლაიდს გამოიყენებთ, მით უფრო ფოკუსირდებით საკითხის ირგვლივ და შესაბამისად, მეტად სიცოცხლისუნარიანი იქნება თქვენი იდეა.

 

● 20 წუთი

ეს ის ოპტიმალური დროა, რა დროშიც თქვენი პრეზენტაცია უნდა ჩაატიოთ, რადგან, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება თქვენი გამოსვლა, მით ნაკლებს მოგისმენენ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი, შეიძლება დროში შეიზღუდოთ, რადგან სხვა გამომსვლელებიც იყვნენ. მეორე, ეს ის დროა, რა მონაკვეთშიც პროდუქტიული იქნება თქვენი გამოსვლა.

წარმოიდგინეთ თითო სლაიდის წარდგენას მინიმუმ 2-3 წუთი სჭირდება, ამიტომ აშკარად ვერ ჩაეტევით ამ მონაკვეთში ბევრის განხილვით, ან თუ შეძლებთ და მოასწრებთ ოცი და მეტი სლაიდის ჩვენებას, მაშინ უნაყოფოდ ჩაივლის პრეზენტაცია, რადგან დარწმუნებული იყავით, თქვენს ნახევარ საუბარს არავინ მოუსმენს. მაგრამ თუ ხედავთ, რომ თქვენი გამოსვლით აშკარად გააღვივეთ ინტერესი საკითხისადმი და გაქვთ მეტი დრო მისი წარდგენისთვის, მაშინ შეგიძლიათ გადააცილოთ მოცემულ დროს. ამ შემთხვევაში სლაიდების ჩვენება მაქსიმუმ ნახევარ საათზე მეტხანს არ უნდა გააგრძელოთ, დარჩენილი დრო კი შეგიძლიათ თემის განხილვას დაუთმოთ, ყველაფერი თქვენს ოსტატობაზეა დამოკიდებული.

 

● 30 კეგელი შრიფტი

წარმოდგენილ სლაიდებზე ტექსტი ადვილად წასაკითხი უნდა იყოს. 30 კეგელი შრიფტით წერა ნორმალურია, რადგან ჯერ ერთი, პრეზენტაციას ახლო მანძილიდან არავინ განიხილავს, მეორეც, ჩვენს ეპოქაში ბევრ ადამიანს აქვს მხედველობის პრობლემა, ამიტომ წვრილი კეგელი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს მათ. 

 

გაითვალისწინეთ ეს მეთოდები და თქვენი გამოსვლა იქნება საინტერესო და შთამბეჭდავი დამსწრე საზოგადოებისათვის.

 

| გააზიარე
მოგწონთ?