10 მავნე ჩვევა, რომელიც არაპროფესიონალს გამოგაჩენთ


სამსახურის ძებნა ნამდვილად დამღლელი პროცესია. ზოგჯერ შეიძლება ვერც კი ვიაზრებთ, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მავნე ჩვევებს, რომლებიც გვაბრკოლებს მივიღოთ სასურველი პოზიცია. გაეცანით რამდენიმე მათგანს და ეცადეთ, მალევე გამოასწოროთ ისინი.

 

1. დაგვიანება

დაგვიანება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გამოსასწორებელი დეტალი. მაგალითად, თუ გსურთ, დამქირავებელზე გასაუბრებისას დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მიდით გასაუბრებაზე 15 წუთით ადრე.

 

2. არასასურველი ნივთების ტარება

ისეთ სიტუაციაში, მაგალითად როგორიცაა გასაუბრება, მხოლოდ რეზიუმეს წარდგენაც საკმარისია.

 

3. შეუსაბამო ჩაცმულობა

ეცადეთ ისე გამოიყურებოდეთ, როგორც თქვენს პროფესიას შეეფერება და ამავდროულად, თავს კომფორტულად გრძნობდეთ. 

 

4. ლაპარაკი ფიქრის გარეშე

ეს ის საშინელი ჩვევაა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცებისას. ყოველთვის კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით.

 

5. არაოფიციალური საუბარი

სწორად შეარჩიეთ სიტყვები. არაოფიციალური მისალმებაც კი ადამიანებთან, განსაკუთრებით კი მათთან, ვისზეც პირველი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ, არ არის სასურველი. 

 

6. საუბრის გაწყვეტა

როდესაც საუბარს აწყვეტინებთ ადამიანს, ეს თქვენს უკულტურობაზე მეტყველებს. თუ რაიმე აუცილებლობაა, ბოდიში მოუხადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვით თქვენი აზრი.

 

7. მადლობის დავიწყება

ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება, თუნდაც სასიამოვნო საუბრისთვის. ამით თქვენს თავაზიანობას კიდევ ერთხელ გაუსვამთ ხაზს.
 

8. ზედმეტი ენთუზიაზმი

,,რა გავაკეთო?,“ „როგორ ვიმუშაო?“ - მსგავსი სახის და საერთოდ ზედმეტი კითხვების დასმა არ არის აუცილებელი.

 

9. სხეულის ენის არასწორად ფლობა

გასაუბრების დროს ყურადღებას აქცევენ სხეულის ენის ელემენტებს. არასასურველია ისეთი მოძრაობების ან მიმიკების გამეორება, რაც დამქირავებელს თქვენ შესახებ ცუდ წარმოდგენას შეუქმნის.

 

10. სიმორცხვე

თუ გსურთ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ სხვებზე და მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი პიროვნება, დაივიწყეთ სიმორცხვე, იყავით ის, ვინც ხართ და გამოავლინეთ თქვენი რეალური შესაძლებლობები. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?