პოზიტივი კადრებად


ჩემი პოზიტივი მზიანი დილაა, თვალს რომ გაახელ და გაღვიძება არ დაგეზარება ... 
ახლადგაღვიძებულს შვილის შეძახილი „დეე“ გაბედნიერებს, რომელშიც ხელში აყვანა და ჩახუტება იგულისხმება, ამ დროს ორმაგად ბედნიერი ხარ...

სასიამოვნოდ იძულებული ხარ სამსახურში წახვიდე, სადაც ნაცნობი გარემო, სასიამოვნო საქმე და დილის ყავა თანამშრომლებთან ერთად გელოდება...

6 საათამდე, საათში რამდენჯერმე დავხედავ მობილურში ჩემი შვილების ფოტოებს, ვგრძნობ რა არის მონატრება...

ბედნიერების შეგრძნების აღმავალი წერტილი სახლში მისვლა, მათთან ჩახუტება და ნიკაპზე კოცნაა...

დაღლას ვეღარ ვგრძნობ...

პოზიტივი  ეს ის პატარ-პატარა ბედნიერი მომენტებია, რომლებიც ჩვენს დღეს ქმნიან!


ქეთი ჯავახიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?